სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

გაიარეს თუ არა შემოწმება დადებითად უნივერსიტეტმა და რა წესების დაცვით იწყება სწავლა უმაღლესებში?
07-09-2020
-
+


განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ამ დროისთვის ყველა ძირითად უმაღლეს სასწავლებელს გავლილი აქვს შემოწმება და არც ერთ მათგანზე არ უარყოფითი შეფასება არ დაწერილა. 

"სკოლებისგან განსხვავებით უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს არ აქვთ სწავლის დაწყების ერთიანი თარიღი განსაზღვრული და ზოგიერთმა უმაღლესმა უკვე დაიწყო სასწავლი წელი, ზოგიერთი დღეს იწყებს. სწავლის დაწყებამდე თითოეული უნივერსიტეტი ვალდებულია გაიაროს რეგისტრაცია ჯანდაცვის სამინისტროს საიტზე, რათა გადამოწმდეს მზაობა რამდენად უზრუნველყოფენ უსაფრთხო გარემოს და რამდენად ასრულებენ ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციებს. ჩვენი მონაცემებით, ძირითადმა უნივერსიტეტებმა უკვე გაიარეს შემოწმება და ჩვენ არ გვაქვს არც ერთი შემთხვევა, რომ მათ ვერ მიეღოთ დადებითი შეფასება. ეს პროცესი გრძელდება. ჩვენი მთავარი საზრუნავი არის სტუდენტებისა და უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ჯანმრთელობა. ყველაფერს ვაკეთებთ და სრულად გვაქვს გაცნობიერებული პასუხისმგებლობა რეკომენდაციების შესრულებასთან დაკავშირებით",- განაცხადა მიცკევიჩმა. 

მინისტრის მოადგილემ ასევე აღნიშნა, რომ მოსწავლეებისგან განსხვავებით სტუდენტებს უნივერსიტეტის შენობაში, ისევე როგორც აუდიტორიებში პირბადის ტარების ვალდებულება აქვთ. 

"მოსწავლეების და სტუდენტების ასაკი განსხვავებულია. ჩვენ ვასრულებთ ყველა რეკომენდაციას. სტუდენტებისთვის ეს გახლავთ სააუდიტორიო სივრცეებში ერთ მეტრიანი დისტანციის დაცვა და ისევე, როგორც ყველა დახურულ სივრცეში, ქვეყნის მასშტაბით ყველა სტუდენტი ვალდებულია შენობაში პირბადე ატაროს",-განაცხადა ნუნუ მიცკევიჩმა.

იხილეთ ასევე:

უმაღლეს სასწავლებლებში სწავლა აუდიტორიებში 1-მეტრიანი დისტანციის დაცვით დაიწყება - შენობაში პირბადის ტარება სავალდებულო იქნება

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება