| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

საქართველოში ოფიციალურად ამოქმედდა სპეციალური ონლაინ პლატფორმა formebi.emis.ge, სადაც მშობლები სასკოლო ფორმების გამოწერას შეძლებენ. ახალი 2026-2027 სასწავლო წლიდან საჯარო სკოლებში ფორმების ტარება სავალდებულო ხდება 1-6 კლასების მოსწავლეებისთვის.
საიტზე განთავსებულია ფორმების მოდელები, ზომები და ზუსტი ფასები, ონლაინ შეძენილ ფორმებს რეგიონებში 4-5 დღეში, ხოლო თბილისში უფრო სწრაფად მიიტანენ.
ასევე ცნობილია, რომ თუ ბავშვს ზომა არ მოერგო, ფორმის დაბრუნება ან გამოცვლა შესაძლებელია, გაყიდვა კი 1-ელი სექტემბრიდან დაიწყება.
გარკვეული სოციალური კატეგორიის ბავშვებისთვის ფორმები უფასო იქნება.
კომპლექტის შეძენა სავალდებულო არ არის და არც ისაა აუცილებელი, მშობელმა მაინცდამაინც სამინისტროსგან იყიდოს უნიფორმა.
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
შვილებს უნდა ავუხსნათ, რომ თავისუფლება არ ნიშნავს სხვისი უფლების დარღვევას...
„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...
წმინდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიის მოსწავლეების დაუვიწყარო საზაფხულო დღეები თრუსოს ხეობის ბანაკში