სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ბურატინოს ზღაპარი“ - გაეცანით მანავის საჯარო სკოლის პედაგოგის - მაია დიდებულიძის ჩანახატს
04-01-2021
-
+


საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მანავის საჯარო სკოლის პედაგოგი მაია დიდებულიძე ჩანახატს გვთავაზობს, სადაც მოსწავლეთა აღზრდასა და მათში მოტივაციის გაღვივებაზე საუბრობს. მაია დიდებულიძე თავის ჩანაწერში მასწავლებლებს მიმართავს.

ბურატინოს ზღაპარი

„გახსოვთ ბურატინო? ბურატინო, რომელსაც პაპა კარლომ ანბანი უყიდა, სკოლაში გაგზავნა ის კი თეატრში მივიდა, გაიტაცა თეატრალურმა სამყარომ, ოქროს გასაღები აჩუქეს და მისი კარის საძებნელად უამრავი თავგადასავალი გადახდა, ცხოვრებაც ისწავლა თავისი შავთეთრი ფერებით და მეგობრებიც შეიძინა, ბოლოს კი მიაგნო თეატრის ჭუჭრუტანას, ოქროს გასაღებით გააღო და მთელი სამყარო გადაეშალა, და ამის მერე ის თოჯინებიც სკოლაში მოიყვანა და თვითონაც სკოლას დაუბრუნდა თავისი თეატრით. მისი გრძელი ცხვირიც, ეს ხომ ცნობისმოყვარეობის დიდ შემოქმედებით ძალებზე მიუთითებს, რომელის გარეშეც ბავშვის განვითარებაც შეუძლებელია. და ზღაპარმა ხომ უნდა მოგვახდვედროს, რომ ბავშვის გასაზრდელად მათ გულში ფერადი და დიადი ოცნებების ანთებაა, ცნობისმოყვარეობის გაღვიძებაა, რომელიც ბოლოს წიგნებთან, სწავლასთან მიიყვანს. მაგრამ მანამდე მისი სულია მთავარი, მშვენიერებისკენ სრაფვა, მგზნებარე მისწრაფებებია აუცილებელი, რომელსაც ჯერ თეატრი, ემოციები, მეგობრები, სიყვარული სჭირდება, ასეთი გულია სიკეთისთვის და სიყვარულისთვის, ყველა ოცნებისთვის ხალასი და მებრძოლი, მოდით ავყვეთ ბურატინოს ცხოვრების თამაშში და თეატრი სკოლაში მოვიტანოთ, მათი სულის და გულის გასახსნელად, მსახიობები კი თვითონ იყვნენ, სცენარისტებიც და რეჟისორებიც, სულის წრთობისთვის სიძნელებიც დავახვედროთ, მსახიობები, მწერლები, პოეტები, მოძღვარი შევახვედროთ, კეთილშობილება, გულმოწყალება, ქრისტეს გზა დავანახოთ, იმედი და რწმენა გავუძლიეროთ, რომ მათი სული თვითონ აინთოს წიგნების წასაკითხად, ნიუტონის და პითაგორას კანონების შესასწავლად, იმ ძალებით აღიჭურვონ ოცნებების ახდენაში რომ დაეხმარებათ ჩემო ძვირფასო მასწავლებლებო!

უსაფრთხო სკოლისთვის, დამეთანხმეთ, მარტო მანდატურები და ჰიგიენური ნორმების დაცვა არ კმარა, როცა ჩვენი სჯერა, ბავშვი მაშინ გაიხსნება და მოგვენდობა! ბავშვს სიყვარული და ცნობისმოყვარეობა მოიყვანს სკოლაში, როცა იცის იქ ელოდებიან, იქ უყვართ, იქ საინტერესო ამბები ხდება, იქ ფერადი ზეიმებია, მასზე ზრუნავენ და იმედებით ავსებენ, მის პიროვნულ ღირსებებსაც აღიარებენ და სასიყვარულოდ გულს გაუღებენ, ჩვენი გულწრფელი მეგობრობა და მხარდაჭერა სჭირდებათ, ფრთები ვაჩუქოთ, სიმამაცისთვის ძალები შევმატოთ, მაგრამ ფრენა არა, ფრენა თვითონ ისწავლონ, ჩვენ ცის სილაჟვარდეები დავანახოთ და ცის იქითა სამყაროს სანახავად თვითონ ისწავლიან ფრენას და...აფრინდებიან!


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადა არის გამოცდილება, რომელიც მომავალ წარმატებებს უყრის საფუძველს

ეტალონის ოლიმპიადა არის გამოცდილება, რომელიც მომავალ წარმატებებს უყრის საფუძველს

დიდი ინტელექტუალური თავგადასავლის დროა: 28 აპრილს „ეტალონის“ ქართული ენის და ლიტერატურის ოლიმპიადა იწყება 

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა გაზაფხულის სეზონს იწყებს

სიახლეები

დირექტორების საყურადღებოდ - მოსწავლეთა შეფასებების ასახვისას ეს უნდა გაითვალისწინოთ

„ეტალონის“ ოლიმპიადა არის გამოცდილება, რომელიც მომავალ წარმატებებს უყრის საფუძველს

როგორ ჩარიცხოთ თანხა მასწავლებელთა გამოცდებზე - დეტალური ინსტრუქცია

სექტემბრიდან მასწავლებლები 1250 ლარიან დანამატს მიიღებენ - ვის ეხება მინისტრის გადაწყვეტილება

პიროვნება

„ხელოვნური ინტელექტი ვერასდროს ჩაანაცვლებს ემოციას, კრეატიულობას, ემპათიას ადამიანურ კავშირებსა და ინდივიდუალიზმს“...

სკოლები

ქუთაისის N16 საჯარო სკოლაში გვირილობის დღესასწაული იზეიმეს 

ღონისძიებაზე მოსწავლეებმა წარადგინეს სხვადასხვა ქართველი ავტორების ლექსები

გარდა იმისა, რომ აქტივობებმა ხელი შეუწყო მოსწავლეთა ეკოცნობიერების ამაღლებას, ასევე აღმოჩნდა სახალისო და შემეცნებით

პრეზენტაციას ორგანიზება გაუწია ინგლისური ენის მასწავლებელმა როზა ანთიამ
 
საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადა არის გამოცდილება, რომელიც მომავალ წარმატებებს უყრის საფუძველს

ეტალონის ოლიმპიადა არის გამოცდილება, რომელიც მომავალ წარმატებებს უყრის საფუძველს

დიდი ინტელექტუალური თავგადასავლის დროა: 28 აპრილს „ეტალონის“ ქართული ენის და ლიტერატურის ოლიმპიადა იწყება 

„გააცანით თქვენი შვილი საქართველოს!“

„მასწავლებლები აღნიშნავენ, რომ ისინი დატვირთულნი არიან - არა თავად სწავლებით, არამედ მზარდი არაძირითადი ამოცანების შესრულებით“

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება