სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

სავალდებულოა თუ არა საბავშვო ბაღში ​ალერგიულობაზე ცნობის წარდგენა? - რა წერია კანონში და რას სთხოვენ მშობლებს დაწესებულებებში
01-10-2020
-
+


საბავშვო ბაღებში სააღმზრდელო პროცესი 12 ოქტომბერს იწყება. შესაბამისად, ყველა სააღმზრდელო დაწესებულება გახსნისთვის ემზადება. სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების მოწესრიგებასთან ერთად ბაღებს უნდა ჰქონდეთ ინფორმაცია ბავშვების ჯანმრთელობის შესახებაც.

ბაღების ნაწილი მშობლებს სპეციალური ცნობის წარდგენას სთხოვს, სადაც აღნიშნული იქნება აქვს თუ არა აღსაზრდელს ალერგია სადეზინფექციო სითხის შემადგენელ ნივთიერებებზე, ნაწილმა კი აღნიშნული ინფორმაციის დამოწმება მშობლებს მხოლოდ სიტყვიერად მოსთხოვა.

etaloni.ge დაინტერესდა, საკმარისია თუ არა მხოლოდ სიტყვიერი მოთხოვნა და კონკრეტულად როგორ არის რეკომენდაციებში აღნიშნული პუნქტი მოთხოვნილი.

ბაღებისთვის შემუშავებულ რეკომენდაციებში ნათქვამია, რომ დაწესებულებებმა უნდა გაითვალისწინონ რომ სააღმზრდელო პროცესის დაწყებამდე წინასწარ უნდა ჰქონდეთ თითოეულ ბავშვზე ინფორმაცია იმის შესახებ, აქვს თუ არა ალერგია ალკოჰოლზე ან რომელიმე ისეთ ნივთიერებაზე, რომელიც შედის სადეზინფექციო სითხის შემადგენლობაში.

თუმცა, აღსანიშნავია, რომ არაფერია იმაზე ნათქვამი რა ფორმით უნდა მიიღონ ან მოითხოვონ ბაღებმა ეს ინფორმაცია. რეკომენდაციებში მითითებული არ არის, რომ აუცილებელია აღნიშნული ინფორმაციის წერილობით ცნობის დონეზე წარდგენა, თუმცა რამდენად სანდოა ზეპირი ინფორმაციის მიღება და რამდენად შეიძლება მშობელმა შესაბამისი სამედიცინო შემოწმების გარეშე იცოდეს ალერგიულია თუ არა მისი შვილი ალკოჰოლზე ან სადეზინფექციო სითხის შემადგენელ რომელიმე ნივთიერებაზე, ამის მტკიცების კომპეტენცია ჩვენ არ გვაქვს, შეფასება თქვენთვის მოგვინდია. 

იხილეთ ასევე: წესები, რომლებიც საბავშვო ბაღებმა ოქტომბრიდან უნდა დაიცვან - ოფიციალური დოკუმენტი გამოქვეყნდა

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

მასწავლებლებს შეუძლიათ უარი თქვან გამოცდაში მონაწილეობაზე

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება