სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

დაფინანსების მისაღებად სტუდენტთა განაცხადების მიღება იწყება - საჭირო დოკუმენტების სია
13-09-2020
-
+


2020-2021 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის დაფინანსების მისაღებად, სტუდენტთა განაცხადების მიღება იწყება. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. სწავლის დაფინანსება სოციალურად დაუცველი იმ სტუდენტებისთვის, რომელთა სოციალური ქულა 150 000 და ნაკლებია, საქართველოს მთავრობის 2020 წლის 27 აგვისტოს დადგენილება N536-ის შესაბამისად განხორციელდება.

დადგენილების მოქმედება ვრცელდება თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალურად დაუცველი და წარმატებული სტუდენტების ხელშეწყობის ქვეპროგრამის ბენეფიციარებზეც, გარდა დოქტორანტურის აკადემიური საფეხურის სოციალურად დაუცველი სტუდენტებისა.

დედაქალაქში რეგისტრირებული დოქტორანტურის აკადემიური საფეხურის სტუდენტი, რომლის სოციალური ქულა 70 000 და ნაკლებია, თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალურად დაუცველი და წარმატებული სტუდენტების ხელშეწყობის ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსდება.

2020-2021 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის დაფინანსების მისაღებად, დოქტორანტურის აკადემიური საფეხურის სტუდენტმა თბილისის მერიის კანცელარიაში (შარტავას ქ. N7) 2020 წლის 14 სექტემბრიდან 30 ნოემბრის ჩათვლით, უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:

  • პირადობის მოწმობის ასლი;
  • ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან;
  • ცნობა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სტუდენტის სტატუსის შესახებ,
  • წლიური გადასახადის მითითებით;
  • უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული აკადემიური მოსწრების მაჩვენებელი/ამონაწერი სემესტრში გავლილი საგნებისა და შეფასებების შესახებს (გარდა I სემესტრის სტუდენტებისა);
  • სამოტივაციო წერილი (არ უნდა აღემატებოდეს 150 სიტყვას);
  • რეკომენდაცია უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან (გარდა I სემესტრის სტუდენტებისა);
  • უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების საბანკო რეკვიზიტები/ანგარიშფაქტურა.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება