სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

„ვერ ვაკეთებ მე, არ შემიძლია... ვაიმე, მოვიდა მასწავლებელი“ - ვიდეო, სადაც ჩანს, როგორ ასუფთავებენ მოსწავლეები მერიის საპირფარეშოს
01-02-2021
-
+


ჩხოროწყუს მერიის საპირფარეშო, მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი სკოლის მოსწავლეებმა დაასუფთავეს. 8 მოსწავლე სკოლიდან მერიაში 26 იანვარს, გაკვეთილების დასრულების შემდეგ წაიყვანეს.

მომხდარზე გამოძიებას პოლიცია სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლით აწარმოებს, რაც იძულებას გულისხმობს. კოდექსის თანახმად, იძულება, რომელიც ჩადენილია დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ, ისჯება გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით თვრამეტ თვემდე.

ფაქტზე ყველას განსხვავებული ვერსია აქვს და პასუხისმგებლობა ვის ეკისრება ჯერჯერობით გამოკვეთილი არ არის. სანამ დამნაშავე გამოიკვეთება, სოციალურ ქსელში ვრცელდება ფაქტის ამსახველი ვიდეო, სადაც ბავშვების საუბარი ისმის. 

„ვერ ვაკეთებ მე, არ შემიძლია“, - ამბობს ერთ-ერთი ბავშვი, რასაც შემდეგ მოჰყვება ფრაზა: „ვაიმე, მოვიდა მასწავლებელი, ვერ ვაკეთებ მეთქი“.

იქიდან გამომდინარე, რომ ვიდეოში მოსწავლეები არ ჩანან და მხოლოდ მათი საუბარი ისმის, ჩვენ ვავრცელებთ მას:


რაც, შეეხება ფაქტზე სხვადასხვა მხარის პოზიციას, მერის დავით გოგუას თქმით, აღნიშნულის შესახებ მას ინფორმაცია არ ჰქონდა და ყველა ვისაც ფაქტთან შეხება აქვს, უმკაცრესად დაისჯება. საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელის ლია ჯალაღონიას განცხადებით კი, სკოლის ადმინისტრაცია შეცდომაში შევიდა და „დასუფთავების აქციაში“ მოსწავლეების მონაწილეობაზე ნებართვა გასცა. უფრო ვრცლად გაეცანით მათ კომენტარებს.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

„მხოლოდ ამა თუ იმ სასწავლო საგანში სიბეჯითით არ უნდა შემოვიფარგლოთ“ - პატრიარქი განათლებაზე

სამინისტროსთან არსებული საკონსულტაციო საბჭო პედაგოგებისგან დაკომპლექტდება - ცნობილია ვინ გახდებიან წევრები

ე.წ. მეორადი ჩარიცხვები დაიწყო - ინსტრუქცია და რეკომენდაციები 

მასწავლებლის ახალი პროფესიული სტანდარტი დამტკიცდა - ვალდებულებები, მოთხოვნები, ცვლილებები

ბაღებში სააღმზრდელო წელი 21 სექტემბერს დაიწყება - ინფორმაცია სოციალურ ქსელში რუსთავის საბავშვო ბაგა-ბაღების გაერთიანებამ გამოაქვეყნა

პიროვნება

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„ახალი სასწავლო წლის მოახლოება ყოველთვის დიდ ემოციებთან და სამზადისთანაა დაკავშირებული“...

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება