| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

„ქართული ანბანის მასპინძლობა“ - გარდაბნის მუნიციპალიტეტის ახალი სამგორის საჯარო სკოლის პირველკლასელებს მასწავლებლებმა დაუვიწყარი დღე მოუწყვეს. სკოლის წარმომადგენელი ამ დღის შესახებ სიყვარულით გვიამბობს:
„პირველკლასელებს განსაკუთრებული და საოცარი დღე ჰქონდათ: ქართულ ანბანს - ოცდაცამეტი მზის სხივს თავიანთ საკლასო ოთახში უმასპინძლეს, თუმცა ლამაზად გამოყვანილი ასოები სკოლის ეზოშივე დახვდათ მიმოფანტული საკუთარი დამრიგებლის ნინო თეგეთაშვილისა და ქართულის მასწავლებლის ხათუნა აფციაურის დიდი მონდომებით.
ბავშვები ჯერ დიდ წინაპრებს გაეცვნენ - ქართული ენის მწიგნობარს ფარნავაზ მეფესა და დედაენის შემქმნელს იაკობ გოგებაშვილს, შემდეგ ქართული ანბანის შესამკობად ლექსები თქვეს, სიმღერასაც მოუსმინეს, მეგობარ ჟოზესთან ერთად იმოგზაურეს ქართული ასოების სამყაროში და ბოლოს მისგან ლამაზი ყუთით გამოგზავნილი საჩუქრებიც მიიღეს.
პატარა ბიჭებმა და გოგონებმა საკლასო ოთახიდან ეზოში გადაინაცვლეს და ოცდაცამეტი მზის სხივი მზესვე დაუბრუნეს - ბუშტებზე ჩამოფარფატებული ქართული ასოები ზეცაში გაუშვეს.
ბოლოს კი ხათუნა მასწავლებლის ხელით გამომცხვარი ქართული ასოების ნაზუქები დააგემოვნეს.
გამხიარულებული პირველკლასელები სიყვარულით გამთბარნი წავიდნენ შინ.
მადლობა ხათუნა და ნინო მასწავლებლებს პატარების კიდევ ერთხელ გაბედნიერებისათვის“,-გვიამბობს სკოლის წარმომადგენელი.
იხილეთ ფოტოები და ვიდეო
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
უმაღლესის მიღმა დარჩენილი აბიტურიენტების საყურადღებოდ - განათლების ხარისხის განვითარების ცენტრი ინფორმაციას ავრცელებს
10 ცვლილება განათლებაში მასწავლებელთა ფუნქციებს, ხელფასებს, ტრენინგებს მოიცავს - 2026-2027 წლის სამოქმედო გეგმა ცნობილია
შვილებს უნდა ავუხსნათ, რომ თავისუფლება არ ნიშნავს სხვისი უფლების დარღვევას...
„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...
ახალქალაქის N4 საჯარო სკოლის 18 კურსდამთავრებული საქართველოს სხვადსხვა უნივერსიტეტებში ჩაირიცხნენ
„გვიხარია და ვამაყობთ, რომ სკოლა „ინტელექტის“ კიდევ ერთ ი მოსწავლე საკუთარ მომავალს საერთაშორისო ასპარეზზე ქმნის“