| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ქედის მუნიციპალიტეტის, ქვედა მახუნცეთის საჯარო სკოლა ერთ-ერთია მათ შორის, ვინც წარმატებით გაუმკლავდა დისტანციური სწავლების გამოწვევებს, სასწავლო პროცესი წარმატებით განახორციელა და დღეს, ხელმძღვანელი, ლუიზა ფარტენაძე, ბლიც-ინტერვიუში იმაზე საუბრობს, თუ რა ასწავლა პანდემიამ; იმასაც აღნიშნავს, როგორ ამაყობს საკუთრი მოსწავლეებით, განსაკუთრებით უმცროსკლასელებით, რომლებსაც გაცნობიერებული აქვთ დღევანდელი ვითარება და ზედმიწევნით იცავენ ყველა რეგულაციას.
- კოვიდ-პანდემიამ დაგვანახა...
- გლობალური ჯანმრთელობის კრიზისი და ეკონომიკური კრიზისი.
- ონლაინ-სწავლებამ გვასწავლა...
- მოხერხებულობა და კომფორტულობა, ასევე სწავლების ინოვაციური მიმართულებები.
- 2020 წელს დავახასიათებდი...
- 2020 წელი კაცობრიობას დიდხანს ემახსოვრება კორონავირუსისა და მისი მრავალრიცხოვანი მსხვერპლის გამო. მაგრამ ამ წელს არ დაივიწყებენ იმ მოვლენებისთვისაც, რომლებიც ჩაიშალა ან გადაიდო პანდემიის პირობებში.
- მასწავლებლებისგან ყველაზე ხშირად მიხარია...
- მათი აქტიური ჩართულობა სასწავლო პროცესში ტექნოლოგიების გამოყენებით.
- მოსწავლეებისგან ყველაზე მეტად მიკვირს...
- და მიხარია, რომ სასწავლო პროცესის დროს განსაკუთრებით დაწყებითი კლასის მოსწავლეები ძალიან კარგად იცავენ ჯანდაცვის რეკომენდაციებს
- მშობლებს ვურჩევდი...
- აქტიურ ჩართულობასა და თანამშრომლობას სკოლასთან.
- ყველაზე ხშირად ვფიქრობ...
- და გვაქვს პოზიტიური მოლოდინი, რომ დავუბრუნდებით ცხოვრების ჩვეულ რიტმს.
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით
სხვადასხვა საინტერესო საკითხზე საკუთარ ხედვასა სკოლის დაწყებითი კლასების მასწავლებელი ლალი მურადაშვილი გვიზიარებს
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ქუთაისის N4 საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელი მაია ჟვანია პასუხობს
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით
მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ