სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

ორშაბათს საბავშვო ბაღები იწყება - რა წესების დაცვა მოუწევთ მშობლებს?
11-10-2020
-
+


თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში სააღმზრდელო პროცესი 12 ოქტომბრიდან ახლდება. როგორც etaloni.ge - სთან ბაღების სააგენტოს წარმომადგენელმა განაცხადა, როგორც დაგეგმილი იყო ბაღები აღსაზრდელებს ორშაბათიდან მიიღებს. 

ცნობისთვის, საბავშვო ბაღებში სააღმზრდელო პროცესი უწყებათშორი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით  6 თვის განმავლობაში იყო შეწყვეტილი, აღნიშნული მიზეზი კი კორონავირუსის პანდემი გახდაა. 6 თვის შემდგომ კი ბაღები იმ რეკომენდაციებისა და წესების გათვალისწინებით იხსნება, რომელიც ჯანდაცვის სამინისტრომ შეიმუშავა.

თბილისი საბავშვო ბაგა-ბაღების სააგენტოს ხელმძღვანელი კახა გვანცელაძე აღნიშნავს, რომ აღსაზრდელების მისაღებად ყველა ბაღი მზად არის და მშობლებს კიდევ ერთხელ შეახსენებს, იმ წესებს, რომელიც ბაღში ბავშვის მიყვანასა და გამოყვანას ეხება. 

„რეგულაციებიდან გამომდინარე ძალიან ბევრი რამ შეიცვალა ბაღებში. ეს შეეხება, როგორც ინფრასტრუქტურულ საკითხს, ასევე მეთოდოლოგიურ საკითხს. მშობლებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ ისინი ბაღის შენობაში ვეღარ შევლენ. მათ გარეთ დახვდებათ აღმზრდელი ან აღმზრდელის თანაშემწე სპეციალური ეკიპირებით, გამოართმევს ბავშვს, შემდეგ ბავშვი გაივლის თერმოსკრინინგს და შემდგომ უკვე შეჰყავთ ოთახში. გაწერილია დრო, კონკრეტულმა მშობელმა ბავშვი რომელ საათზე უნდა მიიყვანოს ბაღში და ანალოგიურად ხდება გაყვანაც, თუმცა თუ არის განსაკუთრებული შემთხვევა და მშობლებს სურთ, რომ ბავშვი ბაღიდან ადრე გაიყვანონ, ძალიან მინდა მშობლებს ვთხოვო, რომ მსგავსი შემთხვევები მაქსიმალურად შეზღუდონ და ასეთი შემთხვევის არსებობის შემთხვევაში ბავშვის გაყვანასთან დაკავშირებით აღმზრდელს 10 წუთით ადრე უნდა შეატყობინოს.

ხოლო, იმ შემთხვევაში თუ ბავშვს აღმოაჩნდა ტემპერატურა, გადაგვყავს ექთანთან დასაყოვნებელ ოთახში, ვუკავშირდებით მშობელს და გონივრულ ვადაში ვთხოვთ, რომ გაიყვანოს ბავშვი და მიმართოს 112-ს. თუ მშობელი ვერ მივა ბაღში გონივრულ ვადაში, საქმეში 112 ერთვება“, - განაცხადა გვანცელაძემ.

იხილეთ ასევე: ცნობილია რისკ-ჯგუფები, რომლებსაც გრიპის აცრა უფასოდ ჩაუტარდებათ - ბაღების პერსონალი, ბავშვთა სახლის ბინადრები...

„ერთ კვირაში დავაკვირდებით, თუმცა გარანტია, რომ სწავლა დაიწყება, არ არსებობს“ - რატომ გადაიდო 37 საბავშვო ბაღის გახსნა ქუთაისში?

„არავის სჯერა, რომ 12 ოქტომბერს დაიწყება სააღმზრდელო პროცესი“ - რას ამბობენ ბაღის წარმომადგენლები მშობლებთან?


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

სკოლების სია, რომლებშიც სასკოლო მზაობის ჯგუფები იხსნება - რეგისტრაციის ვადები ცნობილია

სტატუსი მიენიჭა 400-ზე მეტ მასწავლებელს - უფროსი, წამყვანი, მენტორი და უსტატუსო პედაგოგების სტატისტიკა საჯარო სკოლებში

2023-2024 და 2024-2025 სასწავლო წლების 7 ათასზე მეტ მედალოსანს სერტიფიკატი დღემდე არ მიუღია

მასწავლებლის სახლმა კადრების შერჩევა დაიწყო - ანაზღაურება და კონკურსის დეტალები ცნობილია

მეორადი ჩარიცხვები ჩაჭრილ აბიტურიენტებსაც შეეხებათ თუ არა - პასუხი აქტუალურ კითხვაზე

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

სკოლის დირექცია და პედაგოგები კურსდამთავრებულებს სტუდენტობას ულოცავენ

სკოლის დირექტორი ქეთევან ედიბერიძე და პედაგოგები კურსდამთავრებულს მორიგ წარმატებას ულოცავენ და ახალი მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ
 

სკოლის დირექცია და პედაგოგები ახალგაზრდებს ცოდნის ახალი მწვერვალების დაპყრობასა და წარმატებულ კარიერას უსურვებენ

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება