სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

„ზღვარი მასწავლებელსა და მოსწავლეს შორის ისე მტკივნეულად არ უნდა გამოიკვეთოს, უფსკრული გაჩნდეს“ - მადონა წერედიანი, ლატალის საჯარო სკოლის პედაგოგი
09-12-2020
-
+


ამ ქვეყანაზე მოვედით დროებით, ყველას გვაქვს ჩვენი დანიშნულება და საკუთარი წვლილი უნდა შევიტანოთ სამშობლოს სიყვარულში“, - ესაა მესტიის მუნიციპალიტეტის, ლატალის საჯარო სკოლის პედაგოგის, მადონა წერედიანის კრედო, რომელსაც თითოეულ მოსწავლეს უნერგავს და სხვაგვარად არც შეიძლება, იყოს - ქალბატონი მადონა ხომ მომავალ თაობებს მშობლიურ ენასა და ლიტერატურას ასწავლის; ყოველდღიურად, ნაბიჯ-ნაბიჯ უნერგავს სამშობლოს სიყვარულს და ჭეშმარიტ პატრიოტებად ზრდის; პატრიოტებად, რომლებმაც იციან სვანური ტრადიციების პატივისცემა და იმასაც იაზრებენ, რომ 21-საუკუნეს ფეხი უნდა აუწყონ, ოღონდ ეს ადათ-წესების დაცვას ხელს სულაც არ უშლის. დღეს ლატალის საჯარო სკოლის მოსწავლე-მასწავლებლებს ერთი ფუფუნება ნამდვილად აქვთ - საკლასო ოთახებში მიმდინარეობს სასწავლო პროცესი; ქალბატონი მადონა კი Etaloni.ge-სთან ყველა იმ გამოწვევაზე, დადებითსა თუ უარყოფით მხარეზე საუბრობს, რომელიც პანდემიამ შექმნა საგანმანათლებლო სფეროში.

- პანდემიამ ზოგადად მსოფლიოში შეცვალა ყველაფერი და გამონაკლისი საქართველო ნამდვილად არ არის. ფაქტია - ჩვენზეც იმოქმედა, თუმცა სვანეთში შედარებით უკეთ ვუმკლავდებით ამ გამოწვევებს, ვიდრე დიდი ქალაქები; აქ სუფთა ჰაერია და ამ მხრივ, სოფელი უფრო პრივილეგირებულია; ვიცავთ რეკომენდაციებს, ვახდენთ პრევენციას და ჯერჯერობით, ჩვენთან მშვიდობაა... სამწუხარო ისაა, რომ გარკვეული აქტივობები შეჩერებული გვაქვს, მაგრამ ვცდილობთ, მორალურად გავამხნევოთ ბავშვები და მათი ცნობიერება იქით მივმართოთ, რომ ვირუსი საფრთხილოა, თუმცა ეს არ უნდა გახდეს დეპრესიაში ჩავარდნის საფუძველი.

- ახლა ის გვითხარით, პირბადით გაკვეთილის ჩატარება როგორია?

- რთულია, თუმცა რა გაეწყობა... ყველაფერი თითოეული ჩვენგანის, განსაკუთრებით კი ბავშვების უსაფრთხოებისთვის კეთდება და უნდა დავემორჩილოთ ყველა რეგულაციას.

- როგორ უხსნით მოსწავლეებს, დაიცვან დისტანცია, არ მიუახლოვდნენ ერთმანეთს და არ ჩაეხუტონ საყვარელ მასწავლებელს?

- ერთმანეთისთვის დადებითი აურის გადაცემა მნიშვნელოვანია მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში და მეც მიმაჩნია, რომ ყველაზე კარგი საშუალება სიყვარულია, ამ ვერაგი ვირუსის დასამარცხებლად.

- ქალბატონო მადონა, ახლა უკვე შეგიძლიათ შეაფასოთ დისტანციური სწავლება. რა შედეგებზე გახვედით მასწავლებლები გასულ სასწავლო წელს?

- მოგეხსენებათ, სოფელში არაა უწყვეტი ინტერნეტკავშირის ფუფუნება და კომფორტულად ნამდვილად არ გვიგრძნია თავი ონლაინ-სწავლებისას... მიუხედავად ამისა, ყველა რესურსს ვიყენებდით, თავს არ ვზოგავდით, ფაქტია - სასურველ შედეგზე მაინც ვერ გავედით.

- როგორ შეძლებთ ამ ყველაფერის ანაზღაურებას თქვენს მოსწავლეებთან?

- ორმაგი დატვირთვა გვიწევს, მაგრამ... იცით, მსოფლიო პაუზა ჩვენზეც აისახა და სამწუხაროდ, ბავშვებზეც. მიუხედავად იმისა, დიდი კონტინგენტი არ გვყავს, არც ონლაინ-სწავლებისას ჩამოვრჩენილვართ პროგრამას, გვქონდა მაქსიმალური ჩართულობა, თუმცა ეს მაინც არაა ჯანსაღი პროცესი.

- რთულია მასწავლებლობა?

- უფრო საპასუხისმგებლო და საპატიო... ბავშვებისგან იმხელა ენერგია მოდის,  სიტყვებით ვერ გადმოვცემ - ათმაგად გვიბრუნდება სითბო და სიყვარული. მინდა, თითოეული მათგანის ბავშვობა ფერადი იყოს და მეც თუ შევძლებ ერთი ლამაზი ფერის შეტანას მათ ცხოვრებაში, უბედნიერესი ვიქნები. ასე რომ, მასწავლებლობა საპასუხისმგებლოა და საპატიო...

- ალბათ, ორმაგი პასუხისმგებლობაა, როდესაც მშობლიურ ენასა და ლიტერატურას ასწავლით.

- პირველ რიგში სამშობლო უნდა შეაყვარო ბავშვებს და რა თქმა უნდა, ქართული ენა, რომელიც უდიდესი მნიშვნელობისაა - ჩვენთვის სისხლი და ხორცი!

- როგორ ახერხებთ შეაყვაროთ ბავშვებს საგანი, რომელიც საკმაოდ რთულია?

- ამაში მთელი ენთუზიაზმია ჩადებული... მთავარი ინდიკატორი ჩემი მოსწავლეებია, რომელთაც ნამდვილად უყვართ მშობლიური ენა და ლიტერატურა. როდესაც მათ ჰკითხეს, რა მანძილია ცივილიზაციასა და სვანეთს შორის, ასე უპასუხეს: მანძილი არ არსებობს. გრანდიოზული, ისტორიული მნიშვნელობის ტაძრები, ფერწერული ნიმუშები ... რაც სვანეთში შეიქმნა, ცოცხალი მაგალითია იმისა, რომ ცივილიზაცია აქ ყოველთვის იყოო. ესაა ჩვენი შრომის შედეგი, რადგან გარდა გაკვეთილებისა, უამრავ სხვა საკითხს განვიხილავთ...

- და რომელი მწერლის შეგონებებით ზრდით თქვენს მოსწავლეებს?

- შოთა რუსთაველი ჩემთვის განუმეორებელია, მისი აფორიზმები მაგალითია... ეს არ არის მხოლოდ საგაკვეთილო მასალა და სწორედ აფორიზმებით ვხელმძღვანელობ ხშირად, მათი მორალური, სულიერი და ფსიქოლოგიური ინტერესები რომ მაღალ ხარისხში ავიყვანო.

- სვანურ ტრადიციებს თუ აფასებენ თქვენი მოსწავლეები, ქალბატონო მადონა?

- უნდა ვაღიაროთ - გარკვეული ტრადიციების გადაფასება ხდება, მაგრამ არის ისეთები, რომელთა უგულებელყოფაც არ შეიძლება და ამის არც სურვილი აქვთ, რადგან იციან - ესაა მათი იდენტობის ნიშანი. ბუნებრივია, ითვალისწინებენ, რომ 21-ე საუკუნის გამოწვევებს უნდა აუწყონ ფეხი, თუმცა ამაში წარსულის დაფასება ხელს არ უშლის.

- როგორები არიან თანამედროვე მოსწავლეები?

- ჯანსაღი აზროვნების, სხარტი გონების ახალგაზრდები გვყავს... ჩვენ ვმეგობრობთ და ასე ვთქვათ, ერთმანეთს ბევრ რამეს ვასწავლით. აქტიური და ინტერაქტიული ბავშვები გვყავს და მინდა აღვნიშნო, ჯერ არ მქონია შემთხვევა, მოსწავლე დასაკავებელი მყავდეს გაკვეთილზე, ან ხმაურმა შემიშალოს ხელი, ან რამეში ვერ ავიყოლიო... ვფიქრობ, ყველა პრობლემის საუკეთესო პრევენციაა სიყვარული და ზღვარიც, მასწავლებელსა და მოსწავლეს შორის ისე მტკივნეულად არ უნდა გამოიკვეთოს, რომ უფსკრული გაჩნდეს.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადის ჩემპიონებს ყველა უნდა იცნობდეს

შემოდგომის სეზონზე 4 საგანში ჩატარდა და მასში II-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა მთელი საქართვლოდან

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

სიახლეები

5 პოპულარული პროფესიულ პროგრამა, სადაც ყველაზე მეტი სტუდენტი აბარებს

კარიერული განვიტარების მსურველმა პედაგოგებმა ტრენინგები უნდა გაიარონ

„ეროვნულებზე საგანში გადასალახი მინიმალური კომპეტენციის ზღვარი“ ცნობილია - ბრძანება პროფესიულ პროგრმებზე სტუდენტთა მიღებას ეხება 

„სკოლა მოსწავლის ჩარიცხვას ფსიქოსაგანმანათლებლო შეფასების დასკვნისა და შესაბამისი დოკუმენტაციის საფუძველზე უზრუნველყოფს“

თუ უნივერსიტეტში ჩარიცხული სტუდენტების რაოდენობა გადააჭარბებს გამოცხადებულ ლიმიტს, ეს ადგილები უმაღლეს მომავალ წელს დააკლდება

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს თბილისის N141 საჯარო სკოლის მათემატიკის მასწავლებელი​ ნინო თოფურია პასუხობს

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს სკოლა „ცოდნას“ დაწყებითი კლასების მასწავლებელი სალომე ქაჯაია პასუხობს

სკოლები

კინოჩვენების მიზანია - მოსწავლე გაეცნოს ნიკო ფიროსმანის რთულ, ცხოვრებას და მოღვაწეობას, თავგადასავალს

გაკვეთილი მეტად საინტერესოდ, მოსწავლეთა მაღალი ჩართულობით წარიმართა

საინტერესო

„მობილურების შეზღუდვა სკოლაში არ ნიშნავს ბავშვთან კავშირის გაწყვეტას“

„დედის დღის“ აღნიშვნა სკოლაში არა მხოლოდ სასიამოვნო ტრადიცია, არამედ მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა ბავშვებისთვის, ისწავლონ მადლიერების გამოხატვა“

დაწყებითი საფეხურის მოსწავლების ნაწილი სახელმძღვანელოს გადაფურცვლას „სქროლვით“ ცდილობს - კვლევა ბრიტანეთში 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება