სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

გაიცანით განძის N1 საჯარო სკოლის კურსდამთავრებულები, რომელთა მიღწევებითაც ყველა ამაყობს
27-08-2026
-
+


ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის განძის ვაჰან ტერიანის სახელობის N1 საჯარო სკოლის კურსდამთავრებულებმა სასწავლო წლის განმავლობაში არაერთ მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწიეს და პედაგოგებსა სიამაყის მიზეზიც ბევრჯერ მისცეს.

სკოლის მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, ასია ნალბანდიანმა სკოლა ოქროს მედლით დაამთავრა. მან მონაწილეობა მიიღო თხზულებათა ორ კონკურსში, რომელთაგან ერთ-ერთში მომდევნო ეტაპზე გადავიდა. ასევე წარმატებით იასპარეზა ქიმიის ოლიმპიადაზე და მეორე ტურში მონაწილეობის უფლება მოიპოვა. ერთიანი ეროვნული გამოცდების ზოგადი უნარების გამოცდაში ასიამ 67 ქულა დააგროვა.

ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა ჰეღინე სირაკანიანი. მან მონაწილეობა მიიღო თხზულებათა ორ კონკურსში და ორივე შემთხვევაში წარმატებით გადავიდა მეორე ეტაპზე. ეროვნულ გამოცდებზე ზოგადი უნარების გამოცდაში ჰეღინემ 45 ქულა მოაგროვა.

წარმატებით ჩააბარა ერთიანი ეროვნული გამოცდები ჰასმიკ ნალბანდიანმა, მან ზოგადი უნარების გამოცდაში 57 ქულა დააგროვა.

სკოლა ამაყობს კურსდამთავრებულთა მიღწევებით და მათ მომავალში კიდევ უფრო დიდ წარმატებებს უსურვებს.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

მასწავლებლებს შეუძლიათ უარი თქვან გამოცდაში მონაწილეობაზე

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება