| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

რეგიონებში მოდულური სკოლების დამონტაჟება იგეგმება, რისთვისაც ბიუჯეტიდან 22.5 მილიონი ლარი დაიხარჯება - ტრანსპორტირებადი სკოლების შეძენაზე მუნიციპალური განვითარების ფონდმა ტენდერი უკვე გამოაცხადა და პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია რამდენიმე ტიპის, ჯამში 750-მდე მოდულის შესყიდვა - 600 საკლასო ოთახი, 100 ადმინისტრაციული და 50 სანიტარული კვანძი.
სატენდერო მონაცემებით, მოდულები უნდა იყოს მრავალჯერადი ტრანსპორტირებისთვის განკუთვნილი, ქარხნული წარმოების/საამქროში დამზადებული, სრულად დასრულებული და მზად ექსპლუატაციისათვის.
„მოდულური სასკოლო ინფრასტრუქტურა უნდა ქმნიდეს ერთიან, თანამედროვე, ფუნქციურ და ენერგოეფექტურ არქიტექტურულ კომპლექსს. საჭიროების შემთხვევაში მოდულებს (გარდა ტიპი D – სანიტარული კვანძის მოდული) უნდა გააჩნდეს ორ სართულად განთავსების ტექნიკური შესაძლებლობა.
ორ სართულად განთავსების შემთხვევაში, შეთავაზებაში შემსყიდველი არ იღებს ვალდებულებას, შეისყიდოს ტექნიკური დავალებით მითითებული სრული რაოდენობა.
გამოყენებული ყველა მასალა უნდა აკმაყოფილებდეს მოქმედ სამშენებლო, სანიტარიულ, სახანძრო, შრომის უსაფრთხოებისა და გარემოსდაცვით მოთხოვნებს, არ უნდა შეიცავდეს ჯანმრთელობისათვის მავნე ნივთიერებებს და უნდა გააჩნდეს შესაბამისი ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტაცია“, - წერია სატენდერო პირობებში, სადაც ასევე ვკითხულობთ, რომ საკლასო ოთახის მოდული განკუთვნილი უნდა იყოს 10-12 მოსწავლისა და ერთი მასწავლებლისთვის
სანიტარული კვანძის მოდული 100-120 მოსწავლეზე გათვლილი სასკოლო კომპლექსის საჭიროებებისთვის უნდა იყოს განკუთვნილი.
მასში უნდა მოეწყოს ბიჭებისა და გოგოებისთვის დამოუკიდებელი ბლოკები, ასევე უნდა იყოს შშმ პირებისთვის ადაპტირებული.
ტენდერში წინადადებების მიღება 2026 წლის 28 სექტემბერს დასრულდება.
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით
შეზღუდვა მასწავლებლებისთვის - მხოლოდ 1 საგნის გამოცდაზე დარეგისტრირებას ეს პედაგოგები შეძლებენ
„მოსწავლის ინდივიდუალობა თუ აკადემიური სტანდარტი - მაყვალა გელაშვილის ხედვა სასკოლო ჩაცმულობაზე“
„მნიშვნელოვანია, სკოლებში კვალიფიციური მასწავლებლები იყვნენ“ - ფერმის საჯარო სკოლის დირექტორი თამარ ალიევი
„მოსწავლის ინდივიდუალობა თუ აკადემიური სტანდარტი - მაყვალა გელაშვილის ხედვა სასკოლო ჩაცმულობაზე“
„ჩემთვის, როგორც სკოლის დირექტორისთვის, მნიშვნელოვანია, თითოეულ მასწავლებელს ჰქონდეს განვითარების სურვილი“ - ჯუმბერ ხოზრევანიძე
„ძვირფასო სტუდენტებო, გისურვებთ, რომ თქვენი არჩეული გზები ნათელი, სტაბილური და დანაკარგის გარეშე ყოფილიყოს