სიახლეები
პიროვნება

„შექმნილმა ვითარებამ კარგად დაგვანახა, სად გვაქვს პრობლემები განათლების სისტემაში“
08-12-2020
-
+


პანდემია, დისტანციური სწავლება, ონლაინ-გაკვეთილები და ვირტუალურ სივრცეში გადანაცვლებული ურთიერთობები... ეს დღევანდელი მსოფლიო რეალობაა, რომელმაც თითოეული ადამიანის ცნობიერებაში ბევრი რამ შეცვალა. Etaloni.ge არაერთხელ წერდა იმის შესახებ, თუ რა გამოწვევების წინაშე აღმოჩნდნენ მასწავლებლები, თუმცა ალბათ ინტერესსმოკლებული არ იქნება იმის გარკვევა, რას გრძნობენ მოსწავლეები და რა სირთულეების გადალახვა უწევთ სასწავლო პროცესში, მაშინ, როდესაც ზედმიწევნითაა შესასრულებელი რეკომენდაციები ჯანდაცვის მიმართულებით; უწევთ სოციალური დისტანციის დაცვა, სხვადასხვა აქტივობის შესასრულებლად საბოლოოდ მიეჯაჭვნენ კომპიუტერს და უშუალო ურთიერთობები უკვე წარსულის მოგონებად ქცეულა - Etaloni.ge- მესტიის მუნიციპალიტეტის, ლატალის საჯარო სკოლის მოსწავლე, ირინა ფარჯიანი ესაუბრება, რომელიც სწავლასთან ერთად, რამდენიმე ორგანიზაციის წევრია, აქტიურად ეცნობა რობოტექნიკისა და პროგრამირების საფუძვლებს, რათა შემდეგ ეს გამოცდილება მშობლიურ მუნიციპალიტეტს მოახმაროს, თუმცა დღეს ლატალში, ისევე, როგორც სრულიად ქვეყანაში, სხვა რეალობაა და მოსწავლეებიც პირველ რიგში ცდილობენ, ერთმანეთის ჯანმრთელობას გაუფრთხილდნენ.

- ირინა, რა შეიცვალა სკოლაში პანდემიის პერიოდში?

- პანდემიამ მთელი მსოფლიოს ყოველდღიურობა შეცვალა და ბუნებრივია, ამ ყველაფერმა ჩვენზეც იმოქმედა. ადრე ჩვენი სკოლა ბევრად მხიარული იყო, სიცოცხლით სავსე, სხვადასხვა სასკოლო აქტივობით დატვირთული, დღეს კი ეს აღარ არსებობს; მაშინ არც ერთმანეთის გვერდით ყოფნას ვერიდებოდით, ახლა კი ვფრთხილობთ, რადგან, რაც უნდა ვთქვათ, ფაქტია - გარკვეული შიში არსებობს.

- ეპიდემიის შიში?

- ვფრთხილობთ, რადგან ვიცით, რომ შესაძლოა რომელიმე ჩვენგანში ვირუსი უსიმპტომოდ მიდიოდეს და სოციალურ დისტანციას ვიცავთ, რათა გავრცელების მიზეზი, რომელიმე ჩვენგანი არ გახდეს. სკოლაშიც ვიცავთ რეგულაციებს თერმოსკრინინგით დაწყებული, დეზინფექციით დასრულებული... მაინც არსებობს შიში, რომ ვირუსი გავრცელდება და ამიტომ, სკოლაც თითქმის ცარიელია - ბავშვების სიმცირე შეინიშნება... მშობლებსაც ეშინიათ.

- რა შეცვალა ცნობიერებაში არსებულმა რეალობამ. გარდა იმისა, რომ არსებობს შიში, თანატოლებთან რაზე საუბრობ?

- საკუთარი თავის გამო არ გვეშინია - ვიცით, ბავშვებს იოლად გადააქვთ ვირუსი, ოჯახის წევრების გამო ვღელავთ და უნდა ვაღიარო, ამ პერიოდში ბევრი რამ სხვაგვარად დავინახეთ, მოვლენების გადაფასება მოხდა... პირველ რიგში კი ყველა მივხვდით, რამდენად მნიშვნელოვანია პირდაპირი, ჯანსაღი კომუნიკაცია. ვირტუალურ სამყაროში ამ ყველაფერს ფასი ეკარგება. რაზე ვსაუბრობთ? - პირველი კითხვა ისაა, რომელიმე ჩვენგანი ხომ არ გრძნობს თავს შეუძლოდ; რამდენი ინფიცირებულია; რამდენი გამოჯანმრთელდა... ასევე ხშირად ვსაუბრობთ პანდემიისშემდგომ პერიოდზე, როგორი იქნება ჩვენი ცხოვრება, როდესაც ეს ყველაფერი დასრულდება.

- თანამედროვე ტექნოლოგიებისადმი მიდგომები თუ შეიცვალა? - როგორც გვითხარი, ვირტუალური ურთიერთობები მომხიბვლელი აღარ არის...

- სოციალური ქსელები ძალიან დიდი დოზით შემოიჭრა ჩვენს ცხოვრებაში და აქამდე თუ სიამოვნებას გვანიჭებდა და მშობლებსაც უწევდათ ბრძოლა, რათა მოვშორებოდით ტელეფონებს, უნდა ვაღიარო, დღეს ასე აღარ ხდება - თანამედროვე ტექნოლოგიები მობეზრებული გვაქვს და სიმართლე გითხრათ, ხშირად, ტელეფონის დანახვაც აღარ მინდა. მართალია, ცნობადობა გაიზარდა, ბევრი რამ ვისწავლეთ და ამ მიმართულებით, გარკვეულწილად, დადებითი შედეგი მაინც დადო ეპიდემიამ, მაგრამ ფაქტია - პირადად მე ძალიან მომწყინდა ონლაინ-რეჟიმში საქმის კეთება. ერთმანეთთან პირდაპირი კომუნიკაციის ფასი არაფერია.

- სწავლის ხარისხზე რამდენად იმოქმედა ამ ყველაფერმა. მასწავლებელები როგორც აფასებენ ონლაინ-სწავლებას, ვიცით. ახლა საინტერესოა, მოსწავლის აზრი.

- სწავლის ხარისხს რაც შეეხება, ყველაზე დიდი გავლენა ეპიდემიამ სწორედ ამაზე იქონია; წინა სასწავლო წლის მეორე სემესტრში რაც მოხდა, ამას ჩვენი განათლების სისტემა ძალიან მოუმზადებელი შეხვდა და რომ გითხრათ, გარკვეული შედეგი გამოიღო-მეთქი, არ იქნება სიმართლე. პედაგოგის შვილი ვარ და კარგად ვხედავდი, რა სირთულეებთან იყო დაკავშირებული ონლაინ-სწავლება, მაგრამ, ისიც უნდა ვაღიაროთ, რომ მასწავლებლების უმრავლესობამ არ იცოდა თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება, პირველად მოუწიათ ასეთ ფაქტთან შეჯახება; გარდა ამისა, არის ინტერნეტის პრობლემა, ამიტომ პედაგოგების ნაწილი ვერ ახერხებდა ონლაინ-გაკვეთილებზე ჩართვას - ეს ღიად უნდა ითქვას, რადგან მიმაჩნია, რომ პრობლემებზე უნდა ვისაუბროთ! შესაბამისად, ამან გამოიწვია განათლების ხარისხის დაქვეითება და ნახევარი სემესტრი, ფაქტობრივად,  ჩავარდა. ამას მძიმე შედეგები მოჰყვება და მიუხედავად იმისა, ვცდილობთ, დავძლიოთ, პანდემიამ სვანეთამდეც მოაღწია, ვირუსი პედაგოგებს შეხვდათ და გაკვეთილებიც გაცდა. შექმნილმა ვითარებამ დაგვანახა, სად გვაქვს პრობლემები განათლების სისტემაში და სწორედ ამაზე უნდა ვიმუშაოთ.

- როგორც გავიგეთ, რობოტექნიკასა და პროგრამირებას სწავლობ...

- მიუხედავად იმისა, რომ ჰუმანიტარი ვარ, დიახ, ვსწავლობ ამ მიმართულებით და ესაა პირველი პრეცედენტი სვანეთში, მეც ერთ-ერთი პირველი მოსწავლე ვარ. ვაპირებთ, კლუბის შექმნას, რათა ხელი შევუწყოთ ჩვენი მუნიციპალიტეტის განვითარებას.

- რა გეგმები გაქვთ?

- პროგრამირება და რობოტექნიკა ის მიმართულებაა, რომელიც სვანეთში წელს პირველად შემოვიდა; კლუბის ჩამოყალიბების შემდეგ, ამ მიმართულებით განვითარებული მოსწავლეები გვეყოლება, ვფიქრობ, ბევრ „ტვინს“ აღმოვაჩენთ და ვიტყვით, რომ მაღალმთიან სვანეთშიც ვიცით რობოტექნიკა და პროგრამირება.

- როგორ ფიქრობ, ეს ყველაფერი ხელს შეუშლის მოსახლეობის მიგრაციას სვანეთიდან?

- პირადად მე ძალიან მაწუხებს ეს საკითხი. რეგიონების დაცლა ყველაზე დიდი პრობლემაა, როცა მივიღებ იმ დონის განათლებას, რომლითაც ბევრი რამის უკეთესობისკენ შეცვლას შევძლებ; ვეცდები, ჩემი წვლილი შევიტანო სვანეთის განვითარებაში, რადგან აქაურობა ჩემთვის ყველაფერია,

- შენი თანატოლებიც ასევე ფიქრობენ?

- ბოლო ხუთი წელია, ჩვენთან მიგრაციის მაჩვენებელი შემცირდა და მახარებს ის ფაქტი, რომ ახალგაზრდებს კარგად აქვთ გაცნობიერებული - ყველანი თუ წავალთ ქალაქში, უფრო დავაზიანებთ ჩვენს ქვეყანას. ბევრი რამაა შესაცვლელი, საჭიროა მეტი სასკოლო თუ კულტურული აქტივობა, რათა თაობები განვითარდეს.


კომენტარები


ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მე-6 და მე-7 კლასელებით დაკომპლექტებული გუნდები ეჯიბრებოდნენ
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „შუახევის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 28 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „ხელვაჩაურის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 18 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მე-6 და მე-7 კლასელებით დაკომპლექტებული გუნდები ეჯიბრებოდნენ
ახალი სასწავლო წლიდან 500-ლარიან დანამატს 100 მასწავლებელი მიიღებს - რის მიხედვით შეარჩევს სამინისტრო პედაგოგებს
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „შუახევის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
ორ საგამოცდო საგანთან დაკავშირებით აბიტურიენტები დეტალურ ინფორმაციას მიიღებენ
ყოველწლიური თვითშეფასება სავალდებულო ხდება - ვის ეხება ცვლილება
პიროვნება
ნუნუ ჩაკვეტაძე: „არ ვეთანხმები, ქიმიკოსმა საათების გამო ქიმიაც ასწავლოს და ბიოლოგიაც - მე ამის უფლება ვერ მივეცი საკუთარ თავს“
სკოლები
სკოლაში მოსწავლეთა წრმატება ახარებთ და მათ პედაგოგებს გაწეული შრომისთვის მადლობს უხდიან
ეს დღე ძალიან ლამაზი, დასამახსოვრებელი ინფორმაციული და შთამბეჭდავი აღმოჩნდა იქ მყოფი თითოეული ადამიანისთვის
მასწავლებლების ორი გუნდი:  „ორბი“ და „ირაო“, შეეჯიბრა ერთმანეთს
პრეზენტაციის მიზანი იყო მოსწავლეებში ცნობიერების ამაღლება გარემოს დაცვასთან დაკავშირებით და საფრთხეების თავიდან აცილება
საინტერესო
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მე-6 და მე-7 კლასელებით დაკომპლექტებული გუნდები ეჯიბრებოდნენ
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „შუახევის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
„ბაღმა ბავშვს უნდა მისცეს ხასიათი, ასწავლოს ბევრი კითხვის დასმა!“ - პედაგოგი და თერაპევტი ბარბარე მარგალიტაძე სკოლამდელი ასაკის განათლებაზე
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 28 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „ხელვაჩაურის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
სიახლეები
საზოგადოება