სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

უცხოელმა სტუდენტებმა, რომელთაც საქართველოში შემოსვლის თანხმობა აქვთ კარანტინისა და PCR ტესტის ხარჯი თავად უნდა გაწიონ
10-09-2020
-
+


უცხოელმა სტუდენტებმა, რომელთაც საქართველოში შემოსვლის თანხმობა აქვთ, კარანტინში განთავსებასთან დაკავშირებული და „პისიარ“ ტესტირების ხარჯები თავად უნდა აანაზღაურონ.

ამის შესახებ საქართველოს მთავრობის  №565 დადგენილებაშია ნათქვამი, რომლითაც უცხო ქვეყნის მოქალაქე სტუდენტების საქართველოში შემოსვლის პროცედურები განისაზღვრა.

დადგენილების თანახმად, უცხო ქვეყნის მოქალაქე სტუდენტები ვალდებულნი არიან, საქართველოში შემოსვლის მიზნით, დარეგისტრირდნენ საქართველოს მთავრობის ვებგვერდ StopCov.ge-ზე ელექტრონულ პროგრამაში სპეციალური აპლიკაციის ფორმის - „საქართველოში შემომსვლელ უცხოელ სტუდენტთა რეგისტრაციის ფორმის“ - შევსების გზით.

ამის შემდეგ ისინი საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსაგან საქართველოში შემოსვლაზე თანხმობას ან უარს მიიღებენ.

უცხოელი სტუდენტები, რომელთა მიმართაც საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ გაცემულია საქართველოში შემოსვლის თანხმობა, ვალდებულნი არიან, გაიარონ კარანტინი.

კარანტინში განთავსებასთან დაკავშირებული ხარჯების, ასევე სავალდებულო კარანტინის გავლის შემდგომ „პისიარ“ ტესტირების ხარჯების ანაზღაურება ეკისრებათ უცხოელ სტუდენტებს. ამ მოთხოვნების დარღვევა გამოიწვევს პასუხისმგებლობას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, რომლის სტუდენტის სტატუსიც აქვს მინიჭებული უცხოელ სტუდენტს, ვალდებულია:

შეამოწმოს შესაბამისი უცხოელი სტუდენტის მიერ ელექტრონულ პროგრამაში შევსებული სპეციალური აპლიკაციის ფორმის სისწორე და თანხმობის გაცემამდე, ელექტრონულ პროგრამაში ასახოს უცხოელ სტუდენტზე მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად გაცემული ჯანმრთელობისა და უბედური შემთხვევის დაზღვევის დამადასტურებელი სადაზღვევო პოლისის რეკვიზიტები;

უზრუნველყოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ მასთან ჩარიცხული უცხოელი სტუდენტების განთავსების მიზნით შერჩეულ სასტუმროში (ან განთავსების მსგავს საშუალებებში) მოწყობილ საკარანტინო სივრცეებში უცხოელი სტუდენტის გადაყვანა და განთავსება;

უცხოელი სტუდენტის კარანტინში ყოფნის პერიოდში გააკონტროლოს და კოორდინაცია გაუწიოს მასზე სამედიცინო მეთვალყურეობასა და დაცულობას;

უცხოელი სტუდენტისათვის, სტუდენტის სტატუსის შეჩერების/შეწყვეტის შესახებ სათანადო სამართლებრივი აქტის გამოცემიდან არაუგვიანეს სამი დღის ვადაში მიაწოდოს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს შესაბამისი ინფორმაცია.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

„მხოლოდ ამა თუ იმ სასწავლო საგანში სიბეჯითით არ უნდა შემოვიფარგლოთ“ - პატრიარქი განათლებაზე

სამინისტროსთან არსებული საკონსულტაციო საბჭო პედაგოგებისგან დაკომპლექტდება - ცნობილია ვინ გახდებიან წევრები

ე.წ. მეორადი ჩარიცხვები დაიწყო - ინსტრუქცია და რეკომენდაციები 

მასწავლებლის ახალი პროფესიული სტანდარტი დამტკიცდა - ვალდებულებები, მოთხოვნები, ცვლილებები

ბაღებში სააღმზრდელო წელი 21 სექტემბერს დაიწყება - ინფორმაცია სოციალურ ქსელში რუსთავის საბავშვო ბაგა-ბაღების გაერთიანებამ გამოაქვეყნა

პიროვნება

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„ახალი სასწავლო წლის მოახლოება ყოველთვის დიდ ემოციებთან და სამზადისთანაა დაკავშირებული“...

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება