სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

სკოლებში სახელმძღვანელოებისა და სანიტარულ-ჰიგიენური საშუალებების დარიგება დაიწყო
04-09-2020
-
+


2020-2021 სასწავლო წლის პირველი სემესტრისთვის განკუთვნილი სახელმძღვანელოების მიწოდება აქტიურ ფაზაშია და სასწავლო წლის დაწყებამდე ყველა საჯარო სკოლა იქნება უზრუნველყოფილი წიგნებით.

საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტომ ქართული სექტორის 1-ლი-მე-7, მე-9-მე-12 და არაქართული სექტორის 1-ლი-მე-6 კლასებისთვის განკუთვნილი  3 732 020   ერთეული სახელმძღვანელო (8 487 114 ლარი) შეისყიდა. ასევე შესყიდულია დაწყებითი საფეხურის,  მე-7, მე-8 კლასისთვის განკუთვნილი 874 850  ერთეული გრიფირებული სახელმძღვანელო  (2 904 341 ლარი).

„საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ახალი სასწავლო წლის დაწყებისთვის სრულ მზადყოფნაშია და მისი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ამოცანაა მოსწავლის საგანმანათლებლო რესურსებით მაქსიმალური უზრუნველყოფა.

სკოლებში კორონავირუსის პრევენციის მიზნით, ახალი სასწავლო წლისთვის სამინისტრო სრულად უზრუნველყოფს საჯარო სკოლებს პირბადეებით, დისტანციური, უკონტაქტო თერმომეტრებით, დეზობარიერისა და ზედაპირების სადეზინფექციო სითხეებით აღჭურვას. პროცესი დაწყებულია და ახალი სასწავლო წლისთვის უკლებლივ ყველა საჯარო სკოლა აღჭურვილი იქნება აღნიშნული სანიტარულ-ჰიგიენური საშუალებებით.

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო საჯარო სკოლების ყველა მოსწავლეს სასკოლო სახელმძღვანელოებს უფასოდ გადასცემს.

მინისტრის მოადგილე ეკატერინე დგებუაძე, სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის ხელმძღვანელთან, დავით ფარცვანიასთან ერთად, პირადად გაეცნო სასკოლო სახელმძღვანელოების ბეჭდვის პროცესს, რომლებიც 2020-2021 სასწავლო წლისთვის „მოსწავლეებისა და მასწავლებლების სახელმძღვანელოებით უზრუნველყოფის“ პროგრამის  ფარგლებში საჯარო სკოლების მოსწავლეებს უსასყიდლოდ გადაეცემათ. სახელმძღვანელოების მიწოდება საქართველოს მასშტაბით შეუფერხებლად მიმდინარეობს.

„მოსწავლეებისა და მასწავლებლების სახელმძღვანელოებით უზრუნველყოფის“ პროგრამა 2013 წლიდან წარმატებით ხორციელდება და მისი მიზანია სრული ზოგადი განათლებისა და საგანმანათლებლო რესურსების თანაბრად ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა“, - აღნიშნულია სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება