სიახლეები
ყველაზე პოპულარული
ეტალონი

ფშაველის სკოლაში ''ეტალონის'' ოქროს ფონდში შესვლას აღნიშნავენ
23-10-2017
-
+


''ეტალონის'' ავტორი და წამყვანი გოჩა ტყეშელაშვილი შემოქმედებით ჯგუფთან ერთად ფშაველის სკოლას ესტუმრა. 

გოჩა ტყეშელაშვილმა 2016-2017 სასწავლო წლის ''თელავის მუნიციპალიტეტის ეტალონ მოსწავლეს'' ნათია ზათიაშვილის გამარჯვება კიდევ ერთხელ მიულოცა. სკოლის ღირსეული წარმოჩენისთვის ოქროს ფონდის წევრობის დამადასტურებელი სიმბოლური საჩუქარი ნათია ზათიაშვილს ქალაქ თელავის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა ლევან მრელაშვილმა პირადად გადასცა. 

ამასთან, ფშაველის სკოლას ''ეტალონის'' ეგიდით, ლიტვის საელჩოსგან სპეციალური ალმანახი გადაეცა, პირადად ლიტვის ელჩის, გიედრიუს პუოჯუნასის ხელმოწერით.

სპეციალურ საზეიმო ღონისძიებაზე, რომელსაც ქალაქ თელავის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი ლევან მრელაშვილი, გამგეობის კულტურის და განათლების სამსახურის უფროსი სოფო ახმეტელი, სკოლის დირექტორი, მასწავლებლები, მოსწავლეები და მათი მშობლები ესწრებოდნენ, მოსწავლეებმა წაიკითხეს ლექსები. გოჩა ტყეშელაშვილს კი სკოლის წარმომადგელებმა სიმბოლური საჩუქარი - შემოდგომის ნობათი გადასცეს.  
        
შეხვედრის ბოლოს, ინტელექტ-შეჯიბრის ავტორმა და წამყვანმა მოსწავლეებს წარმატებები უსურვა.   


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

მასწავლებლებს შეუძლიათ უარი თქვან გამოცდაში მონაწილეობაზე

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება