| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

წელიწადის პირველი თვე საკმაოდ უხვია დასვენების დღეების რაოდენობით, რაც საშუალებას გვაძლევს, მთელი დატვირთული წელი, შედარებით დასვენებულებმა დავიწყოთ.
ზოგადად, იანვრის უქმე დღეები 1, 2, 7 და 19 რიცხვებს მოიცავს. თუმცა ისევე, როგორც ბევრი სხვა რამ, კორონავირუსის პანდემიამ ესეც შეცვალა და ოფიციალურ დასვენების დღეებს, გამონაკლისის სახით უქმედ გამოცხადებული 3-დან 15 იანვრის ჩათვლით პერიოდიც დაემატა. ეს კორონავირუსის დადებით მხარეებს შეგვიძლია მივაწეროთ, მაგრამ ამ შემთხვევაში სასკოლო საზოგადოებას დიდი სარგებელი არ აქვთ. აღნიშნული თარიღები ისედაც ზამთრის არდადეგების (30 დეკემბრი-14 იანვრი) პერიოდს ემთხვევა, 16-17 იანვარი კი შაბათ-კვირას უწევს. შესაბამისად, სწავლა 18 იანვარს, ორშაბათს განახლდება. ესეიგი მხოლოდ 15 იანვარი დაემატა მოსწავლე-მასწავლებლის დასვენების დღეებს.
გარდა ამისა, იმ სკოლებში, სადაც საკლასო ოთახებში მიმდინარეობს სწავლა, რომ არა პანდემია, მოსწავლეებისგან განსხვავებით, პედაგოგებს 3 იანვრიდან სკოლაში გამოცხადება მოუწევდათ, თუმცა უქმე დღეების დამატებამ, მათაც იმდენივე დასვენების დღეები მიუმატა, რამდენიც ექნებოდათ იმ სკოლების პედაგოგებს, რომლებიც ონლაინ ასწავლიან და სკოლაში გამოცხადება მაინც არ უწევდათ. როგორც მოგეხსენებათ, აქამდე, მასწავლებლებს მაინც უწევდათ არადადეგების დროს სკოლაში სიარული, მათ მხოლოდ 1, 2, 7 და 19 იანვარი ჰქონდათ ოფიციალური დასვენების დღე.
რაც შეეხება მოსწავლეებს, მათ ყოველ წელს 30 დეკემბრიდან 15 იანვრამდე აქვთ ზამთრის არდადეგები, ასე რომ მათთვის, მითუფრო არაფერი იცვლება.
მაშასადამე, წელს მასწავლებლებისთვისთვისაც და მოსწავლეებისთვისაც საახალწლო დასვენება 18 დღე გაგრძელდება.
ასევე იხილეთ:
ზამთრის არდადეგების ხანგრძლივობა გაიზარდა - იხილეთ დასვენების დღეები და სწავლის განახლების თარიღი
2020-2021 სასწავლო წლის კალენდარი - არდადეგების განრიგი და უქმე დღეების ჩამონათვალი
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს
შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა