| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

კორონავირუსის პანდემიისას ბავშვებში სიმსუქნის პრობლემამ იმატა. ამის შესახებ ბავშვთა ენდოკრინოლოგი, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს ენდოკრინოლოგიური სამსახურის ხელმძღვანელი ნინო ხელაძე საუბრობს და ამატებს, რომ პანდემიის პერიოდში ბავშვებში ქცევის დარღვევამ და ძილის პრობლემებმაც მოიმატა.
„კარანტინის და პანდემიის პერიოდში განსაკუთრებით აქტუალური გახდა ჯანმრთელობასთან დაკავშირებული არაერთი საგანგაშო საკითხი. განსაკუთრებით გამოვყოფდი ბავშვებში ჭარბი წონის მატებას. ბავშვებს, რომლებსაც პანდემიამდე ნორმალური, ჯანმრთელი წონა ჰქონდათ, იმის გამო რომ ფიზიკურ აქტივობას, სპორტს დაანებეს თავი, წონაში მოიმატეს. განსაკუთრებით დამღუპველი ეფექტი იქონია უმეტესობა იმ პაციენტზე, ვისაც საგანგაშოდ მაღალი წონა ჰქონდა, მათ კიდევ უფრო მოიმატეს.
განსაკუთრებული საჭიროებების და ნევროლოგიური დაავადების მქონე ბავშვებიც საყურადღებო ჯგუფია. თუ ასეთი ტიპის ბავშვებს ისედაც ჰქონდათ გადაადგილება შეზღუდული, ახლა როდესაც სახლში მოუწიათ გამოკეტვა, მხოლოდ საკვებს იღებდნენ, უმეტესობა კომპიუტერის და მობილურის ეკრანს იყო მიჯაჭვული და სავალალო შედეგები მივიღეთ.
მთელმა მსოფლიომ დათვალა, განსაკუთრებით იტალიას აქვს უამრავი სტატისტიკა, თუ რამდენად მოიმატა სიმსუქნის და მხედველობის პრობლემამ ბავშვებში, იმიტომ რომ ეკრანთან დიდ დროს ატარებდნენ.
მოიმატა ასევე ქცევის დარღვევამ და ძილის პრობლემებმაც. ყველა ბავშვი მიჩვეული იყო დილით ადრე ადგომას და სკოლაში წასვლას, ახლა უმეტესობას შეიძლება შუადღემდე ძინავს, ბევრ საათს ატარებს ტელეფონთან და ასე შემდეგ. ამან ძალიან ბევრი პრობლემა დაგვიგროვა ბავშვთა ენდოკრინოლოგებს და პედიატრებს“, - ამბობს ენდოკრინოლოგი.
იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს ენდოკრინოლოგიური სამსახურის ხელმძღვანელის თქმით, მოზარდებში ჭარბი წონა კორონავირუსის დროს რისკ-ფაქტორია.
„მუდმივად გვესმის საუბარი ტელევიზიით, თუ რა არის მოზრდილებში კორონავირუსის რისკ-ფაქტორები. ვინ არის განსაკუთრებული რისკის ქვეშ. გვესმის, რომ ეს ის პაციენტები არიან, ვისაც აქვს ჭარბი წონა, გულ-სისხლძარღვთა დაავადებები და ასე შემდეგ. აღმოჩნდა რომ ბავშვებში სიმსუქნე ერთ-ერთი წამყვანი რისკ-ფაქტორია გართულებების თვალსაზრისით“, - განაცხადა ხელაძემ.
გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით
სკოლაში დასაქმების მსურველ მასწავლებელთა საკვალიფიკაციო მოთხოვნები განსხვავდება - რა წერია კანონში
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
„ეს ინიციატივა ბავშვებისთვის ბუნებაზე ზრუნვისა და გარემოს დაცვის პირველი მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო“
გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით
ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას