სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

თბილისის 10-ზე მეტი საბავშვო ბაღი 12 ოქტომბერს არ გაიხსნება - იხილეთ ბაღების სია
11-10-2020
-
+


თბილისის რამდენიმე საბავშვო ბაღში ხვალ, 12 ოქტომბერს სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი არ განახლდება. როგორც თბილისის საბავშო ბაგა-ბაღების სააგენტო etaloni.ge_სთან აცხადებს ასეთი ბაღების რაოდენობამ უკვე 10-ს გადააჭარბა.

34-ე საბავშვო ბაგა-ბაღი სოციალურ ქსელში ავრცელებს ინფორმაციას, რომ მათი თანამშრომელი არის ერთ-ერთი კოვიდინფიცირებულის კონტაქტი და საკარანტინო პერიოდის გასვლამდე, ყველა თანამშრომელი თვითიზოლაციაში იმყოფება.

„ძვირფასო მშობლებო და ბავშვებო! ჩვენც თქვენთან ერთად მოუთმენლად ველით როდის განახლდება სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი ჩვენ საბავშვო ბაგა-ბაღში! როგორც ცნობილია საბავშვო ბაგა-ბაღები ხვალიდან, 2020 წლის 12 ოქტომბრიდან განაახლებენ მუშაობას. ჩვენ საბავშვო ბაღში კი ეს დღე დაახლოებით 10-12 დღით გადაიწევს. სამწუხაროდ ჩვენი ერთი თანამშრომელი არის ერთ-ერთი ე.წ. კოვიდინფიცირებულის კონტაქტი და მისი საკარანტინო პერიოდის გასვლამდე ყველა თანამშრომელი გაშვებულია თვითიზოლაციაში", - აღნიშნულია ბაღის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

ამასთან, მე-100 საბავშვო ბაღის ადმინისტრაცია წერს, რომ მათი ერთ-ერთი თანამშრომლის შვილს დაუდასტურდა კორონავირუსი, მეორე თანამშრომლის შვილს კი კონტაქტი ჰქონდა კოვიდინფიცირებულთან.

მათივე ცნობით, აღნიშნული თანამშრომლები იმყოფებიან თვითიზოლაციაში დაკვირვების ქვეშ და ვიდრე არ ჩაუტარდებათ ტესტი, არ დარწმუნდებიან, რომ ინფიცირებული არ არიან, ბაღი ვერ გაიხსნება.

გარდა ამისა, არსებული ინფორმაციით, სააღმზრდელო პროცესი 12 ოქტომბერს არ დაიწყება თბილისის 23-ე, 171-ე, 111-ე, 71-ე, მე-5 და 68-ე საბავშვო ბაღებში.


იხილეთ ასევე: ორშაბათს საბავშვო ბაღები იწყება - რა წესების დაცვა მოუწევთ მშობლებს?


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

მოზარდი, რომელმაც თბილისში ერთი ადამიანი დაჭრა, დაკავებულია - დანაშაული 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს

პირველი უქმე დღე სკოლებისა და ბაღებისთვის ახალი სასწავლო-სააღმზრდელო წლის დაწყებიდან - 14 ოქტომბერი დასვენებაა

„საშუალო მაჩვენებელი გამოითვლება, გააჩნია, რამდენსაათიანი დატვირთვა აქვს პედაგოგს“

EQAR-ში რეგისტრაცია აღუდგა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს 

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ეფრემოვკის საჯარო სკოლის დირექტორი ნვარდ სოგოიანი პასუხობს

სკოლები

აქტივობა მოსწავლეებისთვის სასწავლო-შემეცნებითთან ერთად, სახალისო და თავშესაქცევი აღმოჩნდა

პატარა მკითხველებს ქართული სიტყვის დიდ გზაზე მეგზურობას ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ანა დოლიძე უწევს

მე-9 კლასელი ფინალში 7 იტალიელ მონაწილეს შორის მოხვდა და ღირსეული გამარჯვება მოიპოვა

წარმატებულ მასწავლებლეთა დაჯილდოების ცერემონიალი ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში გაიმართა

საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

რატომ კრძალავენ ზოგიერთ ქვეყანაში მასწავლებლებისთვის ყვავილების ჩუქებას 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება