სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

თბილისის N178 სკოლის პირველკლასელებმა საახალწლო ზეიმი დისტანციურად გამართეს
30-12-2020
-
+

თბილისის N178 საჯარო სკოლის პირველი კლასის დამრიგებელი გულთამზე ბულისკერია პატარებს სიყვარულით და თბილი სიტყვებით ულოცავს დამდეგ შობა-ახალ წელს. პირველკლასელებმა საახალწლო ზეიმი დისტანციურად ჩაატარეს. პედაგოგმა მშობლებს ონლაინ სასწავლო პროცესში აქტიური თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა.

„ჩემო პატარებო, პირველკლასელებო! მოდის შობა-ახალი 2021 წელი, რომელიც ბავშვებში ყოველთვის ასოცირდება ნაძვის ხესთან, თოვლის პაპასთან და საჩუქრებთან. თითოეული თქვენთაგანი მოუთმენლად ელოდება ამ დღეს.

თქვენ წელს პირველად შემოაღეთ თბილისის N178 საჯარო სკოლის კარი, პირველად შემოდგით ფეხი სკოლაში და ეს ზეიმიც სკოლის გარემოში, ნაძვის ხესთან უნდა ყოფილიყო, მაგრამ მსოფლიოში მოდებულმა პანდემიამ „კორონას“ სახით არ მოგვცა ამის შესაძლებლობა, მაგრამ ჩემო ყოჩაღებო, თქვენ ამ უჩვეულო გარემოში გამოიჩინეთ თავი, თქვენი აქტივობებით, სიმღერით, საახალწლო ლექსებით, ცეკვით. მხიარულად ვზეიმობთ ამ ლამაზ დღესასწაულს. მიხარია, რომ ასეთი ლამაზები, ყოჩაღები და აქტიურები ხართ. იმედია, მალე დაუბრუნდებით ჩვეული ცხოვრების რიტმს და ეს უჩვეულო სასწავლო წელი მოგონებად დარჩება ჩვენს მეხსიერებაში და ვერც იმას დავივიწყებთ, რომ უჩვეულო პირველკლასელები ვიყავით.

მადლობა თქვენს მშობლებს თანამშრომლობისთვის. მინდა, მოგილოცოთ დამდეგი შობა- ახალი 2021 წელი და გისურვოთ, იყოთ ბედნიერები, გქონდეთ ლაღი და წარმატებებით სავსე ბავშვობა“,-წერს პირველი კლასის დამრიგებელი გულთამზე ბულისკერია.

იხილეთ ვიდეოები

კომენტარები

ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

„დიდი სტიმულია, როცა ერთი პატარა მაღალმთიანი სოფლის სკოლიდან აღწევ ასეთ წარმატებას“ - დეხვირის საჯარო სკოლის პედაგოგი მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლბელი გახდა

მასწავლებელთა შეფასების კომისიის წევრების შერჩევის წესი სკოლებისა და რესურსცენტრებისთვის

გაიცანით მასწავლებელი, რომელიც ეროვნულ ჯილდოზე მოსწავლემ წარადგინა - იამზე სხვილიძისა და დილისკის N1 საჯარო სკოლის წარმატების ფორმულა 

სკოლები, რომელთაც ფინანსური ცვლილება შეეხოთ - მინისტრის ბრძანება

დამატებითი ვალდებულება აღმზრდელებისთვის - პედაგოგები შემოწმებასა და გადამზადებას გაივლიან - საფრანგეთში რეგულაციები გამკაცრდა

პიროვნება

გაიცანით მასწავლებელი, რომელიც ეროვნულ ჯილდოზე მოსწავლემ წარადგინა - იამზე სხვილიძისა და დილისკის N1 საჯარო სკოლის წარმატების ფორმულა 

სკოლები

„დიდი სტიმულია, როცა ერთი პატარა მაღალმთიანი სოფლის სკოლიდან აღწევ ასეთ წარმატებას“ - დეხვირის საჯარო სკოლის პედაგოგი მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლბელი გახდა

ღონისძიებას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მეგი გიორგაძე
 
საინტერესო

საზოგადოება