სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საინტერესო

სკოლები, სადაც მოსწავლეებს ბოქსს, იოგას, მასაჟს და სტრესის გარეშე ცხოვრებას ასწავლიან
29-06-2018
-
+


ბოლო დროს აქტუალური გახდა განათლების მიღების არასტანდარტული გზები, რომლებიც ბავშვებისთვის უსაფრთხო და კომფორტულ გარემოს უზრუნველყოფენ.

მსოფლიოში არსებობს ისეთი სკოლები, სადაც მოსწავლე გამოცდებისა და შეფასების გარეშე იღებს ცოდნას. ბევრი ფსიქოლოგი თვლის, რომ მოსწავლე ამა თუ იმ საგანს სტრესის, ყოველგვარი დაძალების გარეშე უნდა დაეუფლოს, შედეგად კი ბევრად განვითარებულ ინდივიდს ვიღებთ.

გთავაზობთ სკოლებს, რომლებსაც ძალიან „უცნაური“ სწავლის სისტემა აქვთ.

ფინეთი- სწავლა სტრესის გარეშე

ფინეთში სწავლის პროცესი ყველაზე სახალისოა. მასწავლებელს არ შეუძლია მოსწავლე გამოიძახოს, თუ მას სურვილი არ აქვს. შეფასების და საგამოცდო სისტემა საერთოდ არ არსებობს. საკლასო ოთახები კომფორტულად არის მოწყობილი. დასვენებაზე კი მოსწავლეები სასეირნოდ გადიან, რომ გონებამ მიღებული ინფორმაციის აღქმა უფრო მარტივად მოახერხოს.


ჩინეთი- სახის მასაჟი და ვარჯიში ყოველდღე

გაკვეთილების დაწყებამდე ჩინეთში მოსწავლეებმა აუცილებლად უნდა ივარჯიშონ, ხოლო დღეში ორჯერ სახის მასაჟებს ასრულებენ. თუმცა, საზაფხულო არდადეგები მხოლოდ ერთი თვე გრძელდება, გაკვეთილები კი დილის ცხრა საათიდან, შუა დღის ოთხ საათამდე მიმდინარეობს.


ნორვეგია- სწავლა შეფასების გარეშე

ნორვეგიაში მოსწავლეებს მერვე კლასამდე არ აფასებენ. სკოლებში ქულათა სისტემა არ არსებობს. პედაგოგები თვლიან, რომ შეფასების შემთხვევაში მოსწავლეებს შორის არაჯანსაღი გარემო წარმოიქმნება, მათ განათლება ინდივიდუალურად უნდა აღიქვან.


ტაილანდი- ბოქსი და მასაჟი

ტაილანდში ბიჭი მოსწავლეები პირველივე კლასიდან ეუფლებიან ტაილანდურ ბოქსს, ხოლო გოგონები მასაჟის ხელოვნებას სწავლობენ.


იაპონია- მამაკაცი პედაგოგოები

იაპონიაში პედაგოგთა უმეტესი ნაწილი მამაკაცია. საყურადღებოა ისიც, რომ ბევრ იაპონურ სკოლაში „ბუფეტი“ არ არის, მოსწავლეები საკვებს პირდაპირ მერხებთან მიირთმევენ.


ვიეტნამი- იოგა ყოველდღე

ვიეტნამში მოსწავლეები ყოველდღე იოგის გაკვეთილებს გადიან.


ჩეხეთი- საუკეთესო შეფასება არა ათი ქულა, არამედ ერთი ქულაა

ჩეხეთში შეფასების სისტემა საქართველოს შეფასების სისტემისგან საგრძნობლად განსხვავდება. საუკეთესო მოსწავლეები 1-იანს იღებენ.


დანია- კომფორტული მოსასვენებლები საკლასო ოთახების ნაცვლად

კოპენჰაგენის სკოლა, ორესტადში საკლასო ოთახები არ არსებობს. აქ მოსწავლეებისთვის გამოყოფილია კომფორტული სივრცეები.



კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ფიზიკისა და ინგლისური, გერმანული, რუსული, ფრანგული ენების გამოცდების შედეგები გამოქვეყნდა - მინიმალური ბარიერი და შეფასების სქემები ცნობილია

განათლება 2500 ლარი, სოფ. მეურნეობა, მეთევზეობა 3000 ლარი - საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების ღირებულება ცნობილია

გამოცდაზე რეგისტრაციის საფასური 100 ლარია - NAEC აპლიკანტებს აფრთხილებს

 

„1 წლამდე ბავშვის, ზღვაზე წაყვანა თქვენი არჩევანი არ უნდა იყოს“ - ოთხი მთავარი რეკომენდაცია ივანე ჩხაიძისგან

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

აქტივობამ ხელი შეუწყო მოსწავლეთა მსოფლმხედველობის გაფართოებას

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

საკითხების გაჟონვის გამო ეროვნული გამოცდა ხელახლა ჩაინიშნა - საგამოცდო სკანდალი ინდოეთში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება