სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

სკოლები, რომლებშიც სწავლა ჰიბრიდულ რეჟიმში დაიწყება - მიზეზი რუსთაველის გამზირზის რეაბილიტაციაა
26-08-2026
-
+


თბილისის N47 საჯარო სკოლა და თბილისის კლასიკური გიმნაზია ახალ სასწავლო წელს სწავლას ჰიბრიდულ ფორმატში იწყებს. განათლების სამინისტროს განმარტებით, მიზეზი რუსთაველის გამზირზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებია.

უწყების ცნობით, სწავლა სხვადსხვა დროს დაიწყება სხვადსხვა საფეხურის მოსწავლეებისთვის ხოლო XI-XII კლასის მოსწავლეები დისტანციურად ისწვლიან. ამასთან, როდემდე გაგრძელდება ჰიბრიდულ ფორმატში სწავლა და როდის დაუბრუნდებიან დასწრებით ფორმატში სწავლას მაღალკლასელები უცნობია.

თბილისის N47 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი:

09:00 საათზე დაიწყება I-VI კლასების მოსწავლეებისთვის;

12:00 საათზე დაიწყება VII-X კლასების მოსწავლეებისთვის;

დისტანციურად დაიწყება XI-XII კლასების მოსწავლეებისთვის.

თბილისის კლასიკურ გიმნაზიაში სასწავლო პროცესი:

10:00 საათზე დაიწყება V-IX კლასების მოსწავლეებისთვის;

14:00 საათზე დაიწყება I-IV კლასების მოსწავლეებისთვის;

დისტანციურად დაიწყება X-XII კლასების მოსწავლეებისთვის.

„ორივე სკოლაში სასწავლო პროცესის დაწყების დროები ისეა გადანაწილებული, რომ სკოლაში მოსწავლეთა ნაკადები ერთმანეთს არ დაემთხვეს და სასწავლო პროცესი ორგანიზებულად წარიმართოს.

რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის დასრულებისთანავე ორივე სკოლაში სასწავლო პროცესი ჩვეულ რეჟიმს დაუბრუნდება.

ბოდიშს ვუხდით სასკოლო საზოგადოებას ამ დროებითი დისკომფორტის გამო და მადლობას ვუხდით მოთმინებისთვის", - აცხადებენ განათლების სამინისტროში.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

შეზღუდვა მასწავლებლებისთვის - მხოლოდ 1 საგნის გამოცდაზე დარეგისტრირებას ეს პედაგოგები შეძლებენ

„რეალურად უამრავი სერიოზული პრობლემაა სკოლებში“...

მასწავლებლებისთვის - საგნის გამოცდაზე რეგისტრაცია 20 ოქტომბრიდან იწყება

პიროვნება

„მოსწავლის ინდივიდუალობა თუ აკადემიური სტანდარტი -  მაყვალა გელაშვილის ხედვა სასკოლო ჩაცმულობაზე“

 

„მნიშვნელოვანია, სკოლებში კვალიფიციური მასწავლებლები იყვნენ“ - ფერმის საჯარო სკოლის დირექტორი თამარ ალიევი

„კომპეტენტური მასწავლებელი ძლიერი სკოლის საფუძველია“, - თბილისის N39 საჯარო სკოლის დირექტორი ბესარიონ სიხარულიძე

სკოლები

„მოსწავლის ინდივიდუალობა თუ აკადემიური სტანდარტი -  მაყვალა გელაშვილის ხედვა სასკოლო ჩაცმულობაზე“

 

„ჩემთვის, როგორც სკოლის დირექტორისთვის, მნიშვნელოვანია, თითოეულ მასწავლებელს ჰქონდეს განვითარების სურვილი“ - ჯუმბერ ხოზრევანიძე

„მნიშვნელოვანია, სკოლებში კვალიფიციური მასწავლებლები იყვნენ“ - ფერმის საჯარო სკოლის დირექტორი თამარ ალიევი

„ძვირფასო სტუდენტებო, გისურვებთ, რომ თქვენი არჩეული გზები ნათელი, სტაბილური და დანაკარგის გარეშე ყოფილიყოს

„კომპეტენტური მასწავლებელი ძლიერი სკოლის საფუძველია“, - თბილისის N39 საჯარო სკოლის დირექტორი ბესარიონ სიხარულიძე

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება