სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

სასწავლო წლის აკადემიური კალენდარი ცნობილია - როდის დაიწყება სწავლა უნივერსიტეტებში
25-08-2026
-
+


2026-2027 სასწავლო წლის დაწყებამდე უმაღლესი სასწავლებლები ეტაპობრივად აქვეყნებენ ახალ აკადემიურ კალენდრებს, სადაც მითითებულია რეგისტრაციის, სასწავლო პროცესისა და გამოცდების ზუსტი თარიღები.

ოფიციალური დოკუმენტების მიხედვით, ბაკალავრიატის სტუდენტებისთვის სასწავლო პროცესი ყველა უნივერსიტეტში ერთსა და იმავე დღეს არ იწყება. სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში ლექციების დაწყების თარიღები სექტემბრის პირველიდან ბოლო კვირამდე მერყეობს.

2026 წელს სტუდენტი 29481 აბიტურიენტი გახდა

ამ ეტაპზე გამოქვეყნებული 2026-2027 სასწავლო წლის აკადემიური კალენდრებისა და უნივერსიტეტებთან ინდივიდუალურად გადამოწმებული ინფორმაციის მიხედვით, სურათი ასეთია:

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი პირველსემესტრელთა რეგისტრაცია: ხელშეკრულების გაფორმება - 7-14 სექტემბერი; აკადემიური რეგისტრაცია - 16-21 სექტემბერი;

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი - რეგისტრაცია 2026  სექტემბრიდან 10 სექტემბრის ჩათვლით, 10:00-დან 18:00 საათამდე (შაბათ-კვირის გარდა); სწავლა 21 სექტემბერს დაიწყება;

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი - აკადემიური რეგისტრაცია - 2026 წლის 7 სექტემბერი - 28 სექტემბერი; სააუდიტორიო მეცადინეობები - 21 სექტემბერი;

საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი -  ადმინისტრაციული და აკადემიური რეგისტრაცია1 -9 სექტემბერი; სალექციო პერიოდი- 14 სექტემბერი – 26 დეკემბერი 

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი - სტუდენტთა რეგისტრაცია - 31აგვისტოდან - 27სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება, სალექციო პერიოდი კი 28 სექტემბერიდან დაიწყება.

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი -  ადმინისტრაციული რეგისტრაცია 7-17 სექტემბერი. სწავლის დაწყება: ბაკალავრიატი (ქართულენოვანი) – 21 სექტემბერი

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი - სწავლა 21 სექტემბერს იწყება ადმინისტრაციული რეგისტრაციის ვადები ჯერ არ დაზუსტებულა

კავკასიის უნივერსიტეტი - რეგისტრაცია 6 სექტემბრის ჩათვლითა შესაძლებელი,  სწავლის დაწყება ბაკალავრიატისთვის 7 სექტემბერს.

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი -  ელექტრონული რეგისტრაცია: 1-10 სექტემბერი.
სწავლის დაწყება: 21 სექტემბერი.

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი - ადმინისტრაციული რეგისტრაცია 31 აგვისტო-19 სექტემბერი, აკადემიური რეგისტრაცია: 7-26 სექტემბერი. სწავლის დაწყება: 14 სექტემბერი.

ალტე უნივერსიტეტი - რეგისტრაცია ორ ეტაპად იქნება, ადმინისტრაციული რეგისტრაცია: 31 აგვისტო-5 სექტემბერი, აკადემიური რეგისტრაცია: 7–12 სექტემბერი. სწავლა 14 სექტემბერს დაიწყება.

თავისუფალი უნივერსიტეტი - რეგისტრაციის ვადები ჯერ არ დაზუსტებულა.

აგრარული უნივერსიტეტი - რეგისტრაციის ვადები ჯერ არ დაზუსტებულა.

საქართველოს უნივერსიტეტი - რეგისტრაციის ვადები ჯერ არ დაზუსტებულა.

აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი - ადმინისტრაციული რეგისტრაცია – 27 ივლისი – 27 აგვისტო; აკადემიური რეგისტრაცია 9 –17 სექტემბერი; სააუდიტორიო მეცადინეობები – 21 სექტემბერი – 30 დეკემბერი;

სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი - აკადემიური რეგისტრაცია - 25 აგვისტო - 10 სექტემბერი; სააუდიტორო მეცადინეობები - 14 სექტემბერი - 12 დეკემბერი.

საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტი - რეგისტრაციის თარიღებს: 1 სექტემბერი – 11 სექტემბერი, სწავლის დაწყების თარიღი 28 სექტემბერია

საქართველოს საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახ. ქართული უნივერსიტეტი - წინასწარი რეგისტრაცია წარმოებს 2026 წლის 8-14 სექტემბრის ჩათვლით ყოველდღე (შაბათ-კვირის გარდა), 11:00-დან 18:00 საათამდე. სასწავლო პროცესი დაიწყება 2026 წლის 21 სექტემბერს.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

მოვალეობის შემსრულებელი დირექტორად დაინიშნა - საკადრო ცვლილება სამინისტროს სსიპ-ში

გილოცავთ ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარებას

ჩარიცხვები გამოქვეყნდა - 2026 წელს სტუდენტი 34150 აბიტურიენტი გახდა 

10-საათიანი ზღვარი და ვაკანტური საათების გადანაწილება - რა მითითებებს აძლევენ სკოლებს

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

გილოცავთ, გისურვებთ წარმატებულ სტუდენტურ ცხოვრებას და ახალი მწვერვალების დაპყრობას

სსიპ ქალაქ თბილისის N142 საჯარო სკოლა

142-ე საჯარო სკოლის დირექტორი კურსდამთავრებულებულებს სასურველ უნივერსიტეტებში ჩარიცხვას ულოცავს

„თუ გაქვს მიზანი, გყავს გვერდით ისეთი გულშემატკივრები, როგორებიც რეხის სკოლის მასწავლებლები და დირექტორი არიან, წარმატება გარდაუვალია!“
 
ლესიჭინეს თემის N2 საჯარო სკოლა დირექტორს, რუსუდან ლაშხიას დაბადების დღეს ულოცავს 
 

სკოლა „ანაბასისის“ VII ბ კლასმა ფიზიკის გაკვეთილი კვლევით გამოცდილებად აქცია

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება