სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

რა ფორმატში გრძელდება სასწავლო პროცესი ახალქალაქისა და ნინოწმინდის არაქართულენოვან სკოლებში? - დირექტორების კომენტარები
20-11-2020
-
+


საქართველოში, ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, სასწავლო პროცესი განსხვავებულ რეჟიმში მიმდინარეობს. მოსწავლეთა ნაწილი დისტანციურ სწავლებაზეა, ნაწილი კი - საკლასო ოთახებში აგრძელებს სწავლას.

რა ვითარებაა ახალქალაქისა და ნინოწმინდის არაქართულენოვან სკოლებში? დაცულია თუ არა განათლებისა და ჯანდაცვის სამინისტროების მიერ მიწოდებული რეკომენდაციები? ამ თემაზე მუნიციპალიტეტების სკოლების დირექტორები გვესაუბრებიან.

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ სპასოვკის N2 საჯარო სკოლის დირექტორი აიდა ჩახოიანი:

„სწავლა საკლასო ოთახებში მიმდინარეობს. მასწავლებლები და მოსწავლეები დადიან სკოლაში, ჯერჯერობით პანდემიას ხელი არ შეუშლია ჩვენთვის. მოსწავლეებს აქვთ საშუალება, რეგულაციების დაცვით იარონ სკოლაში“.

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ განძის N1 საჯარო სკოლის დირექტორი ვოლოდია კიურეღიანი:

„სწავლა ჩვეულ რეჟიმში მიმდინარეობს. მოსწავლეები იცავენ ჰიგიენურ ნორმებს, რეკომენდაციებს ითვალისწინებენ, ყველა მოსწავლე დადის სკოლაში, საგაკვეთილო პროცესში სრული ჩართულობაა“.

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ თორიის საჯარო სკოლის დირექტორი სერგეი პეტროსიანი:

„სწავლა მიმდინარეობს საკლასო ოთახებში. ჩვენ არ აგვირჩევია ჰიბრიდული მოდელი, ბავშვები დადიან ორ ცვლაში. სკოლაში უმკაცრესად არის დაცული ყველა რეკომენდაცია. სკოლის შენობას ორი შესასვლელი აქვს, სადაც მუდმივად დგანან პედაგოგები, რომლებიც ატარებენ თერმოსკრინინგს, ასევე განთავსებულია დეზობარიერები, მორიგე პედაგოგები აკონტროლებენ ორმეტრიან დისტანციას, ასევე ყველა დერეფანში განთავსებულია სადეზინფექციო ხსნარები და ასევე საპირფარეშოშიც. ჯერჯერობით პანდემიას ხელი არ შეუშლია სწავლების პროცესისთვის და ვიმედოვნებ, რომ ასე გაგრძელდება“.

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი გონდრიოს საჯარო სკოლის დირექტორი ამაიაკ მიქაელიანი:

„ჩვენ დისტანციურ რეჟიმზე არ ვართ. შესაძლებლობა გვაქვს, რომ სკოლაში ვიაროთ, რაც შეეხება რეგულაციებს, რა თქმა უნდა, დაცულია“.

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ სულდის საჯარო სკოლის დირექტორი ედიკ თოროიანი:

„მოსწავლეები ჯერჯერობით აქტიურად დადიან სკოლაში, პანდემიას ხელი არ შეუშლია, რაც შეეხება წესებს და რეგულაციებს, მკაცრად კონტროლდება. როგორც მიზანშეწონილია, ისე მიჰყვებიან ყველაფერს, დეზობარიერი, თერმოსკრინინგი, ხელების სადეზინფექციო საშუალებით დამუშავება ყველა შესვენებაზე“.

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჟდანოვის საჯარო სკოლის დირექტორი ერვანდ სუმბულიანი:

„სწავლა ჩვეულ რეჟიმში მიმდინარეობს. დავდივართ სკოლაში. მოსწავლეთა დასწრება არის სრული. ჩვენთვის პანდემიას ხელი არ შეუშლია, რაც შეეხება რეკომენდაციებს, მკაცრად გვაქვს დაცული ყველა წესი“.

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ზაკის საჯარო სკოლის დირექტორი ვარდუჰი მკრტჩიანი:

„ჩვენს სკოლას უტარდებოდა სარემონტო სამუშაოები და სამშაბათიდან შევალთ საკლასო ოთახებში, აქამდე სხვა სკოლის შენობაში ვიყავით. დისტანციურ სწავლებაზე არ გადავსულვართ. მოსწავლეები რეკომენდაციების გათვალისწინებით დადიოდნენ სკოლაში“.

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ დადეშის საჯარო სკოლის დირექტორი სურენ აკოპიანი:

„ჩვენთან ყველა რეგულაციის დაცვით და ჰიგიენური ნორმების გათვალისწინებით მიმდინარეობს სასწავლო პროცესი. ყველა მოსწავლე დადის სკოლაში და პანდემიურ ვითარებას ჩვენთვის, ჯერჯერობით, ხელი არ შეუშლია“.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

„პირველკლასელთა აკადემია“ ახალქალაქში - უნიკალური წიგნი-რვეული პირველკლასელებს გადაეცათ

საჯარო სკოლებში გამოცდები ჩაინიშნა - I-XI კლასის მოსწავლეებისთვის ტესტირება 2-დან 20 ოქტომბრამდე ჩატარდება

განათლების სფეროში საშუალო ნომინალური ანაზღაურება 1400 ლარზე მეტი გახდა

 

ETALONI.GE 2026-2027 სასწავლო წლის დაწყებას გილოცავთ!

ცნობილია - რომელ პროგრამაზე რა საგნების ჩაბარება მოგიწევთ 2027 წლის ეროვნულებზე

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

ზედა ხუნწის საჯარო სკოლის მოსწავლეები საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად აშენებულ შენობაში ისწავლიან 

„დაე, ახალი სასწავლო წელი თითოეული თქვენგანისთვის წარმატებული, ნაყოფიერი და განსაკუთრებული ყოფილიყოს“
 
 
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება