სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

გაიხსნება თუ არა საბავშვო ბაღები 1 ოქტომბერს? - რისთვის ემზადება ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო
24-09-2020
-
+


უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდგომ ცნობილი გახდა, რომ მოსწავლეების ნაწილი კვლავ დისტანციურად გააგრძელებს სწავლას, ნაწილი კი საკლასო ოთახებს დაუბრუნდება. თუმცა საზოგადოებას საბავშვო ბაღების შესახებ არავითარი ინფორმაცია არ მიუღია. შესაბამისად, etaloni.ge თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების სააგენტოს დაუკავშირდა. 

მათი თქმით, უკვე გაცხადებული ინფორმაციის გარდა, რომ ბაღები 1 ოქტომბრიდან იწყება, ახალი ბრძანება არ მიუღიათ. შესაბამისად, ისინი რეკომენდაციების შესაბამისად ემზადებიან. 

„ბაღების გახსნის გადადებასთან დაკავშირებით ამ ეტაპზე არავითარი სიახლე არ არის. რეკომენდაციების შესაბამისად ვემზადებით იმისთვის, რომ 1 ოქტომბერს დავიწყოთ სააღმზრდელო პროცესი. ვყიდულობთ შესაბამის ინვენტარს და ყველა ბაღს ვაწესრიგებთ სააღმზრდელო პროცესის დაწყებამდე. ამ ეტაპზე სააღმზრდელო პროცესის გადადებასთან დაკავშირებით ინფორმაცია არ მიგვიღია“, - განგვიცხადეს თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების სააგენტოში. 

აღსანიშნავია, ისიც რომ უცნობია, როგორ ან როდის დაიწყება სააღმზრდელო პროცესი რეგიონებში, თუმცა უნდა ვივარაუდოთ რომ აჭარაში ბაღების 1 ოქტომბრიდან გახსნას არ უნდა ელოდონ. ვინაიდან მთავრობის გადაწყვეტილებით ხვალიდან რეგიონში საზოგადოებრივი ტრანსპორტიც იკრძალება, სწავლა კი 1 ოქტომბრიდან კვლავ დისტანციურ რეჟიმში გაგრძელდება.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

მასწავლებლებს შეუძლიათ უარი თქვან გამოცდაში მონაწილეობაზე

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება