სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

„მამას ხელი გაეშვა და ვერ შენიშნა, ისე უცბად განვითარდა მოვლენები“ - უკიდურესად მძიმეა 8 წლის ბავშვის მდგომარეობა, რომელსაც მოტოციკლი დაეჯახა
07-09-2020
-
+


ახალციხის მუნიციპალიტეტში, რაბათის უბანთან 8 წლის ბავშვს მოტოციკლი დაეჯახა. ავარია ბაიკერთა შეჯიბრების ფარგლებში, რბოლის დროს მოხდა. 

დაშავებული მოზარდი ახალციხიდან თბილისში რეანომობილით გადმოიყვანეს. მისი მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა. მედიკოსებს პროგნოზების გაკეთება უჭირთ. 

„პაციენტის მდგომარეობა არის უკიდურესად მძიმე, რეანიმაციულ განყოფილებაშია. აქვს პოლიტრამვული დაზიანებები, ქალა-ფუძის მოტეხილობები, სახის ძვლების მრავლობითი მოტეხილობები, ბარძაყის ძვლის მოტეხილობა და გულ-მკერდის დაჟეჟილობა. ფილტვის ხელოვნურ ვინტილაციაზე იმყოფება, ამ ეტაპისთვის ქირურგიულ ჩარევას არ საჭიროებს. დიდი ალბათობაა, რომ გართულდეს მისი მდგომარეობა, სხვადასხვა სისტემების პათოლოგიები შეიძლება გამოვლინდეს ამ ტრამვული დაზიანებების გამო. პროგნოზის გაკეთება ამ ეტაპზე პრაქტიკულად შეუძლებელია“ - განაცხადა ექიმმა. 

ოჯახის ახლობელი ინციდენტის დეტალებზე საუბრობს. 

„ჩემი მეგობრის შვილია, მამასთან ერთად იმყოფებოდა რალზე, მამას ხელი გაეშვა. მამამაც ვერ შენიშნა, ისე უცბად განვითარდა მოვლენები, წამებში დაეჯახა რალზე ვინც იყო. თავში აქვს მძიმე დაზიანება, ჩამტვრეული აქვს მარცხენა საფეთქელთან თავის ქალა. იქ იმყოფებოდა პოლიცია, როგორ განვითარდა მოვლენები, არ ვიცი. ჩვენ გადართულები ვიყავით, რომ ბავშვი სასწრაფოს გადმოეყვანა თბილისში“, - აღნიშნა ერთ-ერთმა თვითმხილველმა და ოჯახის ახლობელმა.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება