სიახლეები
ეტალონი

„არასდროს ვნებდებოდი და წელს პირველი ადგილიც ავიღე“ - საგარეჯოს „ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა
26-10-2020
-
+


საგარეჯოში საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ ღონისძიება გაიმართა, რომელიც ემოციური და მონაწილეებისთვის ძალიან შთამბეჭდავი იყო. შეგახსენებთ, რომ საგარეჯოს „ეტალონის“ ღონისძიების მონაწილეები მუნიციპალიტეტის სკოლებში ჩატარებული I ეტაპის სპეციალური ტესტირების შედეგად შეირჩნენ.

ღონისძიებას „ეტალონის“ ავტორი და წამყვანი გოჩა ტყეშელაშვილი უძღვებოდა.

ღონისძიების შეფასება და ემოციების გაზიარება ჩვენ საფინალო ადგილზე გასულ მოსწავლეებს, მათ დირექტორებს, ასევე მერიისა და რესურსცენტრის წარმომადგენლებს ვთხოვეთ:

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენელი არჩილ ჯაბადარი:

„ყოველთვის ვიყავი „ეტალონის“ მხარდამჭერი და ახლაც გახლავართ. მიმაჩნია, რომ ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პროექტია საგანმანათლებლო სივრცეში. რეალურად, განვითარებას უწყობს ხელს. ღონისძიება ჩატარდა ძალიან ორგანიზებულად, ჯანდაცვის სამინისტროსა და მთავრობის რეგულაციების სრული დაცვით. ბავშვებმა ძალიან იაქტიურეს, ღირსეული შედეგები დადეს და გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ. მინდა მადლობა გადავუხადო „ეტალონის“ მთელ გუნდს კარგი მუშაობისთვის და წარმატებები ვუსურვო მათ მომავალ საქმიანობაშიც, რადგან „ეტალონი“ არ ისვენებს და გვთავაზობს ძალიან საინტერესო სიახლეებს, როგორიცაა izrune.ge და მისი სხვადასხვა მიმართულება. პროექტი ვითარდება და ეს არის ძალიან საინტერესო, რომ ვფიქრობთ ახალგაზრდობაზე“.

საგარეჯოს რესურსცენტრის უფროსი მანანა ცუცქირიძე:

„ძალიან მოწესრიგებული გარემო იყო. კოვიდვითარების სიტუაციაში ყველანაირად დაცული იყო ყველა პროცედურა, რომ ეპიდემიის გავრცელების ნაკლები რისკი ყოფილიყო. ეს იყო ძალიან კარგი. ჩვენი მოსწავლეები აქტიურად იყვნენ ჩართული ამ პროცესში, წარმატებულად გადალახეს სასკოლო ტური, ჭკვიანი და ნიჭიერი მოსწავლეები გვყავს და დიდი გულისყურით ელოდებიან ხოლმე ისეთ პროექტებს, რომელიც ინტელექტუალურ განვითარებაზე ემსახურება და „ეტალონიც“ სწორედ ასეთი პროექტია. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ბატონ გოჩას ასეთი კარგი ორგანიზებულობისთვის, საოცარი შეკითხვებისთვის, რომელიც იყო ასაკობრივიც და სააზროვნოდაც მნიშვნელოვანი.

კარგია, რომ ვთანამშრომლობთ, ვართ მეგობრები და ერთად ვზრუნავთ ბავშვების ინტელექტუალური შესაძლებლობების გაძლიერებისთვის.

მადლობა მასწავლებლებს, რომლებიც აქტიურად იყვნენ ჩართულები ამ პროექტში და კარგად გადაამზადეს ბავშვები, მეცადინეობდნენ. პირველი ტურიც ძალიან ეფექტურად ჩაატარეს სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა. მადლობა მათ, ყველას“.

ღონისძიება საგარეჯოს N3 საჯარო სკოლაში ჩატარდა, რომლის დირექტორი ნატალია კურდღელაშვილი აღნიშნავს, რომ ინტელექტ-ჩემპიონტი, ეპიდვითარებიდან გამომდინარე, წესების დაცვით ჩატარდა:

„ეტალონი“ აქტუალური და ძალიან საინტერესო რომ არის, ეს ახალი არ არის. ჩვენი მუნიციპალიტეტისთვის და სკოლებისთვის ფავორიტია „ეტალონი“. მოხარული მასპინძლები ვიყავით წარმატებით ჩავატარეთ მეორე ტური მიუხედავად შექმნილი სიტუაციისა, არაფერს შეუშლია ხელი, ყველა წესისა და რეგულაციის დაცვით ჩატარდა. გამარჯვებული გამოვავლინეთ, გავახარეთ ბავშვები, დიდი მადლობა ბატონ გოჩას და „ეტალონის“ ჯგუფს“.

I ადგილზე გიორგიწმინდის საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე სალომე კევლიშვილი გავიდა:

„ალბათ, ყველა გახარებული იქნება ჩემსავით ამ დროს. ემოციების ქვეშ ვიყავი. 4 წელია, პირველ ეტაპზე ყოველთვის ვიღებ მონაწილეობას და მეორე ეტაპზე ათეულშიც ვერ ვხვდებოდი ხოლმე, მაგრამ არასდროს ვნებდებოდი და პირველი ადგილიც ავიღე, არ ველოდი, მაგრამ დილიდან ისეთი განწყობით ვიყავი, ყველაფერი წარმოდგენილი მქონდა, როგორ უნდა ამეღო დიპლომი, რა სიტყვა უნდა მეთქვა, ყველაფერი ისე ამიხდა, როგორც წარმომედგინა. ერთ-ერთი საუკეთესო მომენტი იყო ჩემს ცხოვრებაში, ასე არასდროს არაფერი ამხდენია“.

გიორგიწმინდის საჯარო სკოლის დირექტორი მერი ჭიაბერაშვილი ასე ახასიათებს გამარჯვებულს:

„შესანიშნავი გოგონა და ბრწყინვალე ბავშვია სალომე, ასევე კომუნიკაბელური. ველოდი მის წარმატებას, რადგან ძალიან მიზანდასახული და გონიერია, ყველა საგანს ერთნაირი სიძლიერით ფლობს. ძალიან კმაყოფილები ვართ „ეტალონით“, შესანიშნავი პროექტია, ეს არის ის, რომელსაც შეუძლია ბავშვის მოტივაცია გაზარდოს, მიზანდასახული გახადოს. სალომეს შემთხვევაში ასე იყო, სალომე გასულ წლებშიც მონაწილეობდა ინტელექტ-ჩემპიონატში და მისი ოცნება იყო, გაემარჯვა. მიაღწია კიდეც შედეგს. ძალიან მადლობელი ვარ ბატონი გოჩასი. ეს არის მამულიშვილური პროექტი“.

II ადგილი წყაროსთავის საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე გიორგი მახარაშვილმა მოიპოვა:

„ძალიან გამიხარდა, ზოგი პასუხი გამორიცხვის მეთოდით დავწერე, ზოგი - ვიცოდი, ზოგიც - სკოლის მასალიდან მახსოვდა. საერთო ჯამში, გამომივიდა კარგი ქულა, ბოლოს გამომაცხადეს, რომ მე-2 ადგილზე გავედი, არ ველოდი. მეგონა მხოლოდ ათეულში მოვხვდებოდი.“

III ადგილზე ნინოწმინდის საჯარო სკოლის მე-11 კლასელი მარიამ არჩუაძე გავიდა:

„4 წელია, რაც ყოველთვის ვმონაწილეობ „ეტალონის“ ინტელექტ-ჩემპიონატში. მეორე ტურში გავდიოდი, თუმცა ათეულში არასდროს ვყოფილვარ, პირველად გავედი მე-3 ადგილზე, რა თქმა უნდა, ძალიან გამიხარდა. ჩემი ცოდნით გავედი - ველოდი წარმატებას და ძალიან მიხარია.“

ნინოწმინდის საჯარო სკოლის დირექტორი ლია შენგელიძე მე-3 ადგილზე გასულს დადებითად ახასიათებს და მასზე სიყვარულით გვესაუბრება:

„ძალიან გაგვახარა მარიამმა. მარიამი სკოლის ერთ-ერთი საუკეთესო მოსწავლეა წარჩინებითაც და დისციპლინის მხრივ, არაჩვეულებრივი გოგონაა, საკმაოდ მოტივირებული, მიზანდასახული და დიდ იმედებს ვამყარებთ მასზე. ყველა საგანს კარგად სწავლობს და არაჩვეულებრივი გოგონაა. ჩვენ არა მხოლოდ მესამე ადგილს, არამედ მეტსაც ველით მარიამისგან.

კიდევ ერთხელ დიდი მადლობა „ეტალონს“. ეს პროექტი არის არაჩვეულებრივი. ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში აუცილებელი, არსებითი, ჭეშმარიტად ეროვნული და საკმაოდ დიდ მოტივაციას იწვევს ჩვენს მოსწავლეებში. უღრმესი მადლობა ბატონ გოჩა ტყეშელაშვილს და ყველას, ვინც ამ პროექტის გარშემო მუშაობს“.

ღონისძიების ფოტოები იხილეთ ბმულზე


„ეტალონი“ დიდხანს უნდა იდგეს მოსწავლეთა ინტელექტუალური განვითარების სადარაჯოზე“ - საგარეჯოში ინტელექტ-ჩემპიონატის პირველი ტური ჩატარდა

გთავაზობთ საგარეჯოს ინტელექტ-ჩემპიონატის ყველაზე მაღალქულიანი მოსწავლეების რეიტინგს

„ეტალონი“ საგარეჯოში გაიმართება - იხილეთ მონაწილეთა სია

საგარეჯოს სკოლების მოსწავლეთა საყურადღებოდ - ეტალონი


კომენტარები


ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ახალქალაქის 44 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
2024 წლის „ახალქალაქის ეტალონი გუნდის“ წოდებისთვის ერთმანეთს 47 გუნდი ეჯიბრება
გამარჯვებისთვის ერთმანეთს დმანისის 11 სკოლის 55 მოსწავლე ეჯიბრება
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატი დმანისს სტუმრობდა
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მე-6 და მე-7 კლასელებით დაკომპლექტებული გუნდები ეჯიბრებოდნენ
სიახლეები
რა არ უნდა გააკეთოთ წითელ პარასკევს - დაუშვებელია, სიმღერა, გართობა, საოჯახო საქმეები....
ვნების კვირის ყველაზე მძიმე დღე - რა უნდა ვიცოდეთ წითელი პარასკევის შესახებ
პიროვნება
ნუნუ ჩაკვეტაძე: „არ ვეთანხმები, ქიმიკოსმა საათების გამო ქიმიაც ასწავლოს და ბიოლოგიაც - მე ამის უფლება ვერ მივეცი საკუთარ თავს“
სკოლები
ღონისძიება მუსიკის მასწავლებლის - ნათია ბაუჟაძის მომზადებულმა სიმღერებმა კიდევ უფრო გაამრავალფეროვნა
აღსანიშნავია, რომ თითოეული მოსწავლე შესაბამის ფორმაში გამოეწყო და შეჯიბრმა წარმატებით ჩაიარა
შიდა სასკოლო ტური გაიმართა, რომელშიც მოსწავლეებით დაკომპლექტებული გუნდები მონაწილეობდნენ
მოსწავლეები პასუხობდნენ წამყვანის მიერ დასმულ ლოგიკურ და ანალიტიკურ უნარებზე გათვლილ კითხვებს
მრავალფეროვან ღონისძიებებს შორისაა ქაული ენისადმი მიძღვნილი ღონისძება, სახელწოდებით - „სიყვარულის, ლექსების და ღმერთების ენავ“ 
საინტერესო
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ახალქალაქის 44 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
2024 წლის „ახალქალაქის ეტალონი გუნდის“ წოდებისთვის ერთმანეთს 47 გუნდი ეჯიბრება
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატი დმანისს სტუმრობდა
მოწესრიგებული ეზო, ბაღები, მრავალწლოვანი ხეები, ყვავილები და შადრევანი ზოგიერთი კამპუსის განუყოფელი ნაწილია
„იფიქრეთ ამაღელვებელ, ექსტაზურ, სასურველ მომავალზე და გაიყვანეთ აწმყო წინ მის შესახვედრად“
სიახლეები
საზოგადოება