სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

„თუ განახლდა სწავლა, ონლაინ რეჟიმში განახლდება“ - ამირან გამყრელიძის განცხადება სკოლაზე, სადაც კორონავირუსის 21 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
10-09-2020
-
+


ქუთაისის 32-ე სკოლაში, სადაც კორონავირუსის 21 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, დასწრებული სასწავლო პროცესი 15 სექტემბრიდან სავარაუდოდ, ვერ განახლდება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განუცხადა.

როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, 32-ე სკოლის 21 ინფიცირებული თანამშრომლიდან მძიმე მდგომარეობა არცერთს არ აქვს და მათ დაავადებისთვის დამახასიათებელი მსუბუქი სიმპტომები აღენიშნებათ.

„ქუთაისის 32-ე სკოლაში 21 დადასტურებული შემთხვევა გვაქვს, რომელიც თბილისში ჩატარებულ ერთ-ერთ დიდ სადღესასწაულო სუფრას უკავშირდება. ამავე სუფრიდან „ცაგერის კლასტერი“ შეგვექმნა, სადაც 12 დადასტურებული შემთხვევაა, ასევე ქუთაისის 3 შემთხვევა, რომელიც 21 შემთხვევამდე გამოვლინდა და ასევე ზუგდიდის შემთხვევა.

უნდა გავითავისოთ, რომ არ არის ახლა სადღესასწულო და ჭირის სუფრების დრო, რომელიც ძალიან მომატებული რისკია ინფექციის გავრცელების. ფაქტია, რომ ინფექციის გავრცელების ინტენსივობამ ქვეყანაში მოიმატა.

ორი დიდი კლასტერი, რომელიც ახლა ჩამოყალიბდა, სადღესასწაულო სუფრებს უკავშირდება. ერთი ბათუმში დიდი ქორწილი, რომელმაც „გურიის კლასტერი“ მოგვცა, 8 შემთხვევით და მეორე უკვე თბილისის სადღესასწაულო სუფრა.

გამოვლენილი 21 შემთხვევის კონტაქტების კვლევა ახლა მიმდინარეობს.

32-ე სკოლაში სწავლის განახლებასთან დაკავშირებით მიიღება შესაბამისი გადაწყვეტილება. ამ სკოლის პედაგოგების ნაწილი თვითიზოლაციაშია, ნაწილი კარანტინში და ახლა მიმდინარეობს 21 ინფიცირებულის საავადმყოფოებში გადანაწილება. საბედნიეროდ შემთხვევების უმეტესობა უსიმპტომო ან მსუბუქი სიმპტომებითაა, ტემპერატურის მომატებით და ხველით. მძიმე შემთხვევა არცერთი არაა. დიდი ალბათობით, ამ სკოლაში არ იქნება დასწრებული სწავლის განახლების საშუალება. ალბათ, უფრო რეკომენდაცია იქნება, თუ განახლდა სწავლა, ონლაინ რეჟიმში განახლდეს“, - განაცხადა გამყრელიძემ.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ETALONI.GE 2026-2027 სასწავლო წლის დაწყებას გილოცავთ!

ცნობილია, რომელ სკოლებს მიენიჭება პრიორიტეტი - რეგისტრაციის ბოლო ვადა 25 სექტემბერია

„მხოლოდ ამა თუ იმ სასწავლო საგანში სიბეჯითით არ უნდა შემოვიფარგლოთ“ - პატრიარქი განათლებაზე

სამინისტროსთან არსებული საკონსულტაციო საბჭო პედაგოგებისგან დაკომპლექტდება - ცნობილია ვინ გახდებიან წევრები

პიროვნება

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

სკოლის ეზო მხიარულებით და მოსწავლეთა გაბრწყინებული სახეებით აივსო

„ახალი სასწავლო წლის მოახლოება ყოველთვის დიდ ემოციებთან და სამზადისთანაა დაკავშირებული“...

„15 სექტემბერს თბილისის №219 საჯარო სკოლა ახალი სასწავლო წლის კარს განსაკუთრებული სიხარულითა და შემართებით გააღებს“
 

„მასწავლებელი არის გზამკვლევი, რომლის ქცევას, ვიზუალს, ღიმილსა და განწყობას მოსწავლე პირველივე წამიდან ითვისებს“...

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება