სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

„მათი ინტერესია, წარმოაჩინონ, რომ ვიღაცა რაღაცას ხლართავს“ - თბილისის 24-ე საჯარო სკოლის დირექტორი განმარტებას აკეთებს
06-02-2021
-
+


თბილისის N24-ე საჯარო სკოლასთან დაკავშირებით ატეხილ სკანდალს etaloni.ge – სთან სკოლის დირექტორი გიორგი კაკაბაძე გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მედიასაშუალებაში გასულ სიუჟეტს არ ეთანხმება.

როგორ გიორგი კაკაბაძე გვეუბნება, სამინისტროს მკაცრად გაწერილი რეკომენდაციები აქვს და შეუძლებელია, დირექტორის მოადგილეს დამოუკიდებლად მიეღო გადაწყვეტილება იმ მოსწავლეთა კლასების გადიდებასთან დაკავშირებით, რომლებიც სწავლას საკლასო ოთახიდან გააგრძელებენ.რაც შეეხება ვირუსის „აფეთქებას“, დირექტორის თქმით, მოადგილე ზოგად მდგომარეობას გულისხმობდა და არა უშუალოდ სკოლას.

„რასაც „ტვ პირველის“ სიუჟეტი გულისხმობდა ასე ნამდვილად არ იყო. იქ გადმოცემულია ინფორმაცია ისე თითქოს დირექტორის მოადგილე კლასებს გაამსხვილებს იმისთვის რომ ვირუსის ეპიდემია გაძლიერდეს თუ აფეთქდეს.  ამ დროს საქმე იმაშია, რომ სამინისტროს რეკომენდაციის თანახმად, დასწრებითი სწავლებისას კლასების გამსხვილება საერთოდ არ შეიძლება. ასეთი რაღაც შეიძლება  მხოლოდ ონლაინში, რომ სხვადასხვა კლასის ბავშვები გააერთიანო. ვირუსის აფეთქებასთან დაკავშირებით საუბარია, ზოგად სიტუაციაზე და არა სკოლაში, მაგრამ მათ არ სურთ ამის გაგება,არ აინტერესებს. მათი ინტერესია, წარმოაჩინონ რომ ვიღაცა რაღაცას ხლართავს, პასუხისმგებლობა არ აქვთ და რასაც უნდა იმას ლაპარაკობენ თბილისის N24-ე საჯარო სკოლასთან დაკავშირებით. რეალურად კი მოადგილე ვერაფერს დაგეგმავდა და არც დაუგეგმავს, რადგან სამინისტროს მკაცრად აქვს განსაზღვრული ინსტრუქციები. ამის გარდა ყველა გადაწყვეტილებას ხელს დირექტორი აწერს და მე თუ გეუბნებით, რომ ასე არ არის, ესე იგი არაა. 

აღნიშნულთან დაკავშირებით განათლების სამინისტროს თავადაც შევეხმიანე და რესურსცენტრიც ჩავაყენე საქმის კურსში“, - აღნიშნავს დირექტორი.

მისივე თქმით, სკოლა მზად არის 15 თებერვლიდან სასწავლო პროცესის საკლასო ოთახიდან განაახლოს. რაც შეეხება სწავლის ფორმატს, როგორც თავად გვეუბნება დისტანციური სწავლის გაგრძელების სურვილი ბევრმა გამოთქვა, თუმცა ასევე ბევრია იმ მოსწავლეთა რაოდენობა, რომლებსაც სკოლაში სურთ დაბრუნება.

„დისტანციურ სწავლების სურვილი ბევრმა გამოთქვა, თუმცა ბევრი მოსწავლე სკოლაში მოსვლას აპირებს. სწორედ ამ ინფორმაციის გარკვევა ჰქონდა ჩემს მოადგილეს დავალებული. ჯერჯერობით სრული სურათი არ გვაქვს რამდენი რჩება დისტანციურ სწავლებაზე და რამდენი მოდის მაგრამ შემიძლია ვთქვა, რომ დაბალ კლასებს უფრო მეტად უნდათ სკოლაში დაბრუნება.

რაც შეეხება რეკომენდაციებს, შემოწმება გავიარეთ, მოგვეცა დამატებით მითითებები რა უნდა შეგვესრულებინა, რაც გავაკეთეთ და სკოლა მზად არის ორშაბათიდან სასწავლო პროცესი უსაფრთხო გარემოში განაახლოს“, - აღნიშნავს სკოლის დირექტორი.

ცნობისთვის, თბილისის N24-ე საჯარო სკოლის დახურული ჯგუფიდან დირექტორის მოადგილის სტატუსი გავრცელდა. რაზეც ერთ-ერთმა მედია საშუალებამ სიუჟეტში გააკეთა და რომელშიც აღნიშნულია, რომ დირექტორის მოადგილე „კოვიდაფეთექებას გამიზნულად მოაწყობს, რათა დისტანციურ სწავლებას ისევ დაუბრუნდნენ“.  


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

1-ელ ოქტომბრამდე მოსწავლის მობილობა დაუშვებელია - მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რომელიც სკოლის შეცვლისას უნდა იცოდეთ

პიროვნება

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„მასწავლებელი არის გზამკვლევი, რომლის ქცევას, ვიზუალს, ღიმილსა და განწყობას მოსწავლე პირველივე წამიდან ითვისებს“...

„განსაკუთრებით საამაყოა, რომ ამ საერთაშორისო შეფასების ნაწილი ქალაქ თბილისის N117 საჯარო სკოლაც იყო“
 

სკოლამ მომავალ პირველკლასელებსა და მათ მშობლებს უმასპინძლა

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება