სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

„ბავშვებმა უნდა იცოდნენ, დროს ვერ მოკლავენ, მას მხოლოდ დაკარგავენ“ - დაბა ქედის საჯარო სკოლის დირექტორი, ვარდო ნაგერვაძე
09-02-2021
-
+


მარტივი არაა, წარმატებით უხელმძღვანელო სკოლას, განსაკუთრებით პანდემიის პირობებში, თუმცა ვახტანგ პაპუნიძის სახელობის, დაბა ქედის საჯარო სკოლის დირექტორმა, ვარდო ნაგერვაძემ ეს უდავოდ შეძლო და დღეს, როდესაც უამრავი წინააღმდეგობა დაძლეულია, დაბა ქედის საჯარო სკოლას შეუძლია იამაყოს ხელმძღვანელით და ერთმუშტად შეკრული გუნდით, რომელიც განათლებული მომავალი თაობის სადარაჯოზე მუდმივად დგას.

ამჯერად Etaloni.ge დაბა ქედის საჯარო სკოლის დირექტორთან, ვარდო ნაგერვაძესთან ბლიც-ინტერვიუს გთავაზობთ, რომელიც ამ პერიოდში დაგროვილ გამოცდილებასაც გვიზიარებს და კიდევ არაერთ საჭირბოროტო საკითხზეც მსჯელობს:

- კოვიდ-პანდემიამ დაგვანახა...

- რომ ცხოვრებაში ბევრი პრობლემები არსებობს, ზოგჯერ მოულოდნელიც, მაგრამ ჯანმრთელობა უპირველესია, რამეთუ „ჯანმრთელობა ყველაფერი არ არის, მაგრამ მის გარეშე ყველაფერი არაფერია“.

- ონლაინ სწავლებამ გვასწავლა...

- რომ შეუძლებელი არაფერია, მთავარია ერთსულოვნება და მხარში დგომა. თუ სურვილი არსებობს, მიზნის მიღწევა შესაძლებელია.

- 2020 წელს დავახასიათებდი...

- მრავალი ავ-კარგის მომტანს.

- მასწავლებლებისგან ყველაზე ხშირად მიხარია...

- როცა ჩემი კოლეგები გულს დებენ ბავშვებთან ...

- მოსწავლეებისგან ყველაზე მეტად მიკვირს...

- დროის ფლანგვა... არადა, დროის მოკვლას უწოდებენ. უნდა იცოდნენ, დროს ვერ მოკლავენ, მას მხოლოდ დაკარგავენ. უნდა ესმოდეთ, რომ, „ერთ მდინარეში ორჯერ ვერ შეხვალ“.

- მშობლებს ვურჩევდი...

- შვილებთან ახლოს ყოფნას, როგორც ფიზიკურად, ისე - მორალურად.

- ყველაზე ხშირად ვფიქრობ...

- რატომ არიან ადამიანები ასეთი უმადურნი?


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სასკოლო ექსკურსიის მანქანა გზიდან გადავრადა - დაშავებულია 4 მოსწავლე

ავარია ექსკურსიაზე, დაშავებულია 4 მოსწავლე - შსს-მ გამოძიება დაიწყო

ვის ევალება ტრენინგებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარმოება

NAEC-მა საგამოცდო პროგრამები და ტესტურ დავალებათა ნიმუშები გამოაქვეყნა 

პიროვნება

სხვადასხვა საინტერესო საკითხზე საკუთარ ხედვასა სკოლის დაწყებითი კლასების მასწავლებელი ლალი მურადაშვილი გვიზიარებს

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია სწორად ორგანიზებული სასწავლო პროცესი“

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ქუთაისის N4 საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელი მაია ჟვანია პასუხობს

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ქუთაისის N4 საჯარო სკოლის სპორტის პედაგოგი ზაალ გურული პასუხობს

სკოლები

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

„ზოგჯერ ერთი სიტყვაც კი საკმარისია იმისთვის, რომ ადამიანს დიდი სიხარული აჩუქო“ - 

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება