სიახლეები
სიახლეები

მიხეილ ცაგარელი 3 ზოდიაქოს ნიშანს აფრთხილებს - ვისთვის არის რთული პერიოდი და ვინ გაიუმჯობესებს ფინანსურ მდგომარეობას?
28-09-2020
-
+


ეს კვირა პოზიტიურია, განწყობა სტაბილური გვექნება - ასეთ ასტროლოგიურ პროგნოზს მიხეილ ცაგარელი გვთავაზობს და 3 ზოდიაქოს ნიშანს აფრთხილებს - დღეს მორიელის, ლომის და მერწყულის ნიშნები არ უნდა იყვნენ ხისტები.

სატურნი ხდება სწორად მავალი, რაც ნიშნავს, რომ გაუმჯობესდება ურთიერთობა ხელმძღვანელობასთან.

ოთხშაბათს ფრთხილად იმოქმედეთ - „ასჯერ გაზომეთ და ერთხელ გაჭერით“. პარასკევს სავსემთვარეობაა - აკონტროლეთ საკუთარი ემოციები.  შაბათს ვენერა გადაინაცვლებს სასწორში, რაც წვრილმანებზე მიდრეკილების მომატებას გამოიწვევს. კვირას კი პლუტონი ხდება სწორმავალი, სრულდება ყველაფერ ცუდთან დამშვიდობების პროცესი და კონსტრუქციული რეფორმების პერიოდი შემოდის.

გაეცანით, ასტროლოგიურ პროგნოზს თითოეული ნიშნისთვის:

ვერძი: ზედმეტი ემოციურობა და აგრესიისადმი მიდრეკილება გიშლით ხელს. თუ ამას დაძლევთ, საქმიანი კუთხით საუკეთესო პერიოდი გაქვთ, საინტერესო პერსპექტივებით. შარმიანი ხართ.

კურო: სხვადასხვა ცვლილებები გექნებათ საკუთარ გეგმებში, წინა კვირის მსგავსად ყველაფერი კარგად არ წავა. დაისვენეთ და ყოველდღიურ საქმეებს დაუთმეთ დრო.

ტყუპები: არნახულად დინამიური, აქტიური, ინტელექტუალური და მიმზიდველი ხართ. ქარიზმა გაქვთ და ყველაფერი გამოდით. ორი სიტყვის შემდეგ დაარწმუნებთ სხვებს, „თეთრზე შავი“ შეგიძლიათ ამტკიცოთ. იდეების რეალიზებისა და მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის, საუკეთესო კვირაა.

კირჩხიბი: საქმიანი კუთხით ცუდი კვირა არ არის, შეიძლება საინტერესოს მიაგნოთ. თუმცა ამ კვირაში უნდა დაისვენოთ, სხვანაირად ემოციური გაღიზიანება გექნებათ, რაც კონფლიქტების ალბათობას ზრდით.

ქალწული: წინა პლანზე გექნებათ მატერიალური ინტერესები. საქმიანი კუთხით შესაძლებლობები გაქვთ - საინტერესო ბიზნეს საქმიანობაში ჩართვა ან ახალი სამსახურის დაწყება. თუმცა ენერგოტონუსი გიმცირდებათ და ეცადეთ საქმეები გადატვირთვის გარეშე გააკეთოთ.

სასწორი: ყველაზე წარმატებული ნიშანი ხართ ამ კვირაში. ყველა მხრივ აღწევთ წარმატებას: შემოქმედებითი საქმიანობის, პროფესიული წინსვლის, მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებისა და  პარტნიორული ურთიერთობისთვის საუკეთესო დროა. ძალიან იზიდავთ ადამიანებს.

მორიელი: რასაც მიაღწიეთ, იმის მცირედით განვითარების და შენარჩუნების შანსი გაქვთ. თუმცა მნიშვნელოვანი პროექტების წამოწყების იმედი ნუ გექნებათ. შეგიძლიათ ინტუიციას დაეყრდნოთ და სწორად იმოქმედოთ. თუმცა ენერგოტონუსი მცირდება და შეიძლება დახარჯული ენერგიის აღსადგენად დიდი დრო დაგჭირდეთ. სარისკო მოქმედებებს ერიდებათ, დასვენებას გირჩევთ.

მშვილდოსანი: თქვენთვის უმნიშვნელოვანესია პარტრნიორული ურთიერთობა სახლსა და სამსახურში. თუ ეს გექნებათ ჰარმონიული, მით მეტი იქნება წარმატების შანსი. აქტიური, ენერგიული, ინიციატივიანი, მიმზიდველი და კონტაქტური ხართ და საქმიანი კუთხით წარმატებების შესაძლებლობა მაღალი გაქვთ. პროფესიული კუთხით წინ წასვლისა და მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესების შანსი გაქვთ.

თხის რქა: ენერგოტონუსი გიმცირდებათ. თუმცა სააგიტაციო კამპანიების და საკუთარი იდეების რეალიზებისთვის კარგი დროა. ასევე საოჯახო ურთიერთობების მოსაწესრიგებლად. ნუ გადაიტვირთებით.

მერწყული: აქტიური და ენერგეტიკულად ძლიერი ხართ. შეგიძლია არაერთი იდეა განახორციელოთ, ახალ პროექტებზე გახვიდეთ, იპოვოთ სპონსორები. მრავალფეროვანი კონტაქტების დამყარებასაც შეძლებთ. ეს სასიკეთო პერიოდია თქვენთვის.

თევზები: თვითიზოლაციის სურვილი გაქვთ, ინტუიციურად ხვდებით, რომ მტრები და ინტრიგები იმატებს, ამიტომ ინდივიდუალურ შემოქმედებაზე გადასვლას ეცდებით. კოლექტიურ საქმიანობაში ნაკლებად ჩაერთეთ, შეამცირეთ კონტაქტები. 


კომენტარები


ეტალონი

მათემატიკის ოლიმპიადა დაიწყო - „ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი გრძელდება

2-3 ივნისი ლოგიკური აზროვნებისა და ზოგადი განათლების ოლიმპიადის დღეებია - „ეტალონის“ საგაზაფხულო ჩემპიონატი გრძელდება

„დიდი მადლობა „ეტალონს“ ამ ახალი და ძალიან საინტერესო პროექტისთვის“

„ეტალონის“ საგაზაფხულო ჩემპიონატი დაიწყო - ოლიმპიადები სამ საგანში იმართება

ონლაინ ჩემპიონატში II-XI კლასების მოსწავლეებს შეეძლებათ მონაწილეობა

სიახლეები

საგნის პედაგოგებს, სკოლის დირექციასა და სპეციალისტებს ისგ-ს შემუშავების პრაქტიკულ ასპექტებს გააცნობენ - 11 სექტემბერი რეგისტრაციის ბოლო დღეა

მასწავლებლის სახლმა სკოლები შეარჩია - დეტალები

სასკოლო გარემო ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც გაკვეთილი

ამერიკის შეერთებულ შტატებში ზოგიერთი სკოლა შეკვეცილი ოთხდღიანი განრიგით მუშაობს

„გამოცდის ჩაბარება გულისხმობს მაქსიმალური ქულის 50%-ზე მეტის დაგროვებას“ - 8 სექტემბრის ტესტირების შედეგები ცნობილია

პიროვნება

„ჩვენს სკოლაში ვმუშაობთ ყველა ერთად და ვცდილობთ, საინტერესო გარემოს შექმნას“...

„მასწავლებელს უნდა ახსოვდეს, რომ ის არა მხოლოდ ცოდნის გადამცემი, არამედ გზამკვლევი და მხარდამჭერია მოსწავლისათვის“...

„როცა მასწავლებელი ხედავს, რომ მისი ხმა ისმის - ის ხდება მოტივირებული“ -  შუამთას საჯარო სკოლის ხელმძღვანელი 

„არ შეგეშინდეთ შეცდომების“ - ახალბედა პედაგოგებს შუამთას საჯარო სკოლის ხელმძღვანელი, თეონა მეფარიშვილი მიმართავს

„სკოლაში უნდა შეიქმნას გარემო, სადაც სწავლა იწყება სითბოთი, არა შიშით“ - შუამთის საჯარო სკოლის დირექტორი თეონა მეფარიშვილი- 

სკოლები

„სკოლაში დიდი ყურადღება ექცევა სწავლების ხარისხსა და მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას“

„ჩემი დევიზი, როგორც ადამიანის და როგორც ხელმძღვანელის არის დიდთან დიდი იყო და პატარასთან პატარა“

„მათემატიკის კლუბში ყოველი კვირა იქნება ახალი აღმოჩენა, გამოწვევა და ცოდნის გაღრმავების შანსი!“
 
საინტერესო

ამერიკის შეერთებულ შტატებში ზოგიერთი სკოლა შეკვეცილი ოთხდღიანი განრიგით მუშაობს

რა ცოდნა და უნარები მოეთხოვებათ მასწავლებლებს - პედაგოგიური განათლება სხვადასხვა ქვეყანაში

სწავლების უჩვეულო მეთოდები - როგორ აქციოთ გაკვეთილი სახალისოდ, გაზარდოთ მოსწავლეთა ჩართულობა და ინტერესი 

სიახლეები
საზოგადოება