სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

 მასწავლებლის სახლმა ახლი სასწავლო რესურსი გამოაქვეყნა
22-08-2026
-
+


მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის პროგრამის „არაქართულენოვანი სკოლების მხარდაჭერა“ ფარგლებში ახალი ელექტრონული სასწავლო რესურსი – „ვკითხულობთ ერთად“ მომზადდა.
 
რესურსი განკუთვნილია არაქართულენოვანი სკოლების მოსწავლეებისთვის, ასევე ქართული ენის შესწავლით დაინტერესებული პირებისთვის, არაფორმალური განათლების მიმართულებით.
 
კრებული მოიცავს სპეციალურად შერჩეულ და დამუშავებულ ტექსტებსა და შესაბამის სავარჯიშოებს, რომლებიც ქართული ენის ფლობის A2, A2+ და B1 დონეების მიხედვით არის დაჯგუფებული.
 
სასწავლო რესურსში გაერთიანებულია სხვადასხვა თემატიკის ტექსტები, რომლებიც უზრუნველყოფს მკითხველის თვალსაწიერის გაფართოებას, ტექსტის გააზრებისა და ანალიზის, ასევე შემოქმედებითი აზროვნების უნარების განვითარებას.
 
მასალა ხელს უწყობს კითხვის, გაგება-გააზრების, ლექსიკური მარაგისა და გრამატიკული სტრუქტურების დაუფლებას, აგრეთვე მსჯელობისა და წერითი კომუნიკაციის უნარების გაუმჯობესებას.
 
თანდართული სავარჯიშოები და პასუხები რესურსს პრაქტიკულ დამხმარე საშუალებად აქცევს როგორც სასწავლო პროცესში, ისე დამოუკიდებელი სწავლისთვის.
 
ახალი ელექტრონული სასწავლო რესურსი ხელმისაწვდომია მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ელექტრონული სერვისების და რესურსების პორტალზე ,,განათლების E სახლი’’
 

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ახალი წესები და 4 მთავარი მიმართულება სკოლებში - დირექტორებთან რერსურსცენტრები შეხვედრებს ატარებენ

 მასწავლებლის სახლმა ახლი სასწავლო რესურსი გამოაქვეყნა

ინფორმაცია მასწავლებლებისთვის - გამოცდის შედეგის შესახებ ცნობის ასაღებად

ეხება თუ არა მასწავლებელთა საპენსიო შენატანსა და ხელფასებს ცვლილებები სკოლების ვაუჩერული დაფინანსების წესში

სად გაიყიდება სასკოლო ფორმები - საჯარო სკოლებისა და რესურსცენტრების ჩამონათვალი ცნობილია

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

სკოლა „ანაბასისის“ VII ბ კლასმა ფიზიკის გაკვეთილი კვლევით გამოცდილებად აქცია

„ანაბასისის“ მოსწავლეებმა ძამას ხეობაში საგანმანათლებლო ექსკურსია მოაწყვეს

წმინდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიის მოსწავლეების დაუვიწყარო საზაფხულო დღეები თრუსოს ხეობის ბანაკში 

ქობულეთის წმინდა კირიონ II-ის სახელობის სკოლა-გიმნაზიაში საზაფხულო ბანაკი ღონისძიებით გაიხსნა, რომელიც პატრიარქ ილია II-ის ხსოვნას მიეძღვნა

სსიპ აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ ტყვირის საჯარო სკოლა
ტყვირის საჯარო სკოლის მოსწავლე „გაეროს მოდელირების“ საუკეთესო დელეგატებს შორის დასახელდა.
საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება