| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

აზერბაიჯანული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელთა გადამზადების პროგრამაზე განაცხადების მიღება დაიწყო და 24 აგვისტოს ჩათვლით გაგრძელდება.
ცნობილია, რომ დარეგისტრირებულ პირებს შორის, პროგრამის პირველ ეტაპზე, ტრენინგებს გაივლის პირველი 75 მონაწილე, რომლებიც დასაქმებული არიან მარნეულის მუნიციპალიტეტსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე საჯარო სკოლებში და აკმაყოფილებენ რეგისტრაციის პირობებს. პროგრამაში რეგისტრირებული სხვა მუნიციპალიტეტების სკოლების მასწავლებელთა ტრენინგების ჩატარების შესახებ დეტალური ინფორმაცია დამატებით გამოქვეყნდება.
სასწავლო პროცესს გაუძღვებიან აზერბაიჯანის განათლების ინსტიტუტის კვალიფიციური ტრენერები. ტრენინგები დაეთმობა მოსმენის, მეტყველების, კითხვის, წაკითხულის გააზრების, წერისა და ენობრივი წესების (გრამატიკის) სწავლების თანამედროვე მეთოდების გაცნობას. პრიორიტეტი მიენიჭება პრაქტიკულ აქტივობებს.
პროგრამა მოიცავს სამ მოდულს (დამწყები, საშუალო და მაღალი) და შერეულ ფორმატში (პირისპირ და ონლაინ) 12 დღის განმავლობაში მიმდინარეობს - 4 დღე თითოეული მოდულისთვის, დღეში 6 აკადემიური საათი.
პირისპირ ტრენინგი ჩატარდება 2026 წლის 5 სექტემბრიდან 13 სექტემბრის ჩათვლით, ქალაქ მარნეულის №1 საჯარო სკოლაში (მისამართი: მარნეული, აზიზ ასლანოვის ქ. №2). 9 სექტემბერი უქმე დღეა.
პროგრამის წარმატებით დასრულების შემდეგ მონაწილეებს გადაეცემათ შესაბამისი სერტიფიკატები.
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
პედაგოგებისთვის ფუნქციების გადანაწილების ბოლო დღე 14 სექტემბერია, კიდევ რა უნდა მოასწრონ სკოლებმა სასწავლო წლის დაწყებამდე
შვილებს უნდა ავუხსნათ, რომ თავისუფლება არ ნიშნავს სხვისი უფლების დარღვევას...
„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...
სკოლის დირექცია და პედაგოგები კურსდამთავრებულებს სტუდენტობას ულოცავენ