სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

რა შემთხვევაში გადავლენ უმაღლესები დისტანციურ სწავლებაზე და ისწავლიან თუ არა კარანტინში მყოფი სტუდენტები?
09-09-2020
-
+


უნივერსიტეტებმა თვითონ უნდა შეადგინონ იმგვარი გეგმა-გრაფიკი, რომლის მიხედვითაც, ბევრი სტუდენტი ერთ სივრცეში არ განთავსდება. ამასთან პროტოკოლის მიხედვით უნივერისტეტებში აუცილებელ პირობად რჩება თერმოსკრინინგი, პირბადის ტარება და აუდიტორიებში 1 მეტრიანი დისტანციის დაცვა. 

აღსანიშნავია, ისიც, რომ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში არსებულ კვების ობიექტებში, ერთ მაგიდაზე დასაშვებ წევრთა რაოდენობა ლიმიტირებული იქნება. უნივერსიტეტებში განთავსებულ კაფეტერიებში ერთ მაგიდაზე მხოლოდ 6 პირი განთავსდება.

რაც შეეხება საგანმანათლებლო პროგრამების სასწავლო კურსების თეორიული ნაწილის დისტანციურად წარმართვას, განათლების სამინისტროს ინფორმაციით, იმ შემთხვევაში, თუკი რომელიმე უმაღლესი სასწავლებლის ინფრასტრუქტურა აუდიტორიაში 1-მეტრიანი დისტანციის დაცვის საშუალებას არ იძლევა, გამონაკლისის სახით შესაძლებელია უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების სასწავლო კურსების თეორიული ნაწილის დისტანციურად წარმართვა. დისტანციური სწავლების ფორმატი გავრცელდება იმ სტუდენტებზეც, რომლებიც იზოლაციაში/კარანტინში იმყოფებიან.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება