სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საინტერესო

ხარვეზები განათლების სისტემაში შესაძლოა მთელი თაობისთვის კატასტროფული აღმოჩნდეს - გაეროს გენერალური მდივანი
15-05-2021
-
+


კორონავირუსის პანდემიამ მთელ მსოფლიოში 1,5 მილიარდ ბავშვს სკოლაში სიარულის შესაძლებლობა წაართვა. ბევრი დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა. ზოგი მოსწავლე და სტუდენტი იშვიათად დადის სასწავლო დაწესებულებაში, ძირითადად სახლიდან სწავლობენ ან საერთოდ მოკლებულნი არიან ასეთ შესაძლებლობას. განათლების სისტემაში ასეთი ხარვეზები შესაძლოა მთელი თაობისთვის კატასტროფული აღმოჩნდეს.

ამის შესახებ, გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიუ გუტერეშმა განაცხადა.

კორონავირუსის პანდემიის გამო მსოფლიოს ბევრმა ქვეყანამ სასწავლო დაწესებულებების დაკეტვის გადაწყვეტილება მიიღო. ამასთან, ბავშვების დაახლოებით მესამედი - 463 მილიონი - დისტანციურად სწავლას ვერ ახერხებს, რადგან მათ სახლში არ აქვთ კომპიუტერი ან ინტერნეტი, ან იმის გამო, რომ მოწყობილობებისთვის „ბრძოლა“ უხდებათ - მაგალითად მრავალშვილიან ოჯახებში. ამასთან ბევრმა სკოლამ ონლაინ-სწავლების ორგანიზება ვერ მოახერხა.

გაეროს გენერალური მდივანი დისტანციური სწავლების დახვეწის მოწოდებით გამოვიდა. მისი აზრით, ტრადიციული განათლების სისტემაში ჩავარდნების გამო, საჭირო გახდა სწავლების ინოვაციური მეთოდების დანერგვის აუცილებლობა. მაგრამ ყველამ ვერ შეძლო დისტანციურ სწავლებაზე გადასვლა და შედეგად - ბევრმა ბავშვმა განათლების უფლება დაკარგა. ამის გამო, თვლის გუტერეში, დაზარალდება ყველა, რადგან გარდაქმნების მიღწევა შესაძლებელია მხოლოდ განათლებულ საზოგადოებაში. 

„პირობებში, როდესაც მსოფლიო პანდემიასთან ბრძოლას აგრძელებს, იმისთვის რომ მთელი თაობის კატასტროფა ავიცილოთ თავიდან, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, ადამიანის ერთ-ერთი ძირითადი უფლების და კაცობრიობის საერთო მიღწევის - განათლების უფლების რეალიზებისთვის“, - აცხადებს გაეროს გენერალური მდივანი.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები

გამოცდების გარეშე უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელება მაგისტრანტობის მსურველებისთვისაც შესაძლებელია

შეასრულეს თუ არა სკოლებმა რეკომენდაციები - საბჭო 17 ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების გაანმარტებებს მოისმენს

ნიშნების დეტალური რეპორტი მასწავლებლებისთვის

13 ნოემბერი ბოლო ვადაა - 2026 წლის საშემოდგომო მიღების ეტაპი

პიროვნება
სკოლები

„ეს არ არის უბრალოდ მცენარე - ეს არის ჩვენი ზრუნვის, მეგობრობისა და მომავლის სიმბოლო“

 

 

მოსწავლეებმა წიგნს ილუსტრაციებიც დაურთეს და მკითხველს მსოფლიო მოგზაურები საინტერესოდ წარუდგინეს

საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება