| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

შრომის ინსპექტირების სამსახურმა 3 000-მდე სკოლა შეამოწმა და მათი 99 პროცენტი პირველი შემოწმებისთანავე მზად იყო სასწავლო პროცესის განახლებისთვის, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, თამარ გაბუნიამ მეექვსე კლასის ჩათვლით სკოლებში სწავლის განახლებასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისივე თქმით, სკოლებში ეპიდემიური ხარისხის კონტროლი მაღალია.
„პირველიდან მეექვსე კლასის ჩათვლით მოსწავლეებს განსაკუთრებით სჭირდებათ საკლასო ოთახში განათლება და სწორედ ამიტომ ბავშვის ყველაზე საუკეთესო ინტერესიდან გამომდინარე, ეპიდემიური რისკების შეფასებით, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ამ ასაკობრივ ჯგუფში დავუშვათ საკლასო სწავლება. ზოგადად, სკოლების მზაობა მაღალია, შრომის ინსპექტირების სამსახურმა ადგილზე შეამოწმა 3 000-მდე სკოლა და მათი 99 პროცენტი პირველი შემოწმებისთანავე მზად იყო სასწავლო პროცესის განახლებისთვის. გარკვეულ შემთხვევაში მათ დამატებითი რეკომენდაციები მიეცათ. ამდენად, ეპიდემიური ხარისხის კონტროლი სკოლებში მაღალია.
აჭარაში საკლასო სივრცეში სკოლის დაწყებისთვის დამოკიდებული ვართ ეპიდემიურ სურათზე და უნდა დავიცადოთ მომდევნო 10 დღე. შემთხვევების რაოდენობის ზრდას დავაკვირდებით და შემდეგ შეგვიძლია, თამამად ვისაუბროთ საკლასო ოთახში სწავლის განახლებაზე. მაღალ კლასებში სასკოლო სწავლების განახლება დამოკიდებული იქნება ეპიდემიურ სურათზე. უნდა დავაკვირდეთ, ეპიდემიოლოგიური კუთხით რა ეფექტი ექნება მეექვსე კლასის ჩათვლით სწავლის განახლებას სკოლებში“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა
„მთავარია, ბავშვმა იგრძნოს, რომ შენ ის გიყვარს და მის წარმატებაზე ზრუნავ“
„მთავარია, ბავშვმა იგრძნოს, რომ შენ ის გიყვარს და მის წარმატებაზე ზრუნავ“
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად