სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
15-11-2020
-
+


2020-2021 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადა ხვალ, 16 ნოემბერს დაიწყება და 20 ნოემბერს დასრულდება. აღნიშნულის შესახებ etaloni.ge-ს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრიდან აცნობეს. 

წელს პირველად მოსწავლეებს საშუალება აქვთ დისტანციურად, ინტერნეტში ჩართული ნებისმიერი კომპიუტერიდან მიიღონ მონაწილეობა ოლიმპიადის პირველ ტურში. ამისათვის მათ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე: naec.ge განთავსებული ბმული უნდა გამოიყენონ შესაბამისი განრიგის მიხედვით.

სისტემა მთელი დღის განმავლობაში, 09:00 საათიდან 20:00 საათამდე იქნება გახსნილი და მოსწავლე შეძლებს მისთვის სასურველ დროს დაიწყოს ტესტზე მუშაობა.

მიღებულ ქულას ოლიმპიადაში მონაწილე ტესტირების დასრულებისთანავე დაინახავს, ხოლო ინფორმაცია იმის თაობაზე, შეძლო თუ არა მან მეორე ტურში გადასვლა (მოხვდა საუკეთესო შედეგის მქონე 1000 მოსწავლეს შორის), მიეწოდებათ სკოლებს სპეციალური პროგრამის საშუალებით შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ დადგენილ ვადებში.

წელს ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადაში მონაწილეობის სურვილი 30 700-ზე მეტმა მოსწავლემ გამოთქვა.

ოლიმპიადის  მიზანია  სასწავლო პროცესის სტიმულირება და მოსწავლეებში მოტივაციის ამაღლება. ასევე, იმ ნაკრებებისათვის კანდიდატების გამოვლენა, რომლებიც საერთაშორისო ოლიმპიადებზე მონაწილეობას საქართველოს სახელით მიიღებენ. ეროვნული სასწავლო ოლიმპიადა დამამთავრებელი კლასების მოსწავლეებისათვის ტარდება ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრულ სავალდებულო საგნებში. სურვილის შემთხვევაში მასში ჩართვის საშუალება საბაზო საფეხურის მოსწავლეებსაც აქვთ.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

დეკრეტული შვებულების თანხასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილება პარლამენტმა დაამტკიცა

საგანი, რომლის ახალი სტანდარტიც დეტალურად გაიწერა - ბრძანება

სტუდენტი კიდევ 866-მა აბიტურიენტი გახდა - უნივერსიტეტებსა და პროფესიულ სასწავლებლებში ჩარიცხულთა ბოლო სია გამოქვეყნდა

რომელ მასწავლებლებს მისცეს ზამთრში საგნის გამოცდაზე გასვლის უფლება - მინისტრის ახალი ბრძანება გამოქვეყნდა 

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს მამხუტის საჯარო სკოლის მასწავლებელი, ბილინგვური სწავლების სპეციალისტი მახმუდ მუსაევი პასუხობს

მასწავლებელი და ბილინგვური სწავლების სპეციალისტი მოვლუდ მეხრაბოვი​ გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

სელნურ ბაირამოვი etaloni.ge-სთან ბლიც-ინტერვიუში გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

სკოლები

ღონისძიებას ხელმძღვანელობდა ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი მარიამ ონიანი

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება