სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

„მასწავლებლებმა თავად უნდა გაუწიონ მონიტორინგი ჯანმრთელობას, სერიოზული გამოცდა გველის სკოლების დაწყების გამო“ - ამირან გამყრელიძე
09-09-2020
-
+


ბავშვებს უნდა შეეძლოთ ხელების ხშირი დაბანა და ყველა სკოლაში კარგი სანიტარული პირობები უნდა იყოს. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდგომ განაცხადა.

„მომავალი კვირიდან გველის სერიოზული გამოცდა, ვინაიდან გაიზრდება მობილობა სკოლების დაწყებასთან დაკავშირებით. რეკომენდაციები რაც არის სწავლასთან დაკავშირებით გაცემული საკმარისია თუ ყველაფერს დავიცავთ.

ყველა სკოლაში უნდა იყოს აუცილებლად  კარგი სანიტარული პირობები. ბავშვებს უნდა შეეძლოთ ხელების ხშირი დაბანა, სანიტაიზერებით დამუშავება. არ შეიძლება მშობელმა სიცხიანი ბავშვი გაუშვას სკოლაში. ეს არის ერთ-ერთი მთავარი. არ შეიძლება, რომ მშობელი შეყვეს ბავშვს შიგნით და იყოს ბევრი კონტაქტი მოზრდილებთან.

იცით რომ სკოლის ბავშვებთან პირბადე არ იხმარება, მაგრამ მანდატურებმა მასწავლებლებმა და სხა თანამშრომლებმა აუცილებლად უნდა გამოიყენონ პირბადეები. აუცილებელია თავად მასწავლებლებმა თავიანთი ჯანმრთელობის მონიტორინგი აწარმოონ და სიცხიანები არ მივიდნენ სკოლაში.

დეზობარიერების არსებობა, მერხებისა და მაგიდების დისტანციის დაცვა და კიდევ მრავალი რეკომენდაცია, რომელიც არსებობს. ასევე, უნივერსიტეტებში აუცილებელია პირბადის გამოყენება“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება