სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

გამოცდაზე რეგისტრაცია მარტში დაიწყება - დეტალები პრაქტიკოს სპეცმასწავლებლებისთვის
21-01-2021
-
+


საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს გადაწყვეტილებით, პრაქტიკოს სპეციალურ მასწავლებელთა გამოცდის ჩაბარების მსურველთა რეგისტრაცია 2021 წლის მარტში დაიწყება. როგორც პრაქტიკოსი სპეციალური მასწავლებლებისთვის, ისე პრაქტიკოსი მასწავლებლებისთვის გამოცდის ჩატარება ივნისში, ეროვნული გამოცდების დაწყებამდე იგეგმება.  

გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში პრაქტიკოს სპეციალურ მასწავლებელს მიენიჭება უფროსი სპეციალური მასწავლებლის სტატუსი და შრომის ანაზღაურებასთან ერთად, საგნის მასწავლებლის მსგავსად, მიეცემა სქემით განსაზღვრული სტატუსის დანამატი.

პრაქტიკოს სპეციალურ მასწავლებლებს 2023 წლის 1 იანვრამდე ეძლევათ შესაძლებლობა, დაადასტურონ კომპეტენცია, რაც „მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის“ შესაბამისად, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული გამოცდის ჩაბარებას გულისხმობს. 

აღსანიშნავია ისიც, რომ სამინისტრო ითვალისწინებს საკითხის აქტუალობას, საზოგადოების მაღალ ინტერესს და აქტიურად მუშაობს კანონით განსაზღვრული შესაბამისი გამოცდის უსაფრთხოდ ორგანიზების მიმართულებით.

რაც შეეხება გამოცდების ჩატარების ზუსტ თარიღს, იგი დამოკიდებულია ქვეყანაში არსებულ ეპიდემიოლოგიურ სიტუაციასა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შესაბამის რეკომენდაციაზე. 

საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ პრაქტიკოს მასწავლებელთა და პრაქტიკოს სპეციალურ მასწავლებელთა სტატუსის მოპოვების მიზნით გამოცდის ჩატარება დაგეგმილი იყო 2020 წლის ნოემბრის თვეში, თუმცა არსებული ეპიდვითარებისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს რეკომენდაციის საფუძველზე მიღებულ იქნა მისი გადატანის გადაწყვეტილება ეპიდემიოლოგიური სიტუაციის დასტაბილურებამდე.

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

„საშუალო მაჩვენებელი გამოითვლება, გააჩნია, რამდენსაათიანი დატვირთვა აქვს პედაგოგს“

განახლებული წესები და მოთხოვნები მასწავლებლებისთვის - საშინაო დავალებები ელჟურნალში უნდა აიტვირთოს

სამინისტრო მოსწავლეებისთვის ლინზიან კომპასებს და რესპირატორებს ყიდულობს 

ლექტორების ხელფასი დამოკიდებული იქნება საათებისა და სტუდენტების რაოდენობაზე - „10 ლარიანი ანაზღაურება ერთ წელიწადში ვერ მიიღწევა“

„მოიმატებს ყველა ადამიანის ხელფასი, რომელიც საჯარო სკოლაშია დასაქმებული“...

პიროვნება
სკოლები

სკოლაში კემბრიჯის საერთაშორისო სერტიფიკატების გადაცემის ცერემონიალი გაიმართა

„კიდევ ერთხელ ვულოცავთ პირველკლასელებს, მათ მშობლებსა და მასწავლებლებს ახალი სასწავლო წლის დაწყებას“
 
საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

რატომ კრძალავენ ზოგიერთ ქვეყანაში მასწავლებლებისთვის ყვავილების ჩუქებას 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება