სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები, საინტერესო

„სადეზინფექციო ხსნარში ვიბანავებ, ოღონდ სკოლაში წავიდე“... - მოსწავლეები დისტანციურ სწავლებაზე
22-09-2020
-
+


15 სექტემბერს 2020-2021 სასწავლო წელი დაიწყო, საქართველოს ზოგ რეგიონში სტანდარტულად, დიდ ქალაქებში კი კვლავ დისტანციურად. ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, გასაგებია, რომ ეს ყველაფერი ჩვენი და ჩვენი შვილების უსაფრთხოებისთვის კეთდება, თუმცა იოლი არაა, მოზარდებს ავუხსნათ, რატომ დადიან სკოლაში ვირტუალურად.

სწავლა რომ ეზარებათ, ეს სიახლე არ არის, თუმცა ადამიანური ურთიერთობები, ფაქტია, ძალიან მოენატრათ. მოენატრათ კლასელები, მეგობრები, მასწავლებლები და წარმოიდგინეთ, მშობლიური სკოლაც კი.

სწორედ ამაზე მეტყველებდა მათი რეაქციები, როდესაც შეიტყვეს,  რომ გაკვეთილებზე დასასწრებად, ოთხიდან ოთახში უნდა გასულიყვნენ.

„აუუ, აღარ დასრულდა ეს კორონა!“, „დაგვაბრუნეთ სკოლაში!“, „პირბადეს გავიკეთებ, სადეზინფექციო ხსნარში ვიბანავებ, ოღონდ სკოლაში წავიდე“... - ასეთია დიდი ქალაქების მკვიდრი მოსწავლეების პათოსი.

არადა, ერთი წლის წინ, ზუსტად ამ დროს, ვერავინ წარმოიდგენდა, ბავშვებს მსგავსი განწყობა თუ ექნებოდათ.

„ისედაც მთელ დროს კომპიუტერთან ვატარებ და ახლა გაკვეთილებიც... სკამის ფორმა მივიღე“, „უკვე ვნახეთ, რომ არავითარი მუღამი არ აქვს სახლიდან სწავლას, სკოლაში გაგვიშვით“, - მოზარდების შეფასება დისტანციურ სწავლებაზე. ჰოდა, მგონი, უნდა გვიხაროდეს - ამასაც მოვესწარით, ბავშვებს სკოლაში სიარული ენატრებათ.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები

მასწავლებელს 9-წლიანი პატიმრობა მიესაჯა მე-10 კლასის მოსწავლესთან გარყვნილი ქმედების გამო - პროკურატურა დეტალებზე

გამოცდების გარეშე უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელება მაგისტრანტობის მსურველებისთვისაც შესაძლებელია

შეასრულეს თუ არა სკოლებმა რეკომენდაციები - საბჭო 17 ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების გაანმარტებებს მოისმენს

ნიშნების დეტალური რეპორტი მასწავლებლებისთვის

პიროვნება
სკოლები
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სკოლის დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეები
 

პატარები ნერგებს მოუვლიან, მათ ზრდა-განვითარებას დააკვირდებიან და უკეთ გაიაზრებენ გარემოს დაცვის მნიშვნელობა

„ეს ინიციატივა ბავშვებისთვის ბუნებაზე ზრუნვისა და გარემოს დაცვის პირველი მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო“

„ეს არ არის უბრალოდ მცენარე - ეს არის ჩვენი ზრუნვის, მეგობრობისა და მომავლის სიმბოლო“

 

 

საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება