სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

„თუ შენთვის მზე ბავშვის თვალებიდან არ ამოდის, ვერანაირ სირთულეს ვერ დაძლევ“ - მაია ქობულია, წყალტუბოს N4 სკოლის დირექტორი
16-02-2021
-
+


„2020 წელს დავახასიათებდი, როგორც ერთ-ერთ ურთულეს პერიოდს ყველასთვის და განსაკუთრებით, საგანმანათლებლო სივრცისთვის“, - ასე აფასებს etaloni.ge-სთან ბლიც-ინტერვიუში წყალტუბოს N4 საჯარო სკოლის დირექტორი მაია ქობულია განვლილ წელსა და იმ გამოწვევებს, რომლებიც კოვიდ-პანდემიის პირობებში, სკოლების ხელმძღვანელების, მასწავლებლებისა და მოსწავლეების წინაშე დადგა.

უკვირს, რომ მოსწავლეებმა ონლაინ სწავლების პერიოდში არსებულ ახალ მოთხოვნებს ალღო მარტივად აუღეს და როგორც თვითონ ამბობს, „ზოგიერთი მოსწავლე, რომელიც გაკვეთილზე პასიურობდა, დისტანციერ რეჟიმში უფრო აქტიურობდა“.

- 
კოვიდ-პანდემიამ დაგვანახა...

- კოვიდ-პანდემიამ დაგვანახა, რომ მსოფლიო აღარ იქნება ისეთი, როგორიც ადრე იყო.
კაცობრიობა მრავალი პრობლემის პირისპირ აღმოჩნდა. შექმნილმა კრიზისმა დაგვანახა, რომ ციფრული ტექნოლოგიებისა და წიგნიერების განვითარება სერიოზული გამოწვევაა ჩვენი ქვეყნისთვის, რადგან არსებულ ვითარებაში ციფრული ტექნოლოგიების ცოდნა აუცილებელი პირობაა სწავლა-სწავლების პროცესში.

- ონლაინ სწავლებამ გვასწავლა...

- ონლაინ სწავლებამ გვასწავლა, რომ აუცილებელია, სწრაფად და ხარისხიანად დავნერგოთ ახალი მიდგომები და მეთოდები. სულ სხვა თვალით დაგვანახა საგაკვეთილო პროცესი; გვასწავლა, როგორ უნდა დავაინტერესოთ მოსწავლე, როცა ის არასაკლასო გარემოში იმყოფება; გვასწავლა ციფრული ტექნოლოგიების გამოყენება და მათი მორგება ბავშვების ინტერესებზე. აღმოჩნდა, რომ ზოგიერთი მოსწავლე, რომელიც გაკვეთილზე პასიურობდა, დისტანციერ რეჟიმში უფრო აქტიურობდა.

- 2020 წელს დავახასიათებდი...

- 2020 წელს დავახასიათებდი, როგორც ერთ-ერთ ურთულეს პერიოდს ყველასთვის და
განსაკუთრებით, საგანმანათლებლო სივრცისთვის. 2020 წელმა გვასწავლა, რომ ადამიანური ურთიერთობები ყველაზე ძვირფასია.

 მასწავლებლებისგან ყველაზე ხშირად მიხარია...

- მასწავლებლებისგან ყველაზე ხშირად მიხარია დისტანციური სწავლების დროს ისეთი აქტივობების დანერგვა, რომელიც გაკვეთილს ხდის სახალისოს და საინტერესოს.

- მოსწავლეებისგან ყველაზე მეტად მიკვირს...

- მოსწავლეებისგან ყველაზე მეტად მიკვირს, ზოგიერთი მოსწავლე, რომელიც გაკვეთილზე პასიურობდა, დისტანციერ რეჟიმში უფრო აქტიურობს, თუ როგორი დიდი სიხარულით ელოდნენ დასწრებითი სწავლების დაწყებას, როგორ სწრაფად აუღეს ალღო ახალ მოთხოვნებს.

- მშობლებს ვურჩევდი...

- მშობლებს ვურჩევდი, რომ კარგად აუხსნან შვილებს, თუ რა დიდი საფრთხის წინაშე დგას დღეს მთელი მსოფლიო, მათ შორის, ჩვენი ქვეყანაც და თითოეული ჩვენგანი ... რომ შეზღუდვები და რეგულაციები დროებითი და აუცილებელია, რათა ყველამ ერთად, ერთიანი ძალისხმევით დავძლიოთ ეს ურთულესი მსოფლიო კრიზისი.

- ყველაზე ხშირად ვფიქრობ...

- ყველაზე ხშირად ვფიქრობ, რომ თუ შენთვის მზე ბავშვის თვალებიდან არ ამოდის, ვერანაირ სირთულეს ვერ დაძლევ. მაღალ პროფესიულ ღირსებას და პასუხისმგებლობას, რაც უძილო ღამეებზე გადის, ჩვენი მოსწავლეების სიყვარული განაპირობებს. სულის მალამო და ძალა, დაძლიო მსოფლიო გლობალური გამოწვევებიც კი, მხოლოდ ერთმანეთის თანადგომა და სიყვარულია!

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სასკოლო ექსკურსიის მანქანა გზიდან გადავრადა - დაშავებულია 4 მოსწავლე

ავარია ექსკურსიაზე, დაშავებულია 4 მოსწავლე - შსს-მ გამოძიება დაიწყო

ვის ევალება ტრენინგებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარმოება

NAEC-მა საგამოცდო პროგრამები და ტესტურ დავალებათა ნიმუშები გამოაქვეყნა 

პიროვნება

სხვადასხვა საინტერესო საკითხზე საკუთარ ხედვასა სკოლის დაწყებითი კლასების მასწავლებელი ლალი მურადაშვილი გვიზიარებს

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია სწორად ორგანიზებული სასწავლო პროცესი“

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ქუთაისის N4 საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელი მაია ჟვანია პასუხობს

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ქუთაისის N4 საჯარო სკოლის სპორტის პედაგოგი ზაალ გურული პასუხობს

სკოლები

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

„ზოგჯერ ერთი სიტყვაც კი საკმარისია იმისთვის, რომ ადამიანს დიდი სიხარული აჩუქო“ - 

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება