სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

რა მოხდება მაშინ, თუ სკოლაში კორონავირუსის ფაქტი დაფიქსირდება - ჯანდაცვის მინისტრი სასწავლო დაწესებულებების შემოწმებაზე საუბრობს
07-09-2020
-
+


სკოლების მონიტორინგი მიმდინარეობს და ამ ეტაპისთვის შემოწმებულია 81 სკოლა, რომელმაც დააკმაყოფილა პირობა - ამის შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა. 

„რამდენიმე თვეა ინტენსიურად ვმუშაობთ განათლების სამინისტროსთან, შრომის ინსპექცია არის ინტენსიურად ჩართული ყველა იმ საჭიროების მოსამზადებლად, რომ ჩვენმა ბავშვებმა შეძლონ და მიიღონ უსაფრთხო გარემოში განათლება. სკოლების მონიტორინგი მიმდინარეობს და ამ ეტაპისთვის შემოწმებულია 81 სკოლა, რომელმაც დააკმაყოფილა პირობა. მათ ვაძლევთ ჩვენ მოსწავლეების მიღების უფლებას. სწავლის დაწყებისთვის შემოწმდება ყველა სკოლა. მნიშვნელოვანია, რომ უზრუნველყოფილი იყოს ყველა ჰიგიენური ნორმა, ასევე, სოციალური დისტანცირება და კლასების მოცულობა“, - ამბობს ტიკარაძე. 

ჯანდაცვის მინისტრი განმარტავს, რა მოხდება მაშინ, თუ სკოლაში კორონავირუსი დაფიქსირდება. 

„თუ მოხდა ვირუსის დაფიქსირება სკოლაში, დროულად იქნას ლოკალიზებული ვირუსის წყარო. კარანტინში გადავლენ, ჩვენ გავატარებთ ყველა საჭირო ღონისძიებას, რომ სხვა ბავშვებმა დროულად შეძლონ განაახლონ სასწავლო პროცესი. ამისთვის, რა თქმა უნდა, გადაზღვევის კომპონენტი არის ონლაინ სწავლება, რომელიც ასევე გამართულად მუშაობს უკვე. გაზაფხულიდან ვნახეთ, რამდენად წარმატებული პროექტია ეს განათლების სამინისტროს მხრიდან განხორციელებული და ერთობლივი თანამშრომლობის რეჟიმში, ჩვენ ძალიან დიდი იმედი გვაქვს, შევძლებთ გავიაროთ სასწავლო წელი ისე, რომ არ გახდეს აუცილებელი მაქსიმალური მობილობის დაგდება ქვეყანაში, რომ შევწყვიტოთ სასწავლო პროცესი სკოლებში. სასწავლო დაწესებულებები იქნებიან მუდმივი მონიტორინგის ქვეშ შრომითი ინსპექციის მხრიდან, მიეცემათ რეკომენდაციები. ამის შემდეგ მივმართავთ სხვა გამკაცრებულ ღონისძიებებსაც. აქ ჩვენი პასუხისმგებლობა სამმაგად მაღალია, რადგან საქმე ეხება ჩვენს შვილებს და ეს სენსიტიური თემაა ჩვენი საზოგადოებისთვის“, - აცხადებს მინისტრი.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება