| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

თბილისის 24-ე საჯარო სკოლის დირექტორის მოადგილის ქცევაზე შესაბამისი რეაგირება იქნება - აღნიშნულის შესახებ განათლების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა ჟურნალისტებისთვის გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მინისტრის თქმით, სამინისტრომ სკოლას საკითხის შესწავლა დაავალა.
„ჩვენ მივმართეთ სკოლას, რომ შესაბამისმა კომიტეტმა, საბჭომ განიხილოს დირექტორის მოადგილის ქცევა. ამაზე იქნება შესაბამისი რეაგირება“, - განაცხადა ჩხენკელმა.
ცნობისთვის, მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, დირექტორის მოადგილე ამბობს, რომ კოვიდაფეთქებას გამიზნულად მოაწყობს, რათა ისევ დისტანციურ სწავლებას დაუბრუნდნენ.
იხილეთ ასევე: „მათი ინტერესია, წარმოაჩინონ, რომ ვიღაცა რაღაცას ხლართავს“ - თბილისის 24-ე საჯარო სკოლის დირექტორი განმარტებას აკეთებს
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
„შემოგვაქვს სმარტ-კლასები“... - ახალი სასწავლო წლის ცვლილებებზე მინისტრის განმარტებები
„მასწავლებელი არის გზამკვლევი, რომლის ქცევას, ვიზუალს, ღიმილსა და განწყობას მოსწავლე პირველივე წამიდან ითვისებს“...