სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

უმაღლესის მიღმა დარჩენილი აბიტურიენტების საყურადღებოდ - განათლების ხარისხის განვითარების ცენტრი ინფორმაციას ავრცელებს
27-08-2026
-
+


განათლების ხარისხის განვითარების ცენტრი აბიტურიენტებისთვის ინფორმაციას ავრცელებს. სოციალურ ქსელებში და სხვადასხვა ელექტრონულ პლატფორმებზე აქტიურად ვრცელდება შეთავაზებები „ევროპის საერთაშორისო უნივერსიტეტში“ და საქართველოში სხვა არაავტორიზებულ დაწესებულებებში ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე ჩარიცხვასთან დაკავშირებით.
 
გაცნობებთ, რომ „ევროპის საერთაშორისო უნივერსიტეტს“ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად არ აქვს გავლილი ავტორიზაციისა და აკრედიტაციის პროცესები. შესაბამისად „ევროპის საერთაშორისო უნივერსიტეტს“ არა აქვს უფლება, რომ საქართველოს ტერიტორიაზე განახორციელოს რაიმე სახის საგანმანათლებლო საქმიანობა.
 
რაც შეეხება საქართველოს ტერიტორიიდან, უკრაინაში ან სომხეთში მდებარე უნივერსიტეტებში სრულად დისტანციური ფორმით უმაღლესი განათლების მიღების შესაძლებლობას, მოგახსენებთ, რომ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობა არ აღიარებს სრულად დისტანციური ფორმით მიღებულ განათლებას. შესაბამისად, მსგავს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სრულად დისტანციური ფორმით მიღებული განათლება და დიპლომები ცენტრის მიერ არ იქნება აღიარებული.
 
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ საქართველოში ავტორიზებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში აბიტურიენტების ჩარიცხვა ხდება ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე. საქართველოში ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ჩამონათვალი შეგიძლიათ იხილოთ ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზე: https://reestri.eqe.ge/ka/search 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

შეზღუდვა მასწავლებლებისთვის - მხოლოდ 1 საგნის გამოცდაზე დარეგისტრირებას ეს პედაგოგები შეძლებენ

„რეალურად უამრავი სერიოზული პრობლემაა სკოლებში“...

მასწავლებლებისთვის - საგნის გამოცდაზე რეგისტრაცია 20 ოქტომბრიდან იწყება

პიროვნება

„მოსწავლის ინდივიდუალობა თუ აკადემიური სტანდარტი -  მაყვალა გელაშვილის ხედვა სასკოლო ჩაცმულობაზე“

 

„მნიშვნელოვანია, სკოლებში კვალიფიციური მასწავლებლები იყვნენ“ - ფერმის საჯარო სკოლის დირექტორი თამარ ალიევი

„კომპეტენტური მასწავლებელი ძლიერი სკოლის საფუძველია“, - თბილისის N39 საჯარო სკოლის დირექტორი ბესარიონ სიხარულიძე

სკოლები

„მოსწავლის ინდივიდუალობა თუ აკადემიური სტანდარტი -  მაყვალა გელაშვილის ხედვა სასკოლო ჩაცმულობაზე“

 

„ჩემთვის, როგორც სკოლის დირექტორისთვის, მნიშვნელოვანია, თითოეულ მასწავლებელს ჰქონდეს განვითარების სურვილი“ - ჯუმბერ ხოზრევანიძე

„მნიშვნელოვანია, სკოლებში კვალიფიციური მასწავლებლები იყვნენ“ - ფერმის საჯარო სკოლის დირექტორი თამარ ალიევი

„ძვირფასო სტუდენტებო, გისურვებთ, რომ თქვენი არჩეული გზები ნათელი, სტაბილური და დანაკარგის გარეშე ყოფილიყოს

„კომპეტენტური მასწავლებელი ძლიერი სკოლის საფუძველია“, - თბილისის N39 საჯარო სკოლის დირექტორი ბესარიონ სიხარულიძე

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება