სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

საჯარო სკოლის მასწავლებლები „ტიკტოკის“ ვიდეოების გამო ჩივიან - ბოლო ვიდეოში ისინი ანტიკური ხანის მათემატიკოსებს შეადარეს
25-08-2026
-
+


გორის ერთ-ერთი სკოლის პედაგოგებმა პოლიციას მიმართეს. მიზეზი სოციალურ ქსელ TikTok-ზე სკოლის სახელით გამოქვეყნებული, ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით შექმნილი ვიდეოებია.
 
როგორც „ქართლის ამბებს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს, პედაგოგების საჩივარი პოლიციაში ნამდვილად არის შესული და ფაქტზე მოკვლევა მიმდინარეობს.
 
მოკვლევას ერთ-ერთი სოფლის პოლიციის განყოფილება აწარმოებს.
 
TikTok-ზე გავრცელებულ ვიდეოებში სკოლის სხვადასხვა პედაგოგის შესახებ არის საუბარი. ვიდეოების მიხედვით, ყურადღება გამახვილებულია მათ მიერ სასწავლო პროცესში დაწესებულ წესებსა და მოთხოვნებზე, კერძოდ ტელეფონის ჩამორთმევაზე..
 
ერთ-ერთი ბოლო ვიდეო კი მათემატიკის მასწავლებლებს ეძღვნება. ვიდეოში ისინი ანტიკური ხანის ცნობილ მათემატიკოსებს შეადარეს.
 
ვიდეოები ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიების გამოყენებით არის დამზადებული და სკოლის სახელით ქვეყნდება. ამ ეტაპზე უცნობია, კონკრეტულად ვინ ქმნის და ავრცელებს აღნიშნულ მასალებს.
შსს-ში აცხადებენ, რომ ფაქტზე მოკვლევა მიმდინარეობს. გამოძიების ფარგლებში უნდა დადგინდეს, ვინ ამზადებს ვიდეოებს, რა მიზნით ხდება მათი გავრცელება და იკვეთება თუ არა სამართალდარღვევის ნიშნები.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

შეზღუდვა მასწავლებლებისთვის - მხოლოდ 1 საგნის გამოცდაზე დარეგისტრირებას ეს პედაგოგები შეძლებენ

„რეალურად უამრავი სერიოზული პრობლემაა სკოლებში“...

მასწავლებლებისთვის - საგნის გამოცდაზე რეგისტრაცია 20 ოქტომბრიდან იწყება

პიროვნება

„მოსწავლის ინდივიდუალობა თუ აკადემიური სტანდარტი -  მაყვალა გელაშვილის ხედვა სასკოლო ჩაცმულობაზე“

 

„მნიშვნელოვანია, სკოლებში კვალიფიციური მასწავლებლები იყვნენ“ - ფერმის საჯარო სკოლის დირექტორი თამარ ალიევი

„კომპეტენტური მასწავლებელი ძლიერი სკოლის საფუძველია“, - თბილისის N39 საჯარო სკოლის დირექტორი ბესარიონ სიხარულიძე

სკოლები

„მოსწავლის ინდივიდუალობა თუ აკადემიური სტანდარტი -  მაყვალა გელაშვილის ხედვა სასკოლო ჩაცმულობაზე“

 

„ჩემთვის, როგორც სკოლის დირექტორისთვის, მნიშვნელოვანია, თითოეულ მასწავლებელს ჰქონდეს განვითარების სურვილი“ - ჯუმბერ ხოზრევანიძე

„მნიშვნელოვანია, სკოლებში კვალიფიციური მასწავლებლები იყვნენ“ - ფერმის საჯარო სკოლის დირექტორი თამარ ალიევი

„ძვირფასო სტუდენტებო, გისურვებთ, რომ თქვენი არჩეული გზები ნათელი, სტაბილური და დანაკარგის გარეშე ყოფილიყოს

„კომპეტენტური მასწავლებელი ძლიერი სკოლის საფუძველია“, - თბილისის N39 საჯარო სკოლის დირექტორი ბესარიონ სიხარულიძე

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება