სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

რა კრიტერიუმს უნდა აკმაყოფილებდეს პირი, რომ 200-ლარიანი დახმარება ყოველთვიურად მიიღოს - განმარტება
08-01-2021
-
+


საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდგომ ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა კიდევ ერთხელ განმარტა, რა პირობებს უნდა აკმაყოფილებდეს პირი, რომ 6 თვის განმავლობაში მთავრობისგან 200-ლარიანი დახმარება მიიღოს.

როგორც მაჭავარიანმა ბრიფინგზე განაცხადა, დახმარებას მიიღებს ყველა ის ადამიანი, ვინც 2020 წლის 1-ელი იანვრიდან ნოემბრის ჩათვლით, ორი თვე მაინც მუშაობდა და ამასთან, სამსახური 2020 წლის დეკემბერში, 2021 წლის იანვარში ან თებერვალში დაკარგა.

„პარლამენტმა დაჩქარებული წესით მიიღო რამდენიმე საკანონმდებლო ცვლილება, რომლისთვისაც მათ მადლობას ვუხდი. ცვლილებებმა შესაძლებლობა მოგვცა რამდენიმე მნიშვნელოვანი შეღავათი და საკომპენსაციო პაკეტი შეგვემუშავებინა. პირველი არის 1200 ლარიანი საკომპენსაციო პაკეტი მათთვის, ვინც სამსახური დაკარგა - ეს კვლავ შევა ძალაში. მსგავსი პაკეტი იყო გაზაფხულზეც, როდესაც შეზღუდვები დავაწესეთ. იგივე პაკეტი გავრცელდება 1-ელი დეკემბრიდან 6 თვის განმავლობაში და მოიცავს ყველა იმ ადამიანს, ვინც 2020 წლის 1-ელი იანვრიდან 2020 წლის ნოემბრის ჩათვლით ორი თვე მაინც მუშაობდა - ეს უნდა გამოჩნდეს იმ ანგარიშში, რომელსაც დამსაქმებლები წარადგენენ ხოლმე შემოსავლების სამსახურში. ასევე არის მეორე პირობა, რომ თუ მან დაკარგა სამსახური 2020 წლის დეკემბერში ან 2021 წლის იანვარში ან თებერვალში, 6 თვის განმავლობაში მიიღებს 1200 ლარს. ყოველთვიურად 200-ლარიანი დახმარების პაკეტს“,- განაცხადა მაჭავარიანმა.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

მასწავლებლებს შეუძლიათ უარი თქვან გამოცდაში მონაწილეობაზე

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება