სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

გაიცანით 8 წლის ქართველი ემიგრანტი, რომელმაც ნიუ-იორკის მერი „აიძულა“, სათამაშო მოედანი შეეკეთებინათ
25-08-2026
-
+


ამბავი, რომელიც ნიუ-იორკში ნამდვილ სენსაციად იქცა, ქალაქის ყოფითი პრობლემის გასაჯაროებით დაიწყო - 8 წლის ქართველმა ემიგრანტმა - მაქსიმე კახიძემ  ჩაწერა ვიდეომიმართვა, სადაც ნიუ-იორკის მერს, ზოჰრან მამდანს სთხოვდა მოედნის შეკეთებას; მოგვიანებით კი მერს პირადად შეახსენა ეს საკითხი, როდესაც მამდანი მოსახლეობასთან შეხვედრებს მართავდა.

საუბარია ბრუკლინის McKinley Park-ის სათამაშო მოედანზე, რომელიც თითქმის ორი წლის განმავლობაში დაკეტილი იყო და ადგილობრივ ბავშვებს სათამაშო სივრცე არ ჰქონდათ. მაქსიმის მიმართვიდან რამდენიმე კვირაში, პარკში შესაბამისი სამუშაოები ჩატარდა და მოედანი გაიხსნა. ​

გარდა ამისა, მერმა დაინახა, რომ ქალაქის პარკების გამართულად  ფუნქციონირებისთვის სწრაფი რეაგირების მობილური ჯგუფი იყო საჭირო და პარკების დეპარტამენტის კომისართან ერთად ოფიციალურად წარადგინ პროექტი Renew Crew.

ეს გახლავთ 24 სპეციალისტისგან (ელექტრიკოსები, სანტექნიკოსები, მღებავები) შემდგარი მობილური ჯგუფი, რომლის მიზანია, 311-ის ცხელ ხაზზე შესული საჩივრების საფუძველზე, პარკებში არსებული მცირე, მაგრამ კრიტიკული დაზიანებები მაქსიმუმ სამ კვირაში შეაკეთონ.

ქალაქის მთავრობამ ამ ინიციატივისთვის $2.3 მილიონი დოლარი გამოყო, ხოლო პრესკონფერენციაზე, სადაც მერმა ახალი პროგრამა დააანონსა, 8 წლის მაქსიმი მერის გვერდით იდგა და ჟურნალისტებს საკუთარი ისტორია უამბო.

„გინდათ გაიგოთ, როგორ აღმოვჩნდი აქ? დაახლოებით ორი თვის წინ ჩავწერე ვიდეო, სადაც მერ მამდანის ვთხოვდი, დაგვხმარებოდა McKinley Park-ის სათამაშო მოედნის გახსნაში. ის თითქმის 2 წლის განმავლობაში დაკეტილი იყო. მაგრამ იცით, რა მოხდა? სულ რამდენიმე კვირაში პარკი და მოედანი საბოლოოდ გაიხსნა! დიდი მადლობა მერ მამდანის და ნიუ-იორკის პარკების დეპარტამენტს, რომ მომისმინეთ. ამას ძალიან ვაფასებ.

ძალიან მტკივა გული, როცა პარკები დაკეტილია, რადგან ბავშვებს სჭირდებათ უსაფრთხო გარემო სათამაშოდ. მშობლები ყოველთვის მეუბნებოდნენ, რომ ჩემს ხმას აქვს მნიშვნელობა, და მინდა, მადლობა გადავუხადო ჩემი რწმენისთვის... სხვა ბავშვებმაც უნდა იცოდნენ: თქვენს ხმას აქვს მნიშვნელობა! თუ ხედავთ, რომ რაღაც შესაცვლელია, ნუ შეგეშინდებათ ამის ხმამაღლა თქმის. ვიღაც აუცილებლად მოგისმენთ!“

მერმა მამდანიმ კი ამ მიდგომას „ორმოების პოლიტიკა“ უწოდა - ქალაქის მთავრობამ მოსახლეობის ნდობა ჯერ პატარა, ყოველდღიური პრობლემების სწრაფი მოგვარებით უნდა დაიმსახუროს.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

შეზღუდვა მასწავლებლებისთვის - მხოლოდ 1 საგნის გამოცდაზე დარეგისტრირებას ეს პედაგოგები შეძლებენ

„რეალურად უამრავი სერიოზული პრობლემაა სკოლებში“...

მასწავლებლებისთვის - საგნის გამოცდაზე რეგისტრაცია 20 ოქტომბრიდან იწყება

პიროვნება

„მოსწავლის ინდივიდუალობა თუ აკადემიური სტანდარტი -  მაყვალა გელაშვილის ხედვა სასკოლო ჩაცმულობაზე“

 

„მნიშვნელოვანია, სკოლებში კვალიფიციური მასწავლებლები იყვნენ“ - ფერმის საჯარო სკოლის დირექტორი თამარ ალიევი

„კომპეტენტური მასწავლებელი ძლიერი სკოლის საფუძველია“, - თბილისის N39 საჯარო სკოლის დირექტორი ბესარიონ სიხარულიძე

სკოლები

„მოსწავლის ინდივიდუალობა თუ აკადემიური სტანდარტი -  მაყვალა გელაშვილის ხედვა სასკოლო ჩაცმულობაზე“

 

„ჩემთვის, როგორც სკოლის დირექტორისთვის, მნიშვნელოვანია, თითოეულ მასწავლებელს ჰქონდეს განვითარების სურვილი“ - ჯუმბერ ხოზრევანიძე

„მნიშვნელოვანია, სკოლებში კვალიფიციური მასწავლებლები იყვნენ“ - ფერმის საჯარო სკოლის დირექტორი თამარ ალიევი

„ძვირფასო სტუდენტებო, გისურვებთ, რომ თქვენი არჩეული გზები ნათელი, სტაბილური და დანაკარგის გარეშე ყოფილიყოს

„კომპეტენტური მასწავლებელი ძლიერი სკოლის საფუძველია“, - თბილისის N39 საჯარო სკოლის დირექტორი ბესარიონ სიხარულიძე

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება