სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„განათლება - საგანძურია, შრომა კი - მისი გასაღები“ - საჩხერის N1 სკოლაში საინტერესო პროექტები ხორციელდება
31-12-2020
-
+


საჩხერის N1 საჯარო სკოლაში საინტერესო პროექტები ხორციელდება. სკოლის დირექცია და თითოეული პედაგოგი ზრუნავს, რომ მოსწავლეებს ხარისხიანი განათლება მიაწოდონ.  დირექტორი ირმა კაპანაძე სკოლაში მიმდინარე მნიშვნელოვან პროექტებსა და პედაგოგების საინტერესო კონფერენციაში მონაწილეობაზე გვიამბობს.

„განათლება - საგანძურია, შრომა კი - მისი გასაღები“

იაკობ გოგებაშვილის ლამაზად ნათქვამი ჭეშმარიტების   დადასტურებაა ის პროცესები, რომელიც ყოველწლიურად  მიმდინარეობს  და იხვეწება საჩხერის პირველ საჯარო სკოლაში, სადაც  უკვე ორი წელია ინერგება  „ახალი სკოლის მოდელი“.  იმისთვის, რომ ხარისხიანი განათლება მიაწოდო მოსწავლეს და აღჭურვო 21-ე  საუკუნისთვის საჭირო უნარ-ჩვევებით, თავად მასწავლებელმა უნდა ისწავლოს ბევრი,  „ახალი სკოლის მოდელი“ კი სკოლას სთავაზობს სწავლა-სწავლების ხარისხის ამაღლებასა და სასკოლო კლიმატის გარდაქმნას.

წლევანდელ სასწავლო წელს სკოლის ყველა მასწავლებელი ინტენსიურად მუშაობს საგნობრივ მხარდამჭერებთან ერთად, რომ მრავალფეროვანი, შემეცნებითი და შემოქმედებითი გაკვეთილები შესთავაზონ მოსწავლეებს.  სასწავლო წლის პირველი სემესტრის დასასრულს კი სკოლის  დირექციის ორგანიზებით ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელთა ონლაინ კონფერენცია შედგა, სადაც  მომხსენებლებად წარდგნენ როგორც საჩხერის პირველი სკოლის, ასევე საჩხერისა და ჭიათურის ახალი სკოლის მოდელის პროექტში ჩართული სკოლების ფილოლოგები. კონფერენციას ესწრებოდნენ მოწვეული სტუმრები  საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმების სამმართველოს ჰუმანიტარული და სოციალური მიმართულების ხელმძღვანელი თამარ ჯაყელი, ქართული ენისა და ლიტერატურის მიმართულების ხელმძღვანელი თინათინ ცერაძე,  სამინისტროს ზოგადი განათლების სამმართველოს უფროსი მარიამ ჩიქობავა; ეროვნული სასწავლო გეგმის განვითარების, მონიტორინგისა და შეფასების კოორდინატორი ია აფთარაშვილი,  სსიპ-მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის  „ახალი სკოლის მოდელის“ პროექტის  მენეჯერი თამარ კეკელიძე; „ახალი სკოლის მოდელი“ პროექტის ასისტენტი ია მგელაძე,  ასევე რაიონისა და სხვადასხვა რეგიონის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლები.

სკოლის დირექცია და ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლები მადლობას ვუხდით კურიკულუმის განვითარებისა და დანერგვის ექსპერტს ქართული ენისა და ლიტერატურის მიმართულებით როლანდ ხოჯანაშვილს, რომლის დაუღალავი პროფესიონალური შრომის შედეგად მასწავლებელთა მუშაობა მოწვეულმა სტუმრებმა საუკეთესოდ შეაფასეს.

„ახალი სკოლის მოდელის“ ფარგლებში სკოლაში მიმდინარეობს პროექტი „ჯანსაღი ცხოვრება-ადამიანის ფუნდამენტური უფლება“, რომლის მიზანია სკოლის სამივე საფეხურის მოსწავლეებში, სასკოლო საზოგადოებასა და მთლიანად თემში ჯანსაღი ცხოვრების წესის  პოპულარიზაცია.

სკოლაში  აქტიურად მიმდინარეობს „ახალი სკოლის მოდელის“ დანერგვის პროცესი, რომელიც აცოცხლებს და ახალისებს სასწავლო პროცესს და მასწავლებლებს აძლევს საშუალებას მოსწავლეებს შესთავაზონ მრავალფეროვანი, ტექნოლოგიებით გამდიდრებული გაკვეთილები, რომლის მიზანიცაა მკვიდრი წარმოდგენები ჩამოუყალიბოს მათ და სკოლაში მიღებული ცოდნა რეალურ ცხოვრებას დაუკავშირონ.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადის ჩემპიონებს ყველა უნდა იცნობდეს

შემოდგომის სეზონზე 4 საგანში ჩატარდა და მასში II-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა მთელი საქართვლოდან

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

სიახლეები

2026 წლის ეროვნული გამოცდების მთავარი ცვლილება ცნობილია - NAEC-ის ხელმძღვანელის განმარტება

როცა მე-11 და მე-12 კლასები ერთად დაასრულებენ სკოლას, სახელმწიფო უნივერსიტეტებში ორჯერ მეტი სტუდენტი ჩაირიცხება - მთავრობის გადაწყვეტილება

მასწავლებლების, დირექტორებისა და სასკოლო საზოგადოების საყურადღებოდ - ინკლუზიური განათლების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში ვებინარი ჩატარდება

დამატებითი უფლებამოსილება მანდატურის სამსახურისთვის - ცვლილება ფსიქოსაგანმანათლებლო შეფასების წესში

საკლასო ფორმატში ერთ მსმენელზე საფასური განისაზღვრა - ცვლილება მთავრობის დადგენილებაში

პიროვნება

„ყველანაირი სიკეთე, რომელიც დედამიწაზე არსებობს, სკოლიდან უნდა წაიღოს მოსწავლემ“ - დირექტორები აუცილებელ უნარებზე საუბრობენ, რომლებიც ბავშვებმა სკოლაში უნდა გამოიმუშაონ

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს დვაბზუს საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის უფროსი მასწავლებელი ნათელა ღლონტი პასუხობს

სკოლები

მე-4 კლასელი ქართულ ენის „კინგსის“ ოლიმპიადაში პირველ ადგილზე გავიდა

მასწავლებლები დედაქალაქ თბილისში გაემგზავრნენ, რათა მონაწილეობა მიეღოთ სულიერი ლიდერის გამოსამშვიდობებელ ცერემონიაში

გაიმართა თემატური აქტივობები და გავრცელდა საინფორმაციო ბროშურები

მოსწავლეებმა საინტერესოდ ისაუბრეს ამა თუ იმ პლანეტის შესახებ და საკითხის შესახებ ცოდნა გაიმდიდრეს

საინტერესო

„გააცანით თქვენი შვილი საქართველოს!“

ახალგაზრდებში უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების პოპულარობა პერიოდულად იცვლება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება