სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ვაჩუქოთ ერთმანეთს სიყვარული“ - ლეხაინდრაოს საჯარო სკოლის მოსწავლეები ვიდეომიმართვას ავრცელებენ
16-12-2020
-
+


„ვაჩუქოთ ერთმანეთს სიყვარული“ - ამ მოწოდებით მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ​ ლეხაინდრაოს საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ვიდეომიმართვა გაავრცელეს. 

სკოლის მასწავლებლის ოთო დანელიას თქმით, ვირტუალური ვიდეომიმართვის იდეა გიორგი ლეონიძის ემოციური ჩანახატის განხილვისას დაიბადა.

„ამ ბავშვებს ზურგზე ხურჯინი აქვთ მოკიდებული და შიგ სიყვარული ჩაულაგებიათ...

დადიან, დაატარებენ ამ ხურჯინს და არიგებენ და არიგებენ...

არ ბეზრდებათ, ესაა მთავარი...

ისინი ბევრად მეტნი არიან,სხვა დროს სხვებსაც გაგაცნობთ...

ამასწინათ, გიორგი ლეონიძის საოცრად ემოციური ჩანახატის განხილვისას, დაიბადა იდეა ვირტუალური ვიდეომიმართვისა - „ვაჩუქოთ ერთმანეთს სიყვარული“...

ჰო და, გჩუქნიან ეს სიყვარულისფერი ბავშვები დედამიწის დამატრიალებელ გრძნობას...იჩუქეთ და აჩუქეთ სხვებსაც!..

პ.ს. შეგნებულად არ მივაქციე ყურადღება ვიდეოში გაპარულ შეცდომებს, საოცრად გულწრფელი და ბუნებრივი მეჩვენა...

მთავარია, გვიყვარდეს და შეცდომების გასწორება რა პრობლემაა, არც არაფერი...“,-წერს სკოლის პედაგოგი ოთო დანელია.

იხილეთ ვიდეო




კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

სიახლეები

„ხელფასები დაახლოებით 30 პროცენტით გაიზარდა“ - ფინანსთა მინისტრი

საბაზო საფეხური წარჩინებით 14 600-მა მოსწავლემ დაამთავრა - ბიუჯეტი

მასწავლებელთა საათობრივი დატვირთვის განაწილების წესი შეიცვლება - სახალხლო დამცველის რეკომენდაციას სამინისტრო გაიზიარებს

პიროვნება

„ჩემი აზრით, სკოლაში სასკოლო ფორმების შემოღება მნიშვნელოვანი და დროული გადაწყვეტილებაა“

სკოლები

„ვუსურვებთ,  მისი პირველი ნერგივით ლამაზი, მწვანე და ნაყოფიერი იყოს სკოლაში გატარებული თითოეული წელი!“

„ჩვენი პატარები ისედაც გამორჩეულები არიან, მაგრამ ამ ფორმებში კიდევ უფრო ელეგანტურები და სკოლის ნამდვილი პატარა გუნდის წევრები ჩანან“

პროექტმა ერთიანად მოიცვა I-XII კლასების მოსწავლეები, მასწავლებლები, მშობლები და სასკოლო საზოგადოება
 

ბავშვები ნერგებს თავადვე მოუვლიან, გაზრდა-გახარებას დააკვირდებიან და უკეთ გაიაზრებენ გარემოს დაცვის მნიშვნელობას

საინტერესო

ერთი შეხედვით, ეს საკმაოდ ჩვეულებრივი სიტყვაა, მაგრამ მისი არჩევა ასახავს ხელოვნური ინტელექტის მნიშვნელობის ზრდასთან დაკავშირებულ მზარდ შეშფოთება

 

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი

 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება