სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

რა ხდება, როცა მოსწავლეს პირბადე დაავიწყდება, დაეკარგება​ ან დაუზიანდება - მინისტრის მოადგილე სკოლებს მკაცრი კონტროლისკენ მოუწოდებს
16-02-2021
-
+

თუ მოსწავლეს, პირბადე დაავიწყდება ან სკოლაში გაუწყდება, დაესვრება და ა.შ. სკოლას აქვს რესურსი უზრუნველყოს პირბადით, თუმცა ზოგადად, მშობელია პასუხისმგებელი - აღნიშნულის შესახებ განათლების მინისტრის მოადგილემ, ეკა დგებუაძემ etaloni.ge-სთან საუბრისას აღნიშნა.

მისივე თქმით, სამინისტრო სკოლებს საჭიროების შემთხვევაში პირბადეების დამატებითი მარაგით უზრუნველყოფს.

„სკოლას აქვს რესურსი თუ მოსწავლეს, მაგალითად, პირბადე დაუვარდა, დაესვარა ან დაავიწყდა, უზრუნველყოს პირბადით. მარაგი არის სკოლებში, თუმცა მშობელი არის პასუხისმგებელი შვილს გამოატანოს პირბადე.

ეს მარაგი შესყიდული და სკოლებში დარიგებულია. იმ შემთხვევაში თუ  მათ დამატებით დასჭირდებათ ამ მარაგის შევსება, სამინისტროსი არსებობს მარაგი“, - განაცხადა ეკატერინე დგებუაძემ.

როგორც მინისტრის მოადგილე კიდევ ერთხელ განმარტავს, მე-5-დან მე-12 კლასის ჩათვლით მოსწავლეებისთვის პირბადის კეთება სავალდებულოა უშუალოდ საგაკვეთილო პროცესის მიმდინარეობისასაც. თუმცა იმ შემთხვევაში თუ სკოლაში ეს წესი დაირღვევა, საგანმანათლებლო დაწესებულება ამისთვის არ დაჯარიმდება. თუმცა მნიშვნელოვანია, რომ სკოლებმა მკაცრად გააკონტროლონ მოსწავლეებში პირბადის ტარება.

იხილეთ ასევე: მოსწავლეებისთვის პირბადის ტარება სავალდებულო ხდება, სკოლებს ინსტრუქცია დაურიგდებათ - განათლების მინისტრის განმარტება

კომენტარები

ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

„დიდი სტიმულია, როცა ერთი პატარა მაღალმთიანი სოფლის სკოლიდან აღწევ ასეთ წარმატებას“ - დეხვირის საჯარო სკოლის პედაგოგი მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლბელი გახდა

მასწავლებელთა შეფასების კომისიის წევრების შერჩევის წესი სკოლებისა და რესურსცენტრებისთვის

გაიცანით მასწავლებელი, რომელიც ეროვნულ ჯილდოზე მოსწავლემ წარადგინა - იამზე სხვილიძისა და დილისკის N1 საჯარო სკოლის წარმატების ფორმულა 

სკოლები, რომელთაც ფინანსური ცვლილება შეეხოთ - მინისტრის ბრძანება

დამატებითი ვალდებულება აღმზრდელებისთვის - პედაგოგები შემოწმებასა და გადამზადებას გაივლიან - საფრანგეთში რეგულაციები გამკაცრდა

პიროვნება

გაიცანით მასწავლებელი, რომელიც ეროვნულ ჯილდოზე მოსწავლემ წარადგინა - იამზე სხვილიძისა და დილისკის N1 საჯარო სკოლის წარმატების ფორმულა 

სკოლები

„დიდი სტიმულია, როცა ერთი პატარა მაღალმთიანი სოფლის სკოლიდან აღწევ ასეთ წარმატებას“ - დეხვირის საჯარო სკოლის პედაგოგი მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლბელი გახდა

ღონისძიებას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მეგი გიორგაძე
 
საინტერესო

საზოგადოება